როგორ შევიცვალოთ პროფესია თუ სხვა გზა აღარაა

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ შესაძლებლობა შეიცვალოთ პროფესია და დაკავდეთ საყვარელი საქმით,ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ უნდა დაყაროთ ფარხმალი და დანებდეთ. ჩვენ გესაუბრებით ხუთ საუკეთესო ალტერნატივაზე,რისი საშუალებითაც თქვენ შეძლებთ საჭირო სამსახურის პოვნას.

შეიცვალო სამსახური არასოდეს არაა ადვილი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ეს მთლიანად შეუძლებელია და არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ციტატა გსმენიათ იმის შესახებ, რომ ოცნებებისთვის უნდა იბრძოლო. შესაძლებელია თქვენი ახლანდელი სამსახური,სურაც არ არის ის რაზეც ოცნებობდით, ამიტომ როცა მის შეცვლას წყვეტთ,უნდა გაითვალისწინოთ ის რომ მოგიწევთ იმუშავოთ სასურველ სამსახურში, მაგრამ შესაძლოა ანაზღაურება იმაზე დაბალი იყოს, ვიდრე ადრე გქონდათ და ეს თქვენი ოჯახის ბიუჯეტისთვის სულაც არ იქნება ხელსაყრელი. ან იმისათვის რომ ააშენოთ კარიერა, არ გაქვთ არც დრო და არც შესაბამისი თანხა. არ ღირს დანებება და ყოველთვის უნდა სცადოთ იბრძოლოთ თქვენი სურვილის ასახდენად.

შეინარჩუნეთ პროფესია, მაგრამ შეცვალეთ საქმიანობის სფერო

თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ ახერხებთ შეცვალოთ პროფესია, ჯერ  სცადეთ  შეცვალოთ საქმიანობის სფერო და ასე უფრო ახლოს იქნებით საკუთარ ოცნებასთან.

მაგალითად თქვენ მუშაობთ იურისტად, უძრავი ქონების სააგენტოში, მაგრამ ყოველთვის ოცნებობდით გემუშავათ ტელევიზიაში, იმისათვის რომ მთლიანად შეიცვალოთ პროფესია, არ გყოფნით ცოდნა და კავშირები, ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ როგორც იურისტმა, დაიწყოთ მუშაობა ერთ-ერთ სატელეკომუნიკაციო ფირმაში, ამ სფეროში მოხვედრის შედეგად ადვილად გაიგებთ რა ხდება ტელევიზიაში, რისი გაკეთებაა იქ საჭირო,შეიძენთ ახალ კავშირებს და ასე გაცილებით ადვილად შეძლებთ ნელ ნელა მიუახლოვდეთ სასურველ სამსახურს. რა თქმა უნდა ეს მოითხოვს სრულიად ახალ უნარებს, მაგრამ ეს იქნება ბევრად ადვილი,ვიდრე სრულიად ახალ სფეროში თავის დამკვიდრება.

დაკავდით საქმით,რისთვისაც გამოგადგებათ თქვენი ადრე არსებული პროფესია

თუ არ მოგწონთ ის საქმე, რითიც დაკავებული ხართ იმ ეტაპზე, მაგრამ არც ის იცით რისი კეთება გინდათ,მაშინ უბრალოდ ჯობია დაკავდეთ იმ საქმით რაშიც თქვენი ადრინდელი სამსახურის გამოცდილება დაგეხმარებათ.

მაგალითად თუ თქვენ მუშაობდით კადრების განყოფილებაში, შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ კურსები მცირე ბიზნესისთვის ან თქვენი კადრების განყოფილება. შესაძლებელია, მიხვდეთ რომ თქვენი სამსახური ყველთვის მოგწონდათ, უბრალოდ არ გაკმაყოფილებდათ თქვენი სამუშაო ადგილი.

იმოძრავეთ კომპანიის შიგნით

დავუშვათ თქვენ ნამდვილად იცით რომ შექმნილი ხართ იმ სამსახურისთვის, რომელსაც ასრულებთ კომპანიაში, მაგალითად თქვენ უბრალოდ ზარებს პასუხობთ კომპანიაში და ეს სრულებითაც არ გაკმაყოფილებთ, მაგრამ ამაში ხედავთ თქვენს კარიერულ ზრდას, მიმოიხედეთ ირგვლივ იქნებ არის ისეთი რამ კომპანიაში, რისი გაკეთებაც ძალიან გესიამოვნებოდათ, თუ ეს ასეა, მაშინ გამოიყენეთ ნაცნობობა, დაეკითხეთ მათ თუ რისი გაკეთებაა საჭირო იმ ადგილზე მოსახვედრად ან ღირს თუ არა იქ მოხვედრა. შესაძლოა თქვენ შეძლოთ და დაეხმაროთ მათ პროექტების განხორციელებაში, უფროსობას ძალიან მოეწონება თქვენს მიერ გამოჩენილი ინიციატივა და ისინი დაფიქრდებიან თქვენს დაწინაურებაზე და შეძლებთ აკეთოთ ის საქმე რაც ძალიან მოგწონთ.

დაკავდით სამსახურის გარეთაც

თუ თქვენ გაქვთ დრო დაკავდეთ სამსახურის გარეთ სხვა საქმით ეს არაჩვეულებრივია, თქვენ შეიძენთ ახალ მეგობრებს, ისწავლით და გაეცნობით ახალ რაღაცეებს ისწავლით ახალ უნარებს, ასე შეძლებთ მიაღწიოთ კიდევ ერთი ნაბიჯით თქვენს სასურველ სამსახურს. თუმცა სრულიად შესაძლებელია მოხდეს პირიქით და ამ პროცესში თქვენ შეიძლება გააცნობიეროთ, რომ ეს იყო უბრალოდ გატაცება. მაგალითად თქვენ თუ გინდათ დაკავდეთ კულინარიული საქმით, შეგიძლიათ შექმნათ კულინარიული ბლოგი, ამის საშუალებით თქვენ მიხვდებით ნამდვილად ისაა რაც გინდათ თუ ეს უბრალოდ ჰობი იყო.

ხშირად შეამოწმეთ შეძლებთ თუ არა შეიცვალოთ სამსახური

გაითვალისწინეთ ისიც, რომ იცვლება მდგომარეობა და ერთ დღესაც შესაძლებელია გააცნობიეროთ, რომ სამსახური რომელიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა ადრე, ეხლა სულაც არ არის სავალდებულო, იქიდან გამომდინარე რომ ადრე ძალიან გიჭირდათ ფინანსურად,ახლა კი თქვენი პარტნიორის დახმარებით რომელსაც დიდი ანაზღაურება აქვს, შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ რომ არ იმუშავოთ რამდენიმე თვე, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, იმისთვის რომ დაინტერესდეთ ახალი სფეროთი.

იშვიათად შეეკითხეთ საკუთარ თავს: „შემიძლია კი შევიცვალო სამსახური, რადგან როგორც კი გამოჩნდება შესაძლებლობა ამას მაშინვე გააკეთებთ

ხუთივე პუნქტი მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას: კომუნიკაციას,ახალი ურთიერთობების შეძენის,ცოდნა გამოცდილება. მაგრამ ყოველი დღე, გატარებული საყვარელ სამსახურში, არ ღირს ამად? ვფიქრობ რომ ღირს. თუ გსურთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ კომენტარის სახით დატოვოთ სტატიის ქვევით.

loading...

მსგავსი სტატიები

  • რატომ სჯობს სახლში მუშაობა ოფისსში მუშაობას?

    არსებობს 5 მიზეზი, რის გამოც მე არასდროს არ ვიმუშავებ ოფისში. წაიკითხეთ სტატია — ოფისში მუშაობის მინუსებსა და დისტანციურად მუშაობის უპირატესობებზე.

  • საკუთარი საქმის დადებითი და უარყოფითი მხარეები

    დღეს მოდურია ოცნება იმაზე, რომ ყველას ქონდეს საკუთარი ბიზნესი, მიიღოს კარგი შემოსავალი და ჰქონდეს ბევრი ფული, სვამდეს საუკეთესო ღვინოს და ისვენებდეს ტაილანდში. ეს ყველაფერი ძალიან მაცდურია, მაგრამ არარეალური. ჩვენ მზად ვართ აგიხსნათ, რატომ არის საკუთარი ბიზნესი თავისუფლების არარსებობა, ხოლო საკუთარი შრომით მიღებული ხელფასი სასიამოვნო და მარტივი.

comments powered by HyperComments