უკუკავშირი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, კომპანიების მთავარი სიმდიდრის – ადამიანების გასავითარებლად.

იმისათვის რომ წარმატებით ვითანამშრომლოთ კომპანიებთან ტალანტების აღმოჩენის და შენარჩუნების მიმართულებით, ჩვენ შევიმუშავეთ PDA360-ის უკუკავშირის შეფასების სისტემა.

ჩვენი ინსტრუმენტი ორგანიზაციებს ეხმარება იმით, რომ:

  • აფასებს ადამიანის ტალანტს;
  • აფასებს კომპეტენციებს;
  • ქმნის სასწავლო და განმავითარებელ პროგრამებს;
  • წარმოადგენს განვითარების, კარიერისა და წარმატების გეგმის ბაზას.

ორგანიზაციებს შეუძლიათ PDA 360-ის მოპოვებული ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით გამოიყენონ, მაგალითად, იმის შესაფასებლად, თუ რა მხრივ სჭირდება განვითარება გუნდის წევრს. ასევე, PDA 360 დამსაქმებელს ეხმარება პოტენციური თანამშრომლის პროფილის დიაგნოსტიკის ჩატარებასა და ტალანტის მართვის საკითხებში.

360 ° Feedback არის კომპეტენციის რაოდენობრივი და თვისობრივი შეფასება, რაც გულისხმობს უნარების, ქცევის და დამოკიდებულებების შეფასებას, რომლებიც საჭიროა კონკრეტული პოზიციისთვის.

ინსტრუმენტს 360 იმიტომ ჰქვია, რომ პროცესში მონაწილეობენ შეფასების ობიექტი და შემფასებლები: თანამშრომლები, მენტორები და კოლეგები, რომლებიც სპეციალურად შეირჩევიან. მათი ხედვა და კომენტარები შეფასების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

რაოდენობრივი მონაცემები მიიღება თითოეული კომპეტენციისთვის მინიჭებული რიცხვითი ქულებისგან, ხოლო თვისებრივი მონაცემები შეესაბამება კომენტარებსა და დაკვირვებებს, რომლებსაც თითოეული შემფასებელი აკეთებს პიროვნების კომპეტენციების შესახებ.

პროცესის დასრულებისას, შეფასების თითოეულ ობიექტს შეეძლება მიიღოს ინდივიდუალური PDA 360 ანგარიში, რომელიც მოიცავს წვდომას რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებზე. ეს, თავის მხრივ, ადამიანს ეხმარება შეადგინოს მისი ინდივიდუალური განვითარების გეგმა.

რეპორტი სამი ძირითადი კატეგორიისგან და 12 ნაწილისგან შედგება:

PDA 360° უკუკავშირის უპირატესობები

  • ტრენინგისა და განვითარების საჭიროებების განსაზღვრა;
  • ძლიერი მხარეებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა გაუმჯობესების მიზნით;
  • თანამშრომლების შეიარაღება  თვით-განვითარების მარტივი ინსტრუმენტით;
  • თანამშრომლების მოტივაცია იზრდება, როდესაც ისინი თავს სათანადოდ დაფასებულად გრძნობენ;
  • კონსტრუქციული და სპეციფიკური უკუკავშირისთვის სივრცის შექმნა.
  • ჩართულობის გაზრდა,
  • კომუნიკაციისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება.

რატომ ჩვენ?

ჩვენი რეპორტი | ზოგიერთი ნიმუში