Project Description

მახასიათებლები, რომლებიც გამოხატავენ ემოციური ინტელექტის შედარებით დაბალ მაჩვენებელს

შესავალი: მწვრთნელის ან ქოუჩინგ სისტემის მოთხოვნა ბოლო წლებში  საგრძნობლად გაიზარდა. ბევრ ლიდერს სჭირდება სპეციფიკური ცოდნა სხვების გასაგებად და მათთან ურთიერთობისთვის. სწორედ, რომ ემოციური ინტელექტი მენეჯმენტისა და გუნდური მუშაობის ერთ-ერთი ასეთი უნარია. იმ დროს, როდესაც მენეჯმენტი ემპათიისკენ მიდის, ემოციური ინტელექტის მოთხოვნის და გაძლიერების უნარიც არსებითი ხდება. იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოწვევებია და რა ხარვეზები არსებობს სამუშაო ადგილზე მოსმენილსა და ნათქვამს შორის, ჩვენ გავეცანით მურიელ მაინგნ ვილკინსის გადაწყვეტილებებს:

 

ჩემი ათი წლის განმავლობაში, როგორც აღმასრულებელი კარიერული განვითარების მწვრთნელი, არასდროს მინახავს ვინმე, ვინც ნებაყოფლობით გამოაცხადებს, რომ მათ სჭირდებათ ემოციურ ინტელექტის გაუმჯობესება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს მცირე რაოდენობის ხალხი, ვინც  ჩემი ნათქვამი გაიგო და მიხვდნენ, რომ  მათ ინტელექტის განმტკიცება სჭირდებათ. მონაცემები აჩვენებს, რომ ემოციური ინტელექტი არის ადამიანების ძირითადი განმასხვავებელი ნაწილი, ეს უდავოა. ასეა თუ ისე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ეძებენ ამ უნარის დახვეწის საშუალებებს.  უბრალოდ ელოდებიან, რომ ეს თავისთ მოვა, მაგრამ ეს გვიან ძალიან გვიან, უკვე ასაკოვან პერიოდში მოვა თავისით, შეიძლება არც კიი!

 

მაგალითისთვის ავიღოთ კრეიგი (არა ნამდვილი სახელი). ის არის ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მოდის ჩემთან, რადგან სურს რომ წარმატებული ლიდერების ხელმძღვანელად ჩამოყალიბდეს, აჩვენებს დიდ პოტენციალს და შესაძლებლობებს კომპანიის მიზნების განსახორციელებლად. მთავარი პრობლემა მდგომარეობს მიზნის მისაღწევად გამოყენებული მეთოდის არჩევაში. როდესაც მე ვკითხე მის კოლეგებს კრეიგის შესახებ, მათ მიპასუხეს: ”მას არ აინტერესებს მისი საქციელი და ამიტომ ბევრი  ადამიანი არის ,,მსხვერპლი”, ასვე მათ განაცხადეს, როკ  პროექტების შესახებ მისი ხედვა არ იყო სწორი  და მას არ შეეძლო ნიჭიერი ადამიანების მოზიდვა, შენარჩუნება ან დახვეწა. პირდაპირ, რომ ვთქვათ კრეიგმა ძირითადად შეურაცხყო კოლეგები. კერიჯის უფროსმა მენეჯერმა ასევე მიუთითა ქცევებზე, როგორიცაა მოუთმენლობა და თანატოლების ,,განადგურების’’ სურვილი, ვინც მას კონკუნრეციას უწევს ამ პოზოციის დაკავებისთვის ბრძოლაში, როდესაც ეს კრეიგთან განვიხილე, იგი თავიდან არ დამეთანხმა, რადგან თვლიდა, რომ გაუგებრად აღიქვამდნენ მის სიტყვებს და რჩევებს. აქ მოცემულია რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ უნდა იმუშაოთ თქვენს ემოციურ ინტელექტზე:

 

ხშირად გრძნობთ, რომ სხვებს არ ესმით თქვენი?

 

გაგიკვირდათ ან ფიქრობთ, რომ ხალხი ყურადღებას აღარ იჩენს თქვენი ხუმრობებისადმი ?  განსაკუთრებით  მგრძნობიარე ადამიანები?

 

თქვენ ფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი მსჯელობა სამსახურში არ არის საჭირო და თქვენს მითითებს უნდა გულშემატკივრობდეს ყველა ?

თავიდანვე მტკიცე ხართ თქვენი შეხედულებების მიმართ და მტკიცედ უჭერთ მხარს მათ. (არ აძლევთ ხალხს საშუალებას ეს ყველაფერი განხილვაში, რომ ჩაეშვას)

მოლოდინის მაღალ დონეს ინარჩუნებთ?

ბევრ გუნდურ პრობლემებში ყოველთვის სხვებს ადანაშაულებთ.

თუ საკუთარ თავში ხედავთ ზემოთქმულს, რა უნდა ქნათ?

 

აქ მოცემულია ოთხი სტრატეგია ამის გადასაჭრელად.

 

მიიღეთ უკუკავშირი. თქვენ ვერ გადაჭრით პრობლემას, რომელიც არ იცით. ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია თვითშემეცნება – თვითშემეცნება საშუალებას გაძლევთ ამოიცნოთ და მოიქცეთ ამ მომენტში, ისე როგორც სიტუაციას შეეფერება. იღებთ მონაწილეობას 360 გრადუსიან შეფასებაში, ან უბრალოდ ეკითხებით რამდენიმე ადამიანს, ვინც აკვირდება თქვენს ქცევას. ეს ნაბიჯი არსებითია იმისთვის, რომ გაიგოთ დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ, რასაც აკეთებთ. ამ ყველაფერზე უარის თქმა თქვენი მხრიდან, იწვევს  წარუმატებლობას. ამის ნაცვლად, მოუსმინეთ შეფასებებს, შეეცადეთ გაიგოთ იგი და გააკეთოთ ეს. ადრე, როდესაც კრეიგმა სხვების შეხედულებები მოისმინა, მომენტალურად თავდაცვის ინსტიტქი ჩაერთო,  მაგრამ გადაწყვიტა  ეს ყველაფერი შეეცვალა და მისკენ სწრაფვა დაიწყო.

 

იცოდეთ განზრახვასა და შედეგს შორის არსებული ფასეულობა. დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ თავიანთი სიტყვების და მათი ქცევის უარყოფით გავლენას სხვებზე. ეს ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ იმ მნიშვნელობას, რასაც ისინი ამბობენ და რა ესმით სხვებს ამის შემდგომ. აქ მოცემულია რამდენიმე ჩვეულებრივი მაგალითი, რომლებიც ასახავს ამ ხარვეზს:

 

რას ამბობთ: სამუშაო დღის ბოლოს ყველაფერი სრულად უნდა გაკეთდეს.

 

რა ესმით სხვებს: მე ყურადღებით უნდა მივაქციო შედეგებს და მაშინაც კი, თუ გზაში ხალხი დაშავდება, ამას გავაგრძელებ.

 

რას ამბობ: თუ მე მესმის, სხვებიც მიხვდებიან.

 

რა ესმით სხვებს: მე არ ვარ საკმარისად ჭკვიანი.

 

რას ამბობთ: მე არ ვიცი რა პრობლემაა?

 

რა ესმით სხვებს: არ მაინტერესებს რას გრძნობთ.

 

მიუხედავად იმისა, თუ რას გულისხმობთ, იფიქრეთ სიტყვების სემანტიკურ დატვირთვაზე და მათზე გავლენაზე, თუ როგორ გსურთ მათი აღქმა. კრეიგმა სხვების მიმართ გამოყენებულ სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და ისინი გაანაწყნა, თითოეული სესიის დაწყებამდე ის რამდენიმე წუთს ამბობდა. თქვენ საკუთარ თავს უსვამთ ამ კითხვებს: რა გავლენა მინდა მქონდეს სხვებზე? როგორ მივხვდე ხალს ესმის თუ არა ჩემი რისი თქმა მინდა სხდომის დროს? როგორ ჩამოვაყალიბო ჩემი შეტყობინება, რომ სწორად აღიქვან?

 

არ შეწყვიტოთ საკუთარ თავთან და სხვებთან საუბარი (გააქტიურეთ თქვენს ტვინში პაუზის ღილაკი). მაღალი ემოციური ინტელექტის ქონა ნიშნავს, რომ თქვენ შეგეძლოთ ყველა სიტუაციაში აზრის ისე გადმოცემა, რომ ეს ყველაფერი ხალხმა უბრალოდ თქვენს რეაქციას არ მიაწეროს.