lifeskillslifeskills

უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება

2030 წლისთვის ყველა გოგოს და ბიჭს შეეძლოს უფასო, სამართლიანი და ხარისხიანი დაწყებითი და საშუალო განათლების მიღება, რაც მათ უკეთესი მომავლის შექმნაში დაეხმარებათ.

თანაბარი წვდომა ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე

2030 წლამდე ყველა გოგოს და ბიჭს შეეძლოს სკოლისთვის სათანადოდ მომზადება, რაც ხარისხიან ადრეულ განვითარებას და სკოლამდელ განათლებას გულისხმობს.

თანაბარი წვდომა ტექნიკურ, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე

2030 წლამდე ყველა ქალს და მამაკაცს ჰქონდეს თანაბარი წვდომა ხარისხიან ტექნიკურ, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე, მათ შორის უნივერსიტეტებზეც.

შესაბამისი უნარების მქონე ადამიანების რიცხვის გაზრდა ფინანსური წარმატებისთვის

2030 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდოს იმ ახალგაზრდებისა და ზრდასრული ადამიანების რიცხვი, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და უნარები აქვთ უკეთესი დასაქმებისა და მეწარმეობისთვის.

ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრა განათლების სფეროში

2030 წლისთვის აღმოიფხვრას გენდერული დისკრიმინაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ყველა ადამიანს მიეცეს წვდომა განათლების და პროფესიული წვრთნების ყველა საფეხურზე, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და ბავშვებს, რომლებიც დაუცველ სიტუაციებში ცხოვრობენ.

უნივერსალური წიგნიერება

2030 წლისთვის ყველა მოზარდს და ზრდასრულთა მნიშვნელოვან ნაწილს, ყველა ქალს და კაცს  ჰქონდეს წერა-კითხვის და მათემატიკური უნარები.

განათლება მდგრადი განვითარებისა და მსოფლიო მოქალაქეობისთვის

2030 წლისთვის ყველა ადამიანს შეეძლოს მიიღოს ის ცოდნა და უნარები, რომლებიც საჭიროა მდგრადი განვითარებისთვის. ეს გულისხმობს განათლების მიღებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მდგრადი განვითარება და მდგრადი ცხოვრების წესი, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდები, გლობალური მოქალაქეობა, კულტურული მრავალფეროვნება და კულტურის წვლილი მდგრად განვითარებაში.

მიზანი 4.A – ავაშენოთ და გავაუმჯობესოთ ინკლუზიური და უსაფრთხო სკოლები

ავაშენოთ და გავაუმჯობესოთ საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც უსაფრთხო, არაძალადობრივ, ინკლუზიურ და ეფექტურ სასწავლო გარემოს შეუქმნიან ბავშვებს გენდერული კუთვნილების მიუხედავად, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.

მიზანი 4.B – გავზარდოთ უმაღლესი განათლების დაფინანსების შსაძლებლობები განვითარებადი ქვეყნებისთვის.

2020 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდოს დაფინანსების შესაძლებლობები განვითარებადი ქვეყნებისთვის მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით კი ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის, კუნძული-სახელმწიფოებისა და აფრიკული ქვეყნებისთვის. ჩვენი მიზანია ამ ქვეყნების სტუდენტებს გავუმარტივოთ უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საინფორმაციო ტექნოლოგია, კომუნიკაცია, ტექნიკური, ინჟინრული და სამეცნიერო პროგრამები.

მიზანი 4.C – გავზარდოთ კვალიფიციური მასწავლებლების რიცხვი განვითარებად ქვეყნებში

2030 წლისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის გზით მნიშვნელოვნად გაიზარდოს კვალიფიციური მასწავლებლების რიცხვი განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის მცირე ზომის კუნძულ-სახელმწიფოებში.