PDA გამოყენების წესები

1.PDA საერთაშორისო ვებსაიტი

2.PDA საერთაშორისო ვებსაიტის გამოყენების წესები

ეს გვერდი ( მასალებით, რომლებიც მოხსენიებულია ამავე გვერდზე)  განსაზღვრავს წესებსა და პირობებს, რომლებიც, როგორც საიტის მომხმარებელმა ან სტუმარმა უნდა გაითვალისწინო შემდეგი გვერდების გამოყენებისთვის: the www.pdainternational.net, www.mypdacoach.com, www.pdaprofile.com. ასევე, რეგულაციები ეხება ამ საიტებთან დაკავშირებულ ქვე-დომენებს. გთხოვთ, გაეცნოთ წესებს სანამ ვებ-საიტზე მუშაობას დაიწყებთ.

  1. ჩვენი ვებ-საიტის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით საიტის წესებსა და გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წესებს, არ გამოიყენოთ ჩვენი საიტი.
  2. ჩვენ უფლება გვაქვს შევიტანოთ ცვლილები არსებულ წესებში ნებისმიერ დროს. თქვენი მოვალეობაა, განიხილოთ თითოეული წესი ყოველ ჯერზე, როცა გადაწყვეტთ პროდუქტის ან სერვისის შეძენას ვებ-საიტის საშუალებით.

ინფორმაცია ჩვენ შესახებ

  1. www.pdainternationa. არის საიტი, რომელიც ოპერირებს ჩვენი ლიცენზიით PDA International INC. (“Us”).

სარეგისტრაციო ოფისი: 1752 Aspen Ln, Weston. Florida (33327), ამერიკის შეერთებული შტატები.

კავშირი საიტთან

  1. ჩვენ გვაქვს უფლება წავშალოთ და შევცვალოთ ნებისმიერი ინფორმაცია ან სერვისი, რომელიც საიტზეა განთავსებული წინასწარი შეტყობინების გარეშე. თუ ვებ-საიტი ნებისმიერი მიზეზით ან დროით მიუწვდომელი აღმოჩნდა, ჩვენ არ ვიქნებით ამაზე პასუხისმგებელი. აუცილებელ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ავკრძალოთ წვდომა საიტის გარკვეულ ან მთლიან მონაკვეთზე იმ მომხმარებლებისთვის, რომლებმაც გაიარეს ჩვენთან რეგისტრაცია.
  2. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომერი, პაროლი ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, როგორც ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი ფორმა. მიღებული ინფორმაცია უნდა იყოს კონფიდენციალური და არ უნდა გაამხილო სხვა, მესამე დაინტერესებულ პირთან. ჩვენ გვაქვს უფლება დეაქტივაცია გავუკეთოთ თქვენს საიდენტიფიკაციო ნომერს ან პაროლს ნებისმიერ დროს, თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ საიტის წესები და პირობები დარღვეული იქნა.
  3. როდესაც საიტს გამოიყენებთ, თქვენ უნდა დაემორჩილოთ საიტის გამოყენების ნებისმიერ წესს, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს საიტზე.
  4. თუ ხართ დარეგისტრირებული, როგორც საიტის ბიზნესს მომხმარებელი, ამით დასტურდება, რომ გაქვთ ამის სრული სამართლებრივი უფლება.
  5. თქვენ ადასტურებთ, რომ აანაზაღაურებთ ნებისმიერ დანაკარგს და ზარალს, რომელიც თქვენი საიტზე მუშაობისას განხორციელდება.
  6. ჩვენ ვფლობთ უფლებას, დაუყონებლივ შევაჩეროთ თქვენი წვდომა საიტთან ან შევაჩეროთ თქვენი მომხმარებლის აქტივობა, თუ თქვენ არ დაემორჩილებით საიტის წესებს.

ვებ-საიტის ტრანზაქცია

  1. არაფერია ამ საიტზე ისეთი, რომელიც მოგანიჭებთ უპირატესობას, რომ იყოთ რომელიმე პროდუქტის ან სერვისის მესაკუთრე თუ აგენტი.

თქვენი მომხმარებლის გაუქმება

  1. თქვენ შეიძლება გააუქმოთ თქვენი მომხმარებლის ექაუნთი ნებისმიერ დროს, მაგრამ ამას არანაირი გავლენა არ აქვს თქვენს ვალდებულებებზე, რომელიც გაგაჩნიათ საიტთან მიმართებაში.

ინტელექტუალური საკუთრების უფლება

  1. ჩვენ ვართ მესაკუთრე და ყველა უფლების მატარებელი იმ ინფორმაციისა და მასალის, რომელიც ჩვენს საიტზეა გამოქვეყნებული. საიტზე განთავსებული ინფორმაცია არის დაცული კანონის გათვალისწინებით.
  2. თქვენ შეიძლება ამოიღოთ რომელიმე გვერდის ასლი და გადმოწეროთ პირადი დანიშნულებისთვის. ასევე, თქვენ შეიძლება შეატყობინოთ თქვენს თანამშრომლებს იმ მასალის შესახებ, რომელიც ჩვენს საიტზეა განთავსებული.
  3. იმ შემთხვევაში თუ გამოიყენებთ ჩვენს საიტზე განთავსებულ ინფორმაციას, თქვენ დაგჭირდებათ ამის სრული უფლება ჩვენგან. აკრძალულია საიტზე განთავსებული ინფორმაციისა და მასალის გამოყენება კომერციული მიზნებისთვის.
  4. PDA და შემდეგი სამი ლოგოტიპი არის სავაჭრო ნიშნები PDA International. ამგვარად, PDA International INC ლიცენზიის მფლობელია.

ვებ-საიტის კონტენტი

  1. კომენტარები და სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებულია ამ საიტზე არ ისახავს მიზნად დააწესოს სანდო რჩევები. ჩვენ არ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები იმ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელებულია ვებ-საიტის სტუმრების ან ნებისმიერი პირისგან.
  2. თქვენ არ უნდა მიიღოთ ან არ მიიღოთ გადაწყვეტილება იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ამ საიტიდან მიიღებთ. ამისთვის დაგჭირდებათ ექსპერტისგან ან ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანისგან რჩევა.
  3. ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ნებისმიერი კონტენტი ვებ-საიტზე. თუ ამის საჭიროება შეიქმნება, ჩვენ გვაქვს სრული უფლება შევაჩეროთ თქვენი კავშირი ვებ-საიტთან ან გავთიშოთ ის განუსაზღვრელად. ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაცია შეიძლება ნებისმიერ დროს იყოს მოძველებული. ჩვენ მისი განახლება არ მოგვეთხოვება.
  4. თუ გექნებათ შეკითხვები, გთხოვთ დაგვიკავშირდით: webmaster@pdainternational.net

ჩვენი პასუხისმგებლობა და სტატუსი

  1. თუ თქვენ შეიძინეთ პროდუქტი (სერვისის ჩათვლით) ჩვენგან, შემდგომი პროდუქტის მიწოდება ექვემდებარება ჩვენს სტანდარტულ პირობებსა და წესებს, რომლებიც ჩაანაცვლებს ქვემოთ მოცემულ წესდებას:
  2. ჩვენი პროდუქცია და კონტენტი, რაც არის ვებ-საიტზე, თქვენამდე მოსულია სიზუსტით ნებისმიერი გარანტიის, პირობის ან გარანტიის გარეშე. ჩვენ და ჩვენი გუნდის სხვა წევრები პირდაპირი ფორმით გამოვრიცხავთ ყველანაირ გარანტიას, პირობას და სხვა ფაქტორებს, რომელიც სხვანაირად იქნება ნაგულისხმევი საკანონმდებლო აქტსა და მომხმარებელთა უფლების სამართლიანობაში.
  3. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენთან შემდეგ დანაკარგებზე:
  • შემოსავლების, ბიზნესის, მოგების ან კონტრაქტის (იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი) დანაკარგის
  • გათვალისწინებული დანაზოგის დანაკარგის
  • მონაცემების დანაკარგის ან კორუფციის
  • ფირმის დანაკარგის
  • დახარჯული მენეჯმენტისა და ოფისის დროის.
  1. არც ერთი ზემოთქმული ახდენს გავლენას ჩვენს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებაზე, თუ ეს ეხება ადამიანის გარდაცვალებას ან პირადულ ზარალს, რომელიც იქნება შედეგი ჩვენი უყურადღებობის ან მოტყუებით შეცდომაში შეყვანა დამოკიდებული განსაკუთრებულ ფაქტორებზე, ან ნებისმიერი სხვა ვალდებულება, რომელიც შეიძლება არ იყოს გამორიცხული ან შეზღუდული შესაბამისი კანონის გათვალისწინებით.
  2. არანაირი სააგენტო, კომპანია, ერთობლივი საწარმო, სამსახურეობრივი ან ფრანშიზის ურთიერთობა არის საერთაშორისო ან შექმნილი განზრახ თქვენსა და ჩვენ შორის.

ინფორმაცია თქვენი და თქვენი ვიზიტის შესახებ ვებ-საიტზე

  1. ჩვენ ვინახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციას კონფიდენციალურად. ჩვენი საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ პროცესს და გარანტიას გაძლევთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია რომელსაც თქვენ მოგვაწდით არის სრულიად აკურატული.

ვირუსები,  თავდასხმები, და სხვა დარღვევები

  1. თქვენ არ უნდა მოახდინოთ თავდასხმა ჩვენს საიტზე. არ უნდა ეცადოთ რომ მოიპოვოთ წვდომა ჩვენს საიტზე და სერვერზე, სადაც ჩვენი საიტი ინახება. თუ მსგავსი შემთხვევა იქნება დაფიქსირებული, თქვენ დაარღვევთ კანონს, რომელზეც გათვალისწინებული იქნება სასჯელი. კერძოდ, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ასეთ მოქმედებას დაუყონებლივ გავასაჩივრებთ და საქმეს გადავცემთ შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს. ასევე, ასეთი მოქმედებისას დაკარგავთ წვდომას საიტზე.

წესები ჩვენი ვებ-საიტის დალინკვაზე

  1. თქვენ გაქვთ უფლება დალინკოთ ჩვენი ვებ-საიტი გვერდზე თუ ეს ხდება კანონის სრული დაცვით და არ ლახავს საიტის რეპუტაციას. თქვენ არ გაქვთ უფლება დალინკოთ ჩვენი საიტი ისეთ გვერდზე, რომლის საკუთრების უფლებაც არ გაგაჩნიათ. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს სრული უფლება შეტყობინების გარეშე მოვხსნათ ჩვენი საიტის ლინკი შესაბამისი საიტიდან.

29.თუ ჩვენი საიტი იყენებს სხვა საიტის ლინკებს, ეს მხოლოდ ხდება თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების მიზნით. ჩვენ არ გვაქვს  წვდომა ვაკონტროლოთ  თუ რა სახის ინფორმაციული მასალა იქნება ასეთი სახის ლინკებზე განთავსებული.

ცვლილებების შეტანა

  1. ჩვენ შეიძლება თავიდან გადავხედოთ საიტის გამოყენების წესებსა და პირობებს ნებისმიერ დროს. გვაქვს მოლოდინი, რომ შეამოწმებთ ამ გვერდს დროთა განმავლობაში, რათა აღნიშნოთ ახალი ცვლილებები, რომელიც თქვენ გეხებათ.

PDA International INC

მისამართი: Fondo de la Legua 966, c.p. 1640, Martínez, Buenos Aires, Argentina.

მობილურის ნომერი: (005411) 4717 2900

  1. PROVISION OF SERVICES

სერვისების წესები და პირობები

  1. DEFINITIONS

განმარტებები

“PDA International” PDA International INC has registered at the address: 1752 ასპენ ნლ, ვესტონი. ფლორიდა (33327), ამერიკის შეერთებული შტატები.

“PDA International” PDA International INC-მ გაიარა რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: 1752 ასპენ ნლ, ვესტონი. ფლორიდა (33327), ამერიკის შეერთებული შტატები.

„ადმინისტრატორი“. პერსონა, მყიდველის მიერ დანიშნული პირი, რომელსაც PDA ანიჭებს წვდომას სერვისებთან.

„შეფასება“ განსხვავებული სახის PDA საერთაშორისო პროდუქტები, როგორ დაარსებულია https://www.pdainternational.net/en/pda-assessment/what-is-the-pda-behavioral-assessment/

„უფლებამოსილი მომხმარებელი“ ფიზიკური პირი, რომელიც არის უფლებამოსილი ადმინისტრატორის მიერ და აქვს კავშირი სერვისებთან. (უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს ასევე ადმინისტრატორიც).

„მყიდველი“ ფიზიკური პირი (შეიძლება იყოს კომპანია, კორპორაცია, ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია), რომელსაც აქვს კონტრაქტი PDA International -ის სასწავლო სერვისებთან ან სემინარებთან.

„კანდიდატი“ ფიზიკური პირი, რომელსაც უფლებამოსილი მომხმარებელი უგზავნის წვდომას სერვისებზე.

„უფლებამოსილებები/მომხმარებლები“: ინფორმაცია დაკავშირებული ნებისმიერ ფიზიკურ პირთან (ისეთი, როგორიც არის წვდომა კოდებთან, მომხმარებლის სახელთან, პაროლთან ან ბიომეტრიულ ინფორმაციასთან) არის შექმნილი, რომ გარანტირებულად მისცეს მათ წვდომა სერვისებზე ან დადგინდეს მათი ვინაობა ამ მონაცემთა საფუძველზე.

„ფასი“: ღირებულება, რომელიც შეთანხმებულია მყიდველთან.

„სერვისები“: სერვისები, რომელიც უზრუნველყოფილია PDA International ვებ-საიტის მეშვეობით, ან სადაც რელევანტური ინფორმაცია არის შეყვანილი PDA სისტემაში, ჩვენივე საიტის გამოყენებით.

„კრედიტები“ გამოსყიდული მყიდველის მიერ, სადაც განსაზღვრული რაოდენობის კრედიტები უზრუნველყოფს კავშირს, წვდომას გარკვეული რაოდენობის რელევანტურ სერვისებთან.

სერვისები

2.1 ეს წესები და პირობები აერთიანებს PDA International წესებსა და სტანდარტების პირობებს.  მათი ასლი ხელმისაწვდომია მოთხოვნისთანავე, ან PDA-ს ვებ-საიტზე.

2.2  PDA International უფლებას აძლევს უფლებამოსილ მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა სერვისებთან იმისათვის, რომ გახსნან და მართონ შეფასებები წესებთან და პირობებთან შესაბამისად.

იმ შემთხვევაში თუ სერვისები უზრუნველყოფილია პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტებით და ის შესრულებულია მყიდველის მიერ მის სისტემაში, PDA International ანიჭებს  შეზღუდულ უფლებას, რომ გამოიყენოს ეს კომპონენტები.

2.3 PDA-მ შესაძლებელია გამოიყენოს ქვედა-პროცესორები დროთა განმავლობაში სერვისების უზრუნველსაყოფად.

2.4 როდესაც იხსნება დ იმართება შეფასებები, მყიდველებს შეუძლიათ უფლებამოსილება მისცენ კანდიდატებს, რომ ჰქონდეთ წვდომა სერვისებზე ერთპიროვნულად იმ მიზნით რომ დაასრულონ შეფასებები.

2.5 როდესაც მომსახურებები უზრუნველყოფილია კრედიტების გაცვლის მიზნით, შესაბამისი რაოდენობა კრედიტების იქნება შემცირებული მყიდველის ანგარიშიდან.

 

მყიდველის ვალდებულებები

მყიდველი

3.1 არ ვიძლევით გარანტიას, რომ უფლებამოსილ მომხმარებლებს ექნებათ კავშირი ან მცდელობა კავშირის დამყარების PDA International -ს მიერ უზრუნველყოფილი URL -ით.

3.2 შეიძლება არ იყოს კავშირი რომელიმე  API- სთან, რომელიც ამყარებს კავშირს სერვისებთან, მხოლოდ იმ შემთხვევისა როცა PDA-ს აქვს ცხადად გარანტირებული კავშირი API-ისთან.

3.3   გარანტირებული იყოს, რომ ყველა მომხმარებელი შეთანხმების ფარგლებში მოქმედებდეს.

3.4  გაუქმდეს ყველა მომხმარებლის რწმუნებულება თუ ისინი ფიქრობენ,რომ უფლებამოსილება  კომპრომეტირებულია.

3.5 შევატყობინოთ PDA International-ს იმ შემთხვევაში თუ უფლებამოსილება, რომელიც ნებისმიერ ადმინისტრატორს გააჩნია იქნა კომპრომეტირებული, იმისათვის რომ მიეცეს საშუალება PDA International-ს გამოიძიოს გარემოებები და გააუქმოს (და ჩაანაცვლოს) მინიჭებული უფლებამოსილებები.

3.6 გაგრძელდეს და იყოს გარანტირებული, რომ უფლებამოსილი მომხმარებლები  იყენებდნენ სერვისებს, PDA International -ის  ყველა სამართლიანი ინსტრუქციების გათვალისწინებით.

3.7 გარანტირებული უნდა იყოს ,რომ უფლებამოსილ მომხმარებლებმა მიიღეს სათანადო მომზადება, და არ მისცემთ საშუალებას ნებისმიერ მესამე დაინტერესებულ მხარეს ჩაშალოს შედეგები ნებისმიერი შეფასებისა, რომელიც არ იქნა მიღებული სათანადო სწავლების შედეგად.

3.8  მთლიანად და ეფექტურად უნდა იქნას გათავისუფლებული PDA ყველანაირი ზარალისგან, რომელიც გამოწვეული იქნება ნებისმიერი მესამე მხარის მიერ შეუფერებელი გამოყენებით სერვისებისა ან ნებისმიერი ზემოთქმული ვალდებულების დარღვევით.

  1. მასალები და საავტორო უფლება

4.1 PDA International-ს აქვს საგნობრივ-სამართლებრივი უფლებები მონაცემთა ბაზის, ყოველი მასალისა და სერვისის, რომელიც არის სერვისების შემადგენელი ნაწილი. მყიდველი პირდაპირი ფორმით არის აკრძალული ნებისმიერი სერვისის ასლის გადაღებისგან (პროდუქტების ჩათვლით).

4.2 ყველა წიგნსა და მასალას, რომელიც არის უზრუნველყოფილი PDA-ს მიერ, გააჩნია საავტორო უფლებები და შეუძლებელია მისი გამოყენება ნებისმიერი სხვა მიზნით, ჩვენი წერილობითი ნებართვის გარეშე.

PDA International ცდილობს გარანტია მოგცეთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოცემულია მასალებში არის აკურატული. ინფორმაცია, რომელსაც შეხვდებით აქ ხშირად მალევე ქრება. ამ მიზნით, მყიდველი აცნობიერებს, რომ შეუძლებელია იმ ინფორმაციას დაეყრდნოს, რომელიც მოცემულია წიგნებსა და სხვა მასალებში ვერიფიკაციის გავლის გარეშე.

4.3 PDA-ს შეუძლია წარადგინოს დოკუმენტზე აღბეჭდილი შეფასება. ამ შემთხვევაში, მყიდველი თანახმაა, რომ არ შექმნას დოკუმენტის ასლები და გამოიყენოს მხოლოდ ორიგინალი დოკუმენტები.

4.4 კანდიდატების ინფორმაცია დოკუმენტში ისეთივე ფორმით არის მნიშვნელოვანი, როგორც სერვისებში შეტანილი მონაცემები.

  1. ინფორმაციის დაცულობა

5.1 ეს პუნქტი 5 უნდა იყოს განმარტებული 1998 წლის „მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში მოცემული განმარტებების საფუძველზე.

5.2 PDA არის  ნებისმიერი ინფორმაციის გადამამუშავებელი, რომელიც შეყვანილია უფლებამოსილი მომხმარებლებისა და კანდიდატებისგან სერვისების გამოყენების საფუძველზე. მყიდველები არიან მონაცემთა ინფორმაციის კონტროლიორები. მყიდველი აცნობიერებს, რომ პერსონალური მონაცემი შეიძლება იყოს დამუშავებული ქვედა-პროცესორებისგან და რომ მან უნდა მოიძიოს და მიიღოს შესაბამისი თანხმობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისგან ან ჯგუფისგან, რომ დაუშვას მათი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება, რომელიც არის ამ შეთანხმებაში მოცემული.

5.3 როდესაც ის მოქმედებს, როგორც ინფორმაციის გადამამუშავებელი, PDA ეთანხმება, რომ იმოქმედოს შესაბამისი ინსტრუქციების გათვალისწინებით და შეასრულოს მეშვიდე პრინციპი ინფორმაციის დაცვისა.

5.4 PDA International უნდა ჰქონდეს თანამშრომლობა მყიდველთან და უზრუნველყოს ის შესაბამისი დახმარებით ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც წვდომას ითხოვს მყიდველი. PDA-მ შეიძლება მოითხოვოს გადასახადი იმისათვის, რომ მყიდველს ჰქონდეს უფლება მართოს სუბიექტის დაშვების მოთხოვნები მისი დროისა და მასალების საშუალებით. მყიდველი ვალდებულია PDA იყოს უსაფრთხოდ  ნებისმიერის მესამე დაინტერესებული მხარის მიერ სარჩელის შეტანის შემდგომ, რომელშიც PDA არის მონაცემების გადამამუშავებელი და მოქმედებს ზემოთქმული 5.3 პუნქტის შესაბამისად.

5.5 მყიდველი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფილია PDA Internation-ის მიერ შეიძლება იყოს დამატებული სხვა ნებისმიერ მონაცემზე და გამოყენებული იქნას ანალიტიკური მიზნებისთვის. როდესაც მონაცემები არის გამოყენებული ანალიტიკური მიზნებისთვის, PDA გარანტიას იძლევა, რომ ეს ინფორმაცია იქნება სრულიად დაცული.

  1. შეფასების გამოყენება

6.1 მყიდველი თანხმდება და აცნობიერებს, რომ შეფასების შედეგები არის ერთგვარი ხელსაწყო, რომელიც დაეხმარებათ მათ კანდიდატების შერჩევაში, შენახვაში, განვითარებასა და წინსვლაში. განსაკუთრებით, მყიდველი ეთანხმება, რომ შედეგები შეფასებისა არ იქნება გამოყენებული კანდიდატის დაქვეითების მიზნით.

7.სერვისების ხელმისაწვდომობა

PDA International-მ  მაქსიმალური ძალისხმევით უნდა მოგცეთ გარანტია, რომ სერვისები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს. თუმცა, 24/7 წვდომის გარანტიას არ იძლევიან. კლიენტი ეთანხმება და აცნობიერებს, რომ სერვისები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, როდესაც ის ინარჩუნებს იყოს საკმარისად სწრაფი და ინტერნეტ კავშირთან შესაბამისი.

გარკვეულ წილად, ამან შეიძლება მოითხოვოს ბრაუზერის გადმოწერა , რომ გაიზარდოს წვდომა მონაცემებზე. PDA არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ კომპეტენციებზე, რომელიც აღნიშნული იქნება მესამე დაინტერესებული მხარის მიერ.

მყიდველი თანხმდება და აცნობიერებს, რომ ის იღებს  პასუხისმგებლობას, რომ შეინარჩუნოს მონაცემთა დაცვის ასლები, იმ ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც PDA International-ის სისტემაშია შენახული.