30 რჩევა მარტოხელა მოგზაურთათვის

ცხოვრების შეცვლის 30 გაკვეთილი, რომელიც შეისწავლა შონ კიმმა (Sean Kim), იგი სრულიად მარტო წავიდა დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ. რამდენიმე წლის წინ, როცა შონის ცხოვრება არ იყო ისეთი, როგორ მას სურდა, მან გადაწყვიტა საკუთარი სიის შექმნა, სადაც ჩაწერა ყველა მიზანი, რომელთა მიღწევაც უნდოდა უახლოეს მომავალში. ამ სიაში პირველი იყო დიდი მოგზაურობა.

15 თვის მანძილზე, მან იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბევრ ქალაქში: პარიზი, მიუნხენი, ბუენოს-აირესი, კუსკო, მედელინი, ნიუ - იორკი. ეს იყო გრანდიოზული მოგზაურობის დასაწყისი. მან შეისწავლა მნიშვნელოვანი გაკვეთილები მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობისას.

თქვენ მთელი გულით შეიზიზღებთ მარტოობას...

უცხო ქალაქში თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისას, თქვენ აუცილებლად ინერვიულებთ და თავს მარტოსულად იგრძნობთ. პანიკის გარეშე, — ეს გრძნობა ყველა დამწყებ მოგზაურს აქვს.

...და ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ მას შეიყვარებთ

თქვენ დაიწყებთ მარტოობისგან უდიდესი სიამოვნების მიღებას. დაფიქრდით: არის რაიმე თავისუფლებაზე და რაც თქვენ გინდათ იმის კეთებაზე უკეთესი?

თქვენ დააღწევთ თავს ნივთების ძალაუფლებისგან

კომფორტული ცხოვრებისგან (როდესაც გაქვთ სახლი, მანქანა) მხოლოდ ზურგჩანთით მოგზაურობისკენ გადასვლისას, გარკვეული დროის შემდეგ, მიხვდებით თუ რაოდენ დიდი ძალაუფლება ჰქონდათ ნივთებს თქვენზე. ნივთებს გაფუჭება ახასიათბთ, რასაც ვერ იტყვი ახალ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებზე. თქვენ მიხვდებით თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი.

გაიგებთ, რომ ხარისხი რაოდენობაზე უკეთესია

ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელსაც მართავენ ციფრები. რაც უფრო მეტი ციფრია, მით უკეთესია. გაანგარიშებას ექვემდებარება ყველაფერი: სოციალურ ქსელში მეგობრების რაოდენობა (რაც მეტი, მით უკეთესი. ხომ გახსოვთ?). სოლიდური თანხა საბანკო ანგარიშზე. სართულების რაოდენობა ყველაზე მაღალ ცათამბჯენზე.

იგივე პრინციპია თქვენს მიერ ნანახ ადგილების რაოდენობაშიც. უკეთესია 3 თვე გაატაროთ ერთ ქალაქში, შეისწავლოთ მისი კულტურა და ატმოსფერო, ვიდრე ამავე დროს, ენაგადმოგდებულმა ეცადოთ რაც შეიძლება მეტი ადგილის ნახვა.

თქვენ ისწავლით ახალ ენებს

იმის გაგება, თუ რაოდენ დიდია მსოფლიო და როგორ პატარა საპნის ბუშტში ცხოვრობთ თვენ, შესაძლებელი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოგზაურობას იწყებთ. მაგალითად, თუ თქვენ იცით ინგლისური თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად კომუნიკაცია ადამიანების მხოლოდ 12% - თან,. საუკეთესო გზა იმისა, რომ გავიგოთ თუ რაზე საუბრობს დანარჩენი 88% არის, კიდევ ერთი ენის სწავლა. მხოლოდ ესპანურის სწავლება დაგეხმარებათ დანარჩენი ხალხის გაგებაში.

თქვენ ისწავლით საკუთარი თავის სიყვარულს

მარტო მოგზაურობის დროს, თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ დრო საკუთარ თავთან. თქვენ მიიღებთ უდიდეს შესაძლებლობას, რომ დარჩეთ მარტო თქვენს ფიქრებსა და გრძნობებთან. ეს არც თუ ისე ადვილი გამოცდილება,  თქვენთვის იქნება ჭეშმარიტად ღირებული გაკვეთილი.

თქვენ, არავისთან ვალში არ ხართ

შინაგან და გარეგან თავდაჯერებულობაში არის ძალიან დიდი განსხვავება. გარეგანი თავდაჯერებულობა შეიძლება ცვალებადი იყოს მას კონტროლი ჭირდება, რათა არ შერცხვეთ გარშემომყოფებთან.

გაცილებით მნიშვნელოვანია, თქვენი შინაგანი თავდაჯერებულობა. შეწყვიტეთ ფიქრი იმის შესახებ თუ რას ფიქრობს ხალხი თქვენზეეს გართმევთ დიდ ძალისხმევას. ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, თავად რა გსურთ და უბრალოდ გააკეთეთ ეს.

გულწრფელად აღიარეთ, თქვენი წარმატება თუ წარუმატებლობა

როდესაც თქვენ მარტო მოგზაურობთ, გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ. კარნახს და დახმარებას ვერავინ ვერ შეძლებს. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება იყო წარუმატებელი, გქონდეთ მისი აღიარების გამბედაობა, რათა შემდეგში თავი აარიდოთ მსგავს სიტუაციებს.

ენდეთ ინტუიციას

ყოველ დღე ჩვენ ვღებულობთ მნიშვნელოვან თუ არამნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. თქვენ ვერასოდეს ვერ გათვლით ყველა შესაძლო ვარიანტს და ვერ გამოთვლ წარმატების იდეალურ ფორმულას. გამოიყენეთ თქვენი ინტუიციაეს არის გადარჩენი საუკეთესო საშუალება.

სახლი იქ არის სადაც ვენ

                          

"სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენ საკუთარ თავთან ერთად ხართ".  თქვენი ჩვევები ადრე თუ გვიან თავს გამოავლენენ.

შეერწყეთ ქალაქს

რომელ ქალაქშიც არ უნდა აპირებდეთ წასვლას, შეეცადეთ 100% ით გაიგოთ მის შესახებ, ისწავლ ადგილობრივი ენა, ესაუბრეთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, გასინჯეთ ეროვნული კერძები, არ გადაიქცეთ იმ ადამიანად, რომელი ყველგან ტურისტების ბრბოს დასდევს.

გახსოვდეთ, თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი...

თქვენ მოისმენ ხალხის დიდი რაოდენობით მომხიბვლელ ისტორიას, რომლებსაც თქვენ გზად შეხვდებით. გაეცნობით წარმატების წარმოუდგენელ ისტორიებს, სასიკვდილო დაავადებებს, გადაულახავ სირთულეებს... სია გაგრძელდება უსასრულოდ. დაფიქრდით თუ რას მოყვებოდით თქვენ საკუთარ თავზე.

ვინ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი

თქვენ ხანგრძლივი მოგზაურობისას გაიგებთ, თუ რამდენი ნამდვილად მნიშვნელოვანი ადამიანია თქვენს ცხოვრებაში. ჩვენ ხშირად ვიტვირთავთ თავს სიახლოვით, რომელიც სინამდვილეში არც კი გვჭირდება: ხელოვნური ურთიერთობები მეზობლებთან, მეგობრული ყოფილ თანაკლასელებთან, "ოფიციალური" — კოლეგებთან.

მოაშორეთ მობილური ტელეფონი....

არსებობს რაღაც ჯადოსნური აბსოლუტურად უცხო ქალაქის მონახულებაში. როდესაც ჩვენ ვმოგზაურობთ, ვხდებით უფრო მგრძნობიარენი, ჩვენი აზროვნება იცვლება, ხოლო ხალხის გაცნობა უფრო ადვილი ხდება. არ გააფუჭებინოთ მობილურ ტელეფონს ეს მაგია, უბრალოდ მოშორებით შეინახეთ.

იყავით უცნაური

ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისათვის, რომ ვიარსებოთ მხოლოდ იმ ჩარჩოში, რომელსაც ხალხის უმრავლესობა მიიჩნევს გონივრულსა და მისაღებს. ნუ იქნებით პროგნოზირებადი და არ აკეთოთ ის რასაც თქვენგან ელოდებიან. გააღვიძეთ თქვენი უცნაური მხარე, ეს ყოველივე ჩვენგანს აქვს. გარისკეთ...

არსებობს ბევრი რამ, რაც უნდა ვისწავლოთ

საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ ვიცით ბევრი რამ მსოფლიოსა და იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ბინადრობს, არ ვიცით, მათი კულტურა, ღირებულებები, ენა, რომელ კერძს ამჯობინებენ და ა.შ. სიმართლე ისაა, რომ ბევრი ჩვენთაგანი ჩაკეტილ წრეში ცხოვრობს, რომელიც მოიცავს მხოლოდ რამდენიმე ათეულ ახლო მეგობარსა და ადგილებს, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვხედავთ.

საქმე ლაპარაკის ნაცვლად

მართალია პოლიტიკური ლოზუნგივით ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. შეგვიძლია მთელი დღე გავატაროთ იმის ლაპარაკში რა კარგი იქნებოდა ამა თუ იმ, თუნდაც უმნიშვნელო ამოცანის შესრულება, მაგრამ არაფერი არ გავაკეთოთ ამ ოცნების რეალობად ქცევისათვის.

არსებობს უამრავი ადამიანი, რომელთა სამუშაო ათჯერ უფრო რთულია, ვიდრე თქვენი და ამაში ათჯერ უფრო ნაკლებ ხელფასს იღებენ ვიდრე თქვენ. ბევრ ჩვენთაგანს წარმოდგენაც კი არ აქვს რა იმალება ამ ფრაზის ქვეშ "მძიმე სამუშაო"

არ არსებობს ცნება "უცნობი"

თქვენ აღარ აღიქვამთ ადამიანს, როგორც უბრალო უცნობს. საერთო საცხოვრებელში (ჰოსტელში) თქვენ გაიცნობთ ზუსტად თქვენნაირ მოგზაურებს, თქვენ ისწავლით ეგრედწოდებულ მენტალური კავშირის დამყარებასა და მართვას, რომლის ახსნაც შეუძლებელია, მაგრამ ძალიან ადვილია მისი შეგრძნება.

დაუცველობა არ არის სისუსტის ნიშანი

თქვენ დაგჭირდებათ რამოდენიმე ხანი იმის გასაგებად, რომ დაუცველობასა და დროებითი სისუსტის დემონსტრაციაში, არაფერი ცუდი არ არის. ზოგჯერ აუცილებელია, გავანთავისუფლოთ დაგროვილი ემოციები. საკუთარი შეცდომების აღიარების და მათი გამოსწორების უნარი ახასიათებთ ძლიერ ინდივიდებს და არა პირიქით.

შეხედეთ ხალხს ნიღბის გარეშე

მოგზაურობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი რამ არის თქვენს გარშემო მყოფი ხალხი. როდესაც ისინი არ იმალებიან სოციალური შეზღუდვებისა და კონვენციების მიღმა, ისინი ავლენენ თავს სრულიად განსხვავებულ ამპლუაში. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაიცნოთ ისინი, როგორიც სინამდვილეში არიან.

მოერიეთ ყველას თქვენი სიკეთით

სიტუაციის გაანალიზებასა და ადეკვატური რეაგირების მოხდენაზე ბევრად უფრო ადვილია, აიწყვიტოთ ადამიანზე. ყველა სიტუაციაში ეცადეთ, რომ იყოთ ლმობიერი და კეთილშობილი,   შედეგად მიიღებთ დაზოგილ ძალას და ნერვებს.

თან იქონიეთ წიგნები

მოგზაურობის დროს ტვინი უფრო მგრძნობიარეა, ამ ფაქტმა შეიძლება დადებითად იმოქმედოს თქვენი კრეატივის დონეზე. იკითხეთ, თვითმფრინავით თუ ავტობუსით მგზავრობის დროს, თქვენ თავისუფლად შეძლებთ ერთ კვირაში წიგნის ბოლომდე წაკითხვას.

იყავით სპონტანური

მოგზაურობის დროს ხშირად იქნება ისეთი სიტუაციები, როდესაც მოგიწევთ თქვენი გეგმების რადიკალურად შეცვალა. ნუ იქნებით კონსერვატიული, მზად იყავით სპონტანური გადაწყვეტილებების მისაღებად.

ეძებეთ თანამოაზრე

არსებობს ციტატა: "თუ გინდა, რომ წახვიდე ჩქარა, წადი მარტო, თუ გინდა, წახვიდე შორს, წადით ერთად." რთულ მომენტებში თავს დაიმშვიდებთ იმით, რომ მსოფლიოში არსებობს საკმაოდ ბევრი ადამიანი, ვინც იზიარებს თქვენს შეხედულებებს.

სიკეთის გამოვლენა

იოლი, მაგრამ, ამავე დროს, მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის ყველაზე ეფექტური გზა, სპონტანურად გამოხატეთ სიკეთე უცნობების მიმართ.

თანაუგრძნეთ მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ ეს

რთულია თანაუგრძნო იმ ადამიანს, რომლებიც ჩივიან იმას, რომ რესტორანში მაგიდის დაჯავშნა გარკვეული მიზეზების გამო გაუქმდა, ან ის, რომ მათ არც თუ ისე კომფორტული ადგილი შეხვდათ თვითმფრინავში

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას, თქვენ შეხვდებით ბევრ მშრომელ ადამიანს, რომლებიც დღეში 5 დოლარზე ნაკლებს იღებენ, მაგრამ მაინც ახერხებენ თავიანთი ოჯახის დახმარებას. მათ არ აქვთ წუწუნის და უკმაყოფილების გამოხატვის დრო. (დღეს საქართველოში 5 დოლარი დაახლოებით 12 ლარია, თვეში 360 ლარი. არ არის მსოფლიოს შემოვლა აუცილებელი, გადახედეთ თქვენს გარშემომყოფთ, ბევრ თქვენგანს აქვს 360 ლარი ხელფასი? ხოლო ვისაც აქვს დარწმუნებული ვარ თავდაუზოგავად შრომობს ამისათვის).

იზრუნეთ საკუთარ თავზე

მარტო მოგზაურობისას პირველი მიზანი უნდა იყოს საკუთარ თავზე ზრუნვა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა სანამ შანსი გაქვთ...

განალაგეთ გლობალური მიზნები

დადგით რაიმე მასშტაბური მიზანი, რომელიც არა მარტო თქვენ მოგიტანთ სარგებელს. ეს მიზანი გამოგადგებათ, როგორც სახელმძღვანელო, როდესაც თქვენ წინაშე დადგება სირთულეები და დაბრკოლებები. გლობალური მიზნის არსი არა მარტო იმაში, დააკმაყოფილოთ საკუთარი ინტერესები, არამედ იმაში, რომ არ გაუცრუოთ იმ ხალხს იმედები ვინც თქვენ გენდობათ.

ისწავლეთ თავის გატანა და დამარცხება

იყავით საკმარისად გაბედული იმისათვის, რომ აღუდგეთ იმ რწმენას, რომელიც თქვენ გჯერათ. მაგრამ ასევე გქონდეთ აღიარების ძალა იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხი არ გაქვთ.

ჩვენ უბრალოდ ადამიანები ვართ

მოგზაურობის ირონია მდებარეობს იმაში, რომ ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ, რაც შეიძლება ბევრი სხვადასხვა კულტურა და დავამყაროთ კავშირი რაც შეიძლება მეტ ადამიანთან, იმისათვის, რომ შემდეგ დავბრუნდეთ სახლში და მივხვდეთ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირია. ღარიბი, მდიდარი, აზიელი, ესპანელი  — ჩვენ ყველა ვთამაშობთ თამაშს სახელწოდებით "ცხოვრება" და ჩვენ ყველას გვინდა ერთი და იმავე: სიყვარული, პატივისცემა და უსაფრთხო მომავალი.

 

 

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • 30 ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

    20-დან30 წლამდე იდეალური ასაკია ექსტრემალური მოგზაურობისათვის თუ, რა თქმა უნდა გაქვთ სამსახური, პირადი სახსრები, არ შეგიქმნიათ ოჯახი და მასზე ვალდებულებებიც არ გაგაჩნიათ. ასე რომ, დროა წახვიდეთ სამოგზაუროდ! აი30 არაჩვეულებრივი იდეა ამ ყველაფრისთვის.


  • 10 პლაჟი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ

    არავის სჭირდება იმის ახსნა, თუ რა არის პლაჟი. ეს არის ბევრი ქვიშა და კიდევ უფრო ბევრი წყალი იქ ბანაობენ და ირუჯებიან. თუმცა, არსებობს ჩვენს პლანეტაზე საოცარი სანაპიროები, რომლებიც ძალიან გამოირჩევიან ამ სტანდარტისაგან. ეწვიეთ ამ უჩვეულო პლაჟებს, ეს ყველა მოგზაურის ოცნებაა.

  • ადგილები, სადაც შეგხვდებათ კრისტალურად სუფთა წყალი

    სად შეიძლება ნახოთ კრისტალურად სუფთა წყალსატევები და დატკბეთ ხელშეუხებელი ბუნების სილამაზით? ჩვენ განახებთ მსოფლიოში ადგილებს ყველაზე გამჭირვალე წყლით.

  • 9 ტიპიური შეცდომა რომელსაც უშვებენ დამწყები მოგზაურები

    დღეს დღეობით დამოუკიდებლად მოგზაურობა, პოპულარობის პიკზეა. სოციალურ ქსელში უამრავი სტატიაა იმის შესახებ თუ როგორ გადალახეს ადამიანებმა ნახევარი მსოფლიო, მხოლოდ ერთი ზურგჩანთით, თუ როგორ მოინახულეს ყველაზე ლამაზი და საინტერესო ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ ახალ კულტურას. თუ თქვენ შთაგაგონათ ასეთმა მაგალითებმა და თავად გადაწყვიტეთ, რომ გაუდგეთ გზას, მაშინ, პირველ რიგში წაიკითხეთ ეს სტატია, რომელიც, დაგიცავთ უსიამოვნებებისგან.

comments powered by HyperComments