რატომ სჯობს სახლში მუშაობა ოფისსში მუშაობას?

არსებობს 5 მიზეზი, რის გამოც მე არასდროს არ ვიმუშავებ ოფისში. წაიკითხეთ სტატია - ოფისში მუშაობის მინუსებსა და დისტანციურად მუშაობის უპირატესობებზე.

რაზეა საუბარი?

ბევრი მიიჩნევს, რომ ოფისში მუშაობა არის პრესტიჟული. ძირითადად მსხვილი IT- კომპანიები მტკიცედ უჭერს მხარს ამ იდეას, გთავაზობენ სარგებლიან სამუშაო გარემოს, თანამედროვე საოფისე ფართს, სხვადასხვა გასართობს, როგორიცაა სპორტული დარბაზი და საძილე ოთახი. დამსაქმებლებს სურთ, რომ თანამშრომლებმა პირდაპირი მნიშვნელობით იცხოვრონ სამსახურში. მაგრამ ოქროს გალია, ოქროს გალიად რჩება, როგორც არ უნდა შეხედო მას.

მე მაინც უნდა ავდგე 7 საათზე და წავიდე სამსახურში აბსოლუტურად უხასიათო და გამოუძინებელ მდგომარეობაში.

ყოველდღე უნდა ვიდგე საცობში, გზაში უნდა დავხარჯო მინიმუმ 30 წუთი, ისიც ყველაზე კარგ შემთხვევაში.

შესვენების დასრულებამდე უნდა მოვასწრო ჩქარი ტემპით ჭამა,

უნდა დავრჩე სამსახურში გვიანობამდე იმიტომ, რომ კომპანიამ უნდა განახორციელოს გეგმა.

რაღაც მომენტში მივედი იმ დასკვნამდე, რომ მე არ მომწონს ოფისსში მუშაობა. უკვე სამი წელია ვმუშაობ სახლში, სრულ განაკვეთზე და მე არ მაქვს არანაირი სურვილი იმისა, რომ დავბრუნდე ოფისსში. ამ სამუშაო პროცესმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩემი ცხოვრება.

პირველი მიზეზი: მე თვითონ ვქმნი სამუშაო გარემოს

დისტანციურად მუშაობისას, მე გავხდი ბევრად პროდუქტიული, იმიტომ რომ მე შემიძლია ვიმუშავო ჩემთვის ყველაზე კომფორტულ პირობებში. მაგალითად: მე მიყვარს კაფეში მუშაობა ყავისა და მუსიკის თანხლებით. ან შემიძლია სახლში ვიმუშავო, როდესაც გარეთ ქარია და წვიმს. ჩემი სამუშაო არ არის მიბმული კონკრეტულ სკამზე, მთავარია იყოს ნოუთბუქი და კარგი ინტერნეტი, ხოლო გარემოს მე თვითონ შევქმნი

მეორე მიზეზი: თქვენ შეგიძლიათ დაივიწყოთ მაღვიძარა

მე მიყვარს ღამე მუშაობა. 7 საათზე ადგომა ჩემთვის ნამდვილი სასჯელია. ღამის ცხოვრების მოყვარულებს ყოველთვის აიძულებენ დილის რეჟიმთან ადაპტირებას, რაც მათ ნამდვილად არ ახარებს. ნახევარი დღე ზომბივით დადიხარ, ხოლო როდესაც ფხიზლდები და ემზადები სამუშაოდ, სახლში წასვლის დროც მოდის.

"ბუებს" აქვთ შემდეგი მახასიათებლები.

თუ ვენდობით უამრავ ჩატარებულ ტესტს —  ისინი შემოქმედებითი და საინტერესო ადამიანები არიან.

დილით ისინი გამოუყენებლები არიან, მაგრამ დღის მეორე ნახევარში და საღამოს საათებში მათი პროდუქტიულობა მაქსიმალური ხდება.

ასაკთან ერთად ბუები უფრო აქტიურები ხდებიან, დილით ადგომის მოყვარულებისაგან განსხვავებით, სკოლის წლები მათთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია იმიტომ, რომ მათ ადრე ადგომა და ადრე დაწოლა უწევთ. მაგრამ, როდესაც ჩნდება შესაძლებლობა იმისა, რომ თავად დაგეგმონ საკუთარი სამუშაო და დასასვენებელი განრიგი, მათი ეფექტურობა მნიშვნელოვნად იზრდება.

დისტანციური მუშაობა, ისეთ ბუებს, როგორიც მე ვარ საშუალებას აძლებს თვითონ არეგულირონ მათი სამუშაო დღე. ხშირად ვმუშაობ ხოლმე ლეპტოპთან ღამის 2 ან 3 საათზე. მე ვამთავრებ მუშაობას გვიან და დილით მშვიდად მძინავს, როდესაც სხვები მიიჩქარიან სამსახურში.

მესამე მიზეზი: არანაირი საცობი

მე აღარ მიწევს დიდი დროის დახარჯვა სამსახურში წასვლაზე და უკან დაბრუნებაზე.  მე კომფორტულად ვმუშაობ სახლში, ან კაფეში, რომელიც არის 15 წუთის სავალზე. სხვათა შორის, ეს ვარჯიშად ითვლება, რადგანაც მუდამ გიწევთ კომპიუტერთან ჯდომა, რაც არ არის კარგი.

მე არ მჭირდება ყოველ დღე ხალხმრავალი ავტობუსით ან მეტროთი გადაადგილება  ან თუნდაც ბენზინის ხარჯვა საცობში დგომისას. დისტანციური მუშაობა ზოგავს დროს და ფულს, ეს არის მისი დიდი უპირატესობა.

მეოთხე მიზეზი: მე თავად ვაკონტროლებ საკუთარ თავსა და დროს

დისტანციურად მუშაობისას, მე თავად ვაკონტროლებ ჩემს დროს. მაგალითად, დღის პირველ ნახევარში ვაგვარებ საკუთარ საქმეებს, ხოლო საღამო პერიოდში ვიწყებ მუშაობას. ამის წყალობით მე მრჩება დრო, სავარჯიშოდ, ფოტოგრაფიისათვის და შემდეგ უკვე სამუშაოდაც.

არ შემიძლია ვთქვა, რომ დღის დაგეგმვა კარგად შემიძლია, მაგრამ მე მივისწრაფვი ამისაკენ, დისტანციური მუშაობა კი მეხმარება ამაში.

მეხუთე მიზეზი: მყარი ეკონომიკა

დისტანციური მუშაობა სასარგებლოა, როგორც დამსაქმებელთა ისე დასაქმებულთათვის. ოფისის გარეთ მუშაობისას, მე არ მიწევს ფულის დახარჯვა ტრანსპორტზე, სადილზე, მუდმივი წახემსება კოლეგებთან და შესაბამისად ჩაცმა — დიახ, სახლში ან კაფეში მუშაობა არ საჭიროებს თეთრ საყელოს და ჰალსტუხს. ამავე დროს დამსაქმებელს არ უწევს ფულის დახარჯვა მომუშავე პერსონალის შენახვაზე, ყველა კომუნიკაცია თანამშრომლებთან ხდება, ონლაინ რეჟიმში.

რა თქმა უნდა, ოფისიდან გაქცევა ბევრს აშინებს. ძირითადად ეს არის რაღაც ახლის (უცნობის) შიში, იმიტომ, რომ არავის არ სურს, დაკარგოს სამსახური. თუმცა, ახლა ხალხს აქვს ერთი დიდი უპირატესობა — მობილურობა. თანამედროვე ადამიანი ყოველთვის ხაზზეა და მზად არის სამუშაოდ პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. იმისათვის, რომ იმუშაოს, არ არის აუცილებელი მიეჯაჭვოს კონკრეტულ ადგილს, სკამსა და კომპიუტერს. ასე რომ ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით.

loading...

მსგავსი სტატიები

  • საკუთარი საქმის დადებითი და უარყოფითი მხარეები

    დღეს მოდურია ოცნება იმაზე, რომ ყველას ქონდეს საკუთარი ბიზნესი, მიიღოს კარგი შემოსავალი და ჰქონდეს ბევრი ფული, სვამდეს საუკეთესო ღვინოს და ისვენებდეს ტაილანდში. ეს ყველაფერი ძალიან მაცდურია, მაგრამ არარეალური. ჩვენ მზად ვართ აგიხსნათ, რატომ არის საკუთარი ბიზნესი თავისუფლების არარსებობა, ხოლო საკუთარი შრომით მიღებული ხელფასი სასიამოვნო და მარტივი.

  • მომზადება დიადი ცხოვრებისათვის

    გაითავისუფლეთ თავი, მოიშორეთ მავნე ჩვევები: დროის ფუჭად ფლანგვა, სტრესი, ნებისმიერი სხვა უსარგებლო ჩვევა და პრობლემები. უბრალოდ დაივიწყეთ ისინი. ახალი მიღწევებისა და წარმატებებისთვის საჭიროა ნათელი გონება და„სუფთა“ თავი.


  • სამოქმედო გეგმა მიზნის მისაღწევად

    სამოქმედო გეგმის არსებობა გვაძლევს ბიძგს, ძალას და ორიენტაციას. მნიშვნელობა არააქვს ჩამოწერილ სიას მიჰყვები თუ ნაბიჯების წყობას— მაშინ როდესაც იცი რისკენ მიიწევ, მეტი სტიმული გაქვს მოქმედებისათვის— სწორი მიმართულებით.

  • როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს უმოკლეს დროში

    ბევრ ჩვენგანს რწმენა და ეჭვი ხელს უშლის სასურველი შედეგის მიღწევაში. უბრალოდ რაღაცის სურვილი ძალიან ადვილია, ხოლო ამ რაღაცის მიღება ან გაკეთება ბევრად ძნელია. ყველა მიზნის მიღწევის ერთი საშუალება არ არსებობს, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ რამოდენიმე ძირითადი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ იმის მისაღწევად, რაც თქვენ გსურთ.


comments powered by HyperComments