საკუთარი საქმის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დღეს მოდურია ოცნება იმაზე, რომ ყველას ქონდეს საკუთარი ბიზნესი, მიიღოს კარგი შემოსავალი და ჰქონდეს ბევრი ფული, სვამდეს საუკეთესო ღვინოს და ისვენებდეს ტაილანდში. ეს ყველაფერი ძალიან მაცდურია, მაგრამ არარეალური. ჩვენ მზად ვართ აგიხსნათ, რატომ არის საკუთარი ბიზნესი თავისუფლების არარსებობა, ხოლო საკუთარი შრომით მიღებული ხელფასი სასიამოვნო და მარტივი.

მოდით ვიყოთ მართლები: მეწარმე ყოველთვის ასოცირდება, საქმიან კაცთან რომელიც ძალიან დახვეწილადაა ჩაცმული, უჭირავს ბოლო მოდელის მობილური ტელეფონი, სულ საუბრობს, ატარებს საუკეთესო ხარისხის საათს, ყავს ბოლო მოდელის მარკის მანქანა რომლითაც გადაადგილდება საკუთარ თვითმფრინავამდე და მიემგზავრება სამუშაოდ რომელიღაც კუნძულზე, იმიტომ რომ მას ეს შეუძლია.

სიმართლე კი ბევრად განსხვავებულია. მეწარმეობა - არის ყველაზე რთული გზა, რომელიც შეიძლება აირჩიოთ. ამ მოსაზრებას იზიარებს ჯონ ვესტენბერგი, მეწარმე, მწერალი და ცნობილი გამოცემების მიმომხილველი.

"თუ თქვენ გინდათ დაამყაროთ ბალანსი, პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის, გქონდეთ თავისუფლება და დასვენების დრო, თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს, თქვენ ამას ვერ შეძლებთ."                                                                                                                                                                                                                   ჯონ ვესტენბერგი, მეწარმე

მოდით გავარკვიოთ რატომ არ გამოდის ისე როგორც ჩანს

დავთვალოთ ფული

თუ თქვენ ხართ თანამშრომელი და ღებულობთ ფიქსირებულ ხელფასს, ამის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ყავა და დაგეგმოთ 30 დღით ადრე, რაში დახარჯავთ თქვენს ხელფასს. თქვენ კეთილი და მხიარული ხართ და კარგად იცით, რაში დახარჯოთ თქვენი ხელფასი ამ და მომდევნო კვირაში. განტოლება მარტივია: თქვენ მუშაობთ X საათს კვირაში და იღებთ Y ფულს ამისთვის. ეს განტოლება არ მუშაობს, მაშინ თუ თქვენ ხართ მეწარმე, ის იქცევა მრავალგანტოლებიან მონსტრად და თქვენს ტვინს  აიძულებს აფეთქდეს. თქვენ უნდა გაერკვეთ, რამდენი ფული გაქვთ, როგორი გარიგებების დადება შეგიძლიათ, უფრო მეტიც თქვენ უნდა გაარკვიოთ, რა თანხა შეიძლება აიღოთ, ხელფასის მსგავსად თან ისე რომ არ გაკონტრდეთ მომდევნო თვისთვის. თქვენ მოგიწევთ იყოთ კმაყოფილი მცირე თანხით დიდი ხნით, ეს კი ძალიან ძნელია.

მეორე მხრივ თუ თქვენ ისწავლით ეკონომიას და მოიფიქრებთ ყველაფერს რამდენიმე ნაბიჯით წინ, ადრე თუ გვიან თქვენი ბიზნესი გამოიმუშავებს უფრო მეტს და მეტს, ისწავლით ბიზნესისთვის სასარგებლო საკითხებს.

თქვენ მოგიწევთ იპოვოთ ბალანსი, ან თქვენ მოგიწევთ შეწიროთ თქვენს ბიზნესს თქვენი ცხოვრება, რომ იყოთ ეკონომიურები და ყველაფერი მოახმაროთ ბიზნესს, ან მოგიწევთ იცხოვროთ ისე, როგორც ადრე და დაელოდოთ მოვლენების განვითარებას.

მეორე ვარიანტი ძალიან ძნელია, ის თქვენ შეგიწირავთ, ამიტომ უნდა აირჩიოთ პირველი. გეთანხმებით ყველაფერი ჟღერს სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ ბევრად ადვილია იყოთ თანამშრომელი, ვიდრე აწარმოოთ საკუთარი ბიზნესი. თვითშესღუდვა ძალიან რთულია და ის ყველას როდი შეუძლია.

მეწარმეების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საკუთარი ბიზნესი ეს კარგი გზაა, აკონტროლონ დრო და გამოყონ დრო პირადი ცხოვრებისთვის, სამწუხაროდ ეს სრული სისულელეა.

უმრავლოსობისთვის ვინც წამოიწყო საკუთარი ბიზნესი, დრო - ეს არის მთავარი და ძირითადი რესურსი.  აქაც, მეწარმემ უნდა შეძლოს გაუმკლავდეს რისკებს. აქ შეიძლება დრო იყოს ცოტა, შემდეგ კი საეროდ გაქრე.

პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში თქვენს სრულ დროს ხარჯავთ ბიზნესში, რომელსაც იწყებთ. დრო არის ერთადერთი რესურსი რომელსაც თქვენ სრულად აკონტროლებთ და გრძნობთ. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ფული გექნებათ, დრო გაიძულებთ ინერვიულოთ.

და ცხოვრება როდის?

ჩემი ბოსი-იდიოტია

ბევრად უფრო ადვილია, გყავდეს უფროსი ვიდრე თვითონ იყო საკუთარი თავის ბოსი, მაშინაც კი თუ უფროსი არასასიამოვნო ადამიანია.

არსებობს ორი ტიპის ხელმძღვანელი:

უფროსი - არამზადა. თქვენ იცნობთ ასეთებს. ისინი ყურადღებით აკვირდებიან, რომ წუთიც არ დააგვიანოთ, შეუძლია დაგიდოთ უამრავი საბუთი, მაშინ როცა სამუშაო დღის დასრულებამდე წუთებია დარჩენილი.

უფროსი - უინტერესო. ასეთებიც არიან. მათ არ აინტერესებთ რა ხდება ოფისში, არ აინტერესებს თქვენი მუშაობის სტილი და ხარისხი. ზოგჯერ გგონიათ რომ უფროსს სულ არ აინტერესებს, რას აკეთებს თქვენ ოფისში. აქედან გამომდინარე თავს გრძნობთ არასასურველად და ფიქრობთ, რომ მუშაობაც უაზრობაა.

სიმართლე კი ისაა რომ თუ თქვენ ხართ ხელმძღვანელი, არ არის გამორიცხული დროთა განმავლობაში დაემსგავსოთ ზემო ნათქვამიდან რომელიმეს. ან შეძლებთ  თავს მისცეთ უფლება იყოთ თავისუფ, ან უნდა აკონტროლოთ საქციელი ოველ წუთ.

და კარგი ამბავი

თუ თქვენ ბოლომდე წაიკითხეთ ჩვენი სტატია და მოხვედით აქამდე, გილოცავთ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს.

ყველა ზემოთ აღწერილი სირთულეები ნამდვილად არსებობს, მათთვის ვინც იწყებს საკუთარ ბიზნესს, მაგრამ ამად ღირს ვინაიდან თქვენ შეძლებთ შექმნათ რაღაც ახალი, უნიკალური და ორიგინალური.

თქვენ გამოგიჩნდათ შესაძლებლობა, შეცვალოთ თქვენი კარიერა და აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ მომავლზე. როცა თქვენ აკეთებთ თქვენთვის რაღაცას, ღებულობთ დიდ კმაყოფილებას.

და თქვენ შეძლებთ! შეძლებთ! როდესმე თქვენ შეძლებთ შეხვიდეთ ისე შორს, რომ თქვენ ნამდვიად შეძლებთ, აწარმოოთ თქვენი საქმე სადღაც კუნძულზე, მოეწყოთ შეზლონგზე კომფორტულად და მიირთვათ კოქტეილი. მაგრამ გზა ამ შეზლონგამდე, ძალიან რთული და ხანგრძლივია. ეს არ არის ყველასთვის, მაგრამ ამად ნამდვილად ღირს.

loading...

მსგავსი სტატიები

  • რატომ სჯობს სახლში მუშაობა ოფისსში მუშაობას?

    არსებობს 5 მიზეზი, რის გამოც მე არასდროს არ ვიმუშავებ ოფისში. წაიკითხეთ სტატია — ოფისში მუშაობის მინუსებსა და დისტანციურად მუშაობის უპირატესობებზე.

  • მომზადება დიადი ცხოვრებისათვის

    გაითავისუფლეთ თავი, მოიშორეთ მავნე ჩვევები: დროის ფუჭად ფლანგვა, სტრესი, ნებისმიერი სხვა უსარგებლო ჩვევა და პრობლემები. უბრალოდ დაივიწყეთ ისინი. ახალი მიღწევებისა და წარმატებებისთვის საჭიროა ნათელი გონება და„სუფთა“ თავი.


  • სამოქმედო გეგმა მიზნის მისაღწევად

    სამოქმედო გეგმის არსებობა გვაძლევს ბიძგს, ძალას და ორიენტაციას. მნიშვნელობა არააქვს ჩამოწერილ სიას მიჰყვები თუ ნაბიჯების წყობას— მაშინ როდესაც იცი რისკენ მიიწევ, მეტი სტიმული გაქვს მოქმედებისათვის— სწორი მიმართულებით.

  • როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს უმოკლეს დროში

    ბევრ ჩვენგანს რწმენა და ეჭვი ხელს უშლის სასურველი შედეგის მიღწევაში. უბრალოდ რაღაცის სურვილი ძალიან ადვილია, ხოლო ამ რაღაცის მიღება ან გაკეთება ბევრად ძნელია. ყველა მიზნის მიღწევის ერთი საშუალება არ არსებობს, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ რამოდენიმე ძირითადი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ იმის მისაღწევად, რაც თქვენ გსურთ.


comments powered by HyperComments