7 საუკეთესო სავარჯიშო

7 საუკეთესო სავარჯიშო, მთელი სხეულის ტონუსის ასამაღლებლად, მიყევით ვიდეოში მოყვანილ ვარჯიშებს და იყავით ყოველთვის ფორმაში.

არასოდეს დანებდე და დაინახავ თუ როგორ ნებდებიან სხვები

თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, უნდა მოიპოვო. ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლებ, გაუჩინარდები… არასოდეს არ დაკარგო იმედი, გჯეროდეს  სამართლიანობის, რადგან  მთავარი  რწმენაა… არ შეგაშინოს ცხოვრების ეკლებმა, იმიტომ რომ მათში ხშირად ვარდები იმალება… კარგი და ცუდი კი ყოველთვის იარსებებს, რადგან ცხოვრება ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის… ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, მოსპობით კი არც ერთი არ მოისპობა, რადგან ცხოვრებისთვის ორივე თანაბრადაა საჭირო.

პოზიტიური აზროვნება (ანიმაცია)

პოზიტიური აზროვნება  წარმოადგენს ადამიანის მიერ სამყაროს აღქმისადმი დადებით მიდგომას, რომელიც ვლინდება ფაქტის, მოვლენის, საკუთარი თავის, მთლიანად ცხოვრების  მიმართ პირად მოსაზრებასა  და დამოკიდებულებაში. ამგვარი აზროვნება გამოიხატება სიხარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, შექმნილი სიტუაციისა თუ მიღებული გადაწყვეტილების წარმატებულად დასრულების მოლოდინში.

 

მჯერა, შემიძლია ვიპოვო ადამიანში ის, რასაც ვეძებ. თუ სიკეთეს დავუწყებ ძიებას მას აუცილებლად ვნახავ– მის თვალებში, მის გულში. და ისიც ვიცი, თუ ცუდ თვისებებს ვეძებ მათაც აუცილებლად ვიხილავ.

მიზანდასახული! (ანიმაცია)

მიზანდასახული! არასოდეს დანებდე! ადამიანმა, რომელმაც იცის რა სურს, უხდება მრავალი დაბრკოლების გადალახვა მიზნის მისაღწევად. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი იყოს შედარებით მარტივად და ოგრანიზებულად მიღწევადი, საჭიროა ვიცოდეთ რა გვინდა, როდის გვინდა, რატომ გვინდა და რა ფორმით გვინდა.

ცხოვრების უდიდესი საიდუმლო, როგორ გამოვიყენოთ საიდუმლო ცოდნა?!

ეს საიდუმლო ყოველთვის არსებობდა. მას სამყაროს უმხელდნენ, მას მალავდნენ, მას კარგავდნენ და კვლავ პოულობდნენ. მასზე ნადირობდნენ, მის გაგებას სცდილობდნენ ყველანაირი ძალებით და საშუალებებით. და აი დადგა მომენტი, როდესაც ეს საიდუმლო კვლავ გაიხსნება სამყაროს წინ. უამრავი წარსულის დიდი ადამიანი ამ ცოდნას ფლობდნენ: პლატონი, ლეონარდო, გალილეი, ნაპოლეონი, ლინკოლნი, ეინშტეინი, კარნეგი და უამრავი სხვა.