რა არის PDA?

ეს არის მძლავრი ფსიქოლოგიური ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ადამიანის ქცევის, თვისებებისა და პოტენციალის გაგება. იგი ეფუძნება, ვილიამ მ. მარსტონის წიგნში – “ნორმალური ადამიანების ემოციები” (1928) აღწერილ “პიროვნების თეორიას”

PDA-ს მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ინდივიდუალური ქცევის პროფილის შედგენა, რომელიც ეყდნობა მეცნიერულ, უზუსტეს მეთოდიკას.

სისტემა, ასევე, საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ამა თუ იმ პოზიციის ქცევითი მოთხოვნები და დავადგინოთ, რამდენად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს კონკრეტული ინდივიდი. ეს ინსტრუმენტი მნიშვნელოვნად უმარტივებს საქმეს HR სპეციალისტებს.

ქცევის კატეგორიები რომლებსაც შეგვიძლია დავაკვირდეთ და შემდგომ დავახარისხოთ ზედაპირული ასპექტებია. როდესაც მათ შესაბამისი მეთოდით ვზომავთ, დამკვირვებლები მარტივად ახდენენ ამ კატეგორიების იდენტიფიცირებას. ზედაპირული ასპექტები ქცევას აღწერენ. შინაგან მახასიათებლებს, რომლებიც ქცევის მოდელს განაგებენ ძირითად ასპექტებს ვუწოდებთ.

პიროვნების ზედაპირული ასპექტების გაანალიზება უფრო მარტივია, ვიდრე ძირითადი ასპექტების. როდესაც ზედაპირულ აქცენტებს ვაფასებთ, საკმარისია შევთანხმდეთ მათ მნიშვნელობაზე და გამოვიყენოთ შესაბამისი მეთოდები. ძირითადი აქცენტების შემთხვევაში კი საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მოძიება. არის შანსი, რომ მოძიებული ინფორმაცია არ იყოს საკმარისი საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად.

PDA შეფასების სისტემა ზედაპირულ ასპექტებს აანალიზებს – ქცევებს, რომლებზე დაკვირვება და აღწერა მარტივია. ქცევის თითოეული განზომილება – რისკი, ექსტრავერსია, მოთმინება, ნორმები და თვითკონტროლი – მაქსიმალური სიზუსტით იზომება ინსტრუმენტის შიდა მატრიცითა და ალგორითმებით.

სისტემა აანალიზებს ინდივიდის ძლიერ მხარეებს, ნაკლებად განვითარებულ მხარეებს, კომპეტენციებს, გადაწყვეტილების მიღების სტილს, ლიდერობის სტილს და ამის საფუძველზე ქმნის მოდელს ადამიანების და ორგანიზაციების განვითარებისთვის. ალგორითმი ითვალისწინებს ინდივიდების ენერგიულობას, დამაჯერებლობას, ანალიტიკურ უნარებს, გაყიდვების სტილს, მოტივაციის დონეს და სხვა ინფორმაციას.

PDA შეფასების ფორმის შევსებას დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდება და პასუხს დასრულებისთანავე გვაძლევს. იგი გამოყოფს ინდივიდის ქცევით მიდრეკილებებს სხვადასხვა სფეროში, სამუშაოს / თანამდებობის ქცევის მოთხოვნებთან ერთად. შედეგად ვიღებთ პიროვნების ქცევითი პროფილის ობიექტურ აღწერას, მაგალითად:

  • ლიდერის უნარებს,
  • გადაწყვეტილების მიღების სტილს,
  • როგორ გავუძღვეთ მათ წარმატებით,
  • დამაჯერებლობას,
  • ანალიტიკურ უნარებს,
  • ბიზნეს-უნარებს,
  • მოტივაციის დონეს,
  • ძლიერ მხარეებს,
  • რეკომენდაციებს განვითარებისთვის.

PDA სისტემა ინდივიდს არ აფასებს როგორც „კარგს“ ან „ცუდს“. ის აღწერს მათ პიროვნულ თვისებებს. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ თანამშრომელს ვაკანსიის მოთხოვნებს შევადარებთ, ეს ინსტრუმენტი ურალოდ მის ძლიერ და სუსტ მხარეებს გამოყოფს.

სისტემის სახელმძღვანელო კვალიფიციური ანალიტიკოსების შექმნილია. ის დაგეხმარებათ ინსტრუმენტის სწორად გამოყენებასა და მიღებული შედეგების ინტერპრეტაციაში. სახელმძღვანელო შეიცავს ინფორმაციას სისტემის მეთოდოლოგიისა და როგორც ინდივიდების, ასევე ადამიანთა ჯგუფების შეფასების შესახებ.

    1.მარსტონის პიროვნების სტრუქტურა.

ჩამოყალიბდა მეცნიერის ნაშრომში „ნორმალური ადამიანების ემოციები“ (1928). მარსტონი განმარტავს, რომ ადამიანის ქცევა შეიძლება აღიწეროს ორი მთავარი ღერძის გაანალიზებით: 1. პირების პროაქტიული – ან რეაქტიული – რეაგირება; ის განმარტავს, რომ ინდივიდის პასუხი გარემო სტიმულებზე დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ის გარემოს. 2. გარემოს აღქმა, როგორც ხელსაყრელი ან არასახარბიელო, ამრიგად, ქმნის ოთხ კვადრატს.

მოკლე მიმოხილვა

  • ადამიანები გარემოს აღიქვამენ როგორც ხელსაყრელს, ან არახელსაყრელს.
  • ინდივიდების რეაქცია გარემო მასტიმულირებლებზე არის ან პროაქტიული ან რეაქტიული.
  • ინდივიდებს აქვთ ენერგიის გარკვეული რაოდენობა ან მოქმედებისთვის მზადყოფნის ტენდენცია, რაც შედარებით მუდმივია.

ამ მონაცემების თანახმად, მარსტონმა შექმნა მარტივი მოდელი, რომლის მიხედვითაც ხდება ადამიანის ქცევის გაანალიზება და კლასიფიცირება. მოდელი 1948 წლის შემდეგ, თანამედროვე კვლევების დახმარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ზემოთ ჩამოთვლილი სამი კომპონენტის თანახმად, მარსტონი მიიჩნევდა, რომ ნორმალურ გარემო პირობებში ინდივიდის ქცევის პროგნოზირება საკმაოდ მარტივია.

  1. პიროვნების თეორია (პრესკორ ლეკი, 1920; 1930).

ეს თეორია ამტკიცებს, რომ ადამიანის პიროვნება დაბადებიდან 16-18 წლამდე ყალიბდება მისი ცხოვრებისეული გამოცდილებების მიხედვით. ამავდროულად, ინდივიდს უყალიბდება გარკვეული თვით-მოლოდინი იმის შესახებ, თუ რას ითხოვს მისგან გარემო.

მარსტონს სჯეროდა, რომ ქცევას ნაწილობრივ განაპირობებს ინტერაქცია თვითკონცეფციასა და მის მუდმივ კორექტირებებს შორის, რომლებიც ვითარდება სიტუაციების მოთხოვნებზე რეაგირებით.

  1. თვით-თანმიმდევრულობის თეორია:

ეს თეორია ამტკიცებს, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან ირწრმუნონ იდეები და / ან ცნებები, რომლებიც მათ შინაგან რწმენას შეესაბამებიან; ასევე, მათ ტენდენცია აქვთ უარყონ ის იდეები და / ან ცნებები, რომლებიც აღიქმება, როგორც არათანმიმდევრული ამ რწმენით. ეს განსაზღვრავს შემდეგ საფუძვლებს:

  • ადამიანის გონება იდეების ორგანიზებული სისტემაა;
  • ამ სისტემაში შემავალი ყველა იდეა შესაბამისობაშია ერთმანეთთან;
  • ადამიანის გონების ბირთვი თვით-აღქმაა.
  1. აღქმის თეორია

ეს თეორია ხსნის თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ.

  • შერჩევითი ყურადღება სტიმულებზე.
  • ჩვენი აღქმის ორგანიზება.
  • გამოცდილების ინტერპრეტაცია ისე, რომ მათ აზრი ჰქონდეთ.
  1. სემანტიკური კვლევა:
  • ენისა და სიტყვების გამოყენების კვლევა.
  • იყენებს არა-აბსტრაქტულ, დეტალურ აღწერებს.
  • კვლევის დროს შეისწავლეს 3000 სიტყვა.
  • დამამცირებელი სიტყვები კვლევიდან ამოიღეს.
  • ნიმუში შემცირდა 86 სიტყვამდე.

ინტერპრეტაცია, რომელსაც თითოეული ადამიანი ანიჭებს PDA ფორმის სიტყვებს, შესაბამისობაში მოდის მათ აღქმასთან. რადგან ეს განსხვავებულია ყველა ინდივიდისთვის, ისინი სიტყვებს ნეგატიურად ან პოზიტიურად აფასებენ ფორმის შევსების დროს და ამას მათი არჩევით ან გამოტოვებით გამოხატავენ.

მარსტონმა თავისი კვლევა იმ გარემოებების მიხედვით შეადგინა, რასაც თვითონ ნორმად აღიქვამდა. კონცეფციიდან გამომდინარე, მან შეიმუშავა მეთოდოლოგია ინდივიდების შესაფასებლად და კონკრეტული ქცევების აღსაწერად. ეს მეთოდოლოგია არ დაპატენტებულა, თუმცა ფართოდ გამოიყენება, როგორც ბაზა ახალი ინსტრუმენტებისა და შეფასების სისტემებისთვის. ეს ინსტრუმენტები შეიქმნა როგორც კერძო დამსაქმებლებისთვის, ასევე სამხედრო სტრუქტურებისთვის.

მეთოდოლოგიის შემუშავებისას მეცნიერებმა დიდი რაოდენობის ინფორმაცია შეაგროვეს. თავდაპირველად, PDA ფორმის შევსების შემდეგ მიღებულ მონაცემებს ანალიტიკოსები ამუშავებდნენ. ანალიტიკოსს დაახლოებით ერთი საათი და 30 წუთი სჭირდებოდა ამ პროცესისთვის.

მეთოდოლოგიის მოდერნიზება 60-იან წლებში დაიწყო. 90-იანი წლების დასაწყისიდან უფრო და უფრო მეტ HR სპეციალისტს მიუწვდება ხელი PDA სისტემაზე. ახლა სისტემა სრულად კომპიუტიზირებულია და ამ ინსტრუმენტის გამოყენება უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი პიროვნული თვისებების გაუმჯობესებისთვის.

Lifeskills PDA საქართველოს ოქროს პარტნიორია. თუ თქვენი ბიზნესის გაუმჯობესება გსურთ მაღალი ხარისხის HR მენეჯმენტით, უკვე თამამად შეგიძლიათ ეს ინსტრუმენტები გამოიყენოთ. იყავი უკეთესი – გაიარე PDA ტესტი ახლა!

Recent Works

უფასო საცდელი ტესტი

Contact Info

მისამართი: No. 1201, სართ. N12., აფაქიძის ქ. #11, ბიზნეს ცენტრი თბილისი, საქართველო

Phone: 322239090

Mobile: +995 (593) 479553

Web: lifeskills.ge