10 პლაჟი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ

არავის სჭირდება იმის ახსნა, თუ რა არის პლაჟი. ეს არის ბევრი ქვიშა და კიდევ უფრო ბევრი წყალი იქ ბანაობენ და ირუჯებიან. თუმცა, არსებობს ჩვენს პლანეტაზე საოცარი სანაპიროები, რომლებიც ძალიან გამოირჩევიან ამ სტანდარტისაგან. ეწვიეთ ამ უჩვეულო პლაჟებს, ეს ყველა მოგზაურის ოცნებაა.

ჟონოპუს პლაჟი - კაუაი, გავაი

ეს სანაპირო ითვლება დედამიწის ერთ-ერთ განმაროებულ და ხელუხლებელ ადგილად. ეს იმიტომ, რომ იქამდე მიღწევა ხმელეთით შეუძლებელია ხოლო ნავს ძალიან დიდი დრო სჭირდება მისაღწევად. სანაპიროს ორ ნაწილად ჰყოფს ბუნებრივი კლდე, რომლის სიამღლეც 27 მეტრია.

ანსე სურს 'არჯან- ის სანაპიროლა-დიგ, სეიშელის კუნძულები

ყველაზე ლამაზ სანაპიროების რეიტინგში იგი იკავებს ერთ-ერთ პირველ ადგილს. აქ არის ქათქათა თეთრი ქვიშა, კოლორიტული ქვის კაჭრები, მწვანე პალმები და ისეთი ლურჯი ზღვა, რომ გგონია ფოტოშოით დამუშავებულ სურათს უყურებ. ამას დაუმატეთ ტალღების არ არსებობა, ყოველთვის თბილი წყალი, შესანიშნავი კლიმატი და გააცნობიერებთ, რომ ეს არის სამოთხის ფილიალი დედამიწაზე.

გიგანტების გზაირლანდია

"ათასწლეულების წინ, როდესაც ცაში დრაკონები დაფრინავდნენ და დედამიწაზე ცხოვრობდნენ გიგანტები..." — ზუსტად ესეთი ფიქრები მოგდით თავში, როდესაც პირველად მოინახულებთ, ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს . ეს ბუნების სასწაული წამოადგენს დაახლოებით 40 000 ბაზალტის სვეტებს, რომლებიც ერთმანეთზე არიან მიმაგრებულნი, ისინი ჩამოყალიბნდენ რთული გეოლოგიური პროცესების შედეგად, რომლებიც წარმოიქმნენ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. მკაცრი ბუნება, ამ დიდებულ ადგილს მეტ მისტიურობას უმატებს.

ბენგალის სანაპიროალგარვე, პორტუგალია

ალგარვე ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა. პლაჟი ვრცელდება 200 კილომეტრზე, გამოირჩევა ციცაბო კლდეების, მცირე უბეებისა და გამოქვაბულების სიუხვით. ამ გამოქვაბულებიდან ერთ-ერთში მოქცეულია ულამაზესი პლაჟი, სადაც მოხვედრა მხოლოდ ზღვიდან არის შესაძლებელი. აქ ვერ გაირუჯებით, მაგრამ ეს დისკომფორტი შესანიშნავი ხედებით კომპენსირდება.

ვარსკვლავის სანაპირო ჰოსუზუნა-ნო-ჰამა (Hoshizuna-no-hama) — ირიომოტე, იაპონია

ამ სანაპიროს მონახულებისას ხალხი არ აკვირდება მის მიმდებარე პეიზაჟებს, ისინი დაკვირვებით შეისწავლიან ქვიშას მათ ფეხებქვეშ. საქმე იმაშია, რომ ქვიშის ყოველი მარცვალი არის რთული და უნიკალური გეომეტრიული ფორმის. ბევრი მათგანი ნამდვილად ჰგავს მინიატურულ ვარსკვლავებს. სინამდვილეში ეს არის ფორამინეფერების ჩონჩხები — (ზღვის მიკროსკოპული ორგანიზმები), რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში გამოირეცხა ხმელეთზე.

საკათედრო ტაძრების პლაჟი, რიბადეო, ესპანეთი

საკათედრო ტაძრების პლაჟი არის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა. ეს სახელი მას მისი არაჩვეულებრივი კლდეების ფორმირებისგან მიიღო, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ მღვიმეს, გამოქვაბულებსა და კლდეებს, ისინი კათოლიკური ეკლესიის მონახაზს ჰგვანან.

უაითჰევენის პლაჟი (თეთრი სამოთხე) — წმინდა სამების კუნძული, ავსტრალია

მსოფლიოში ცნობილი სახელი ამ პლიაჟმა ქათქათა ქვიშის წყალობით მიიღო. უაითჰევენი გადაჭიმულია ექვს კილომეტრზე და გამოირჩევა კრისალურად სუფთა წყლითა და ხელუხლებელ ბუნებით. ის შედის ეროვნულ პარკში და დაცულია სახელმწიფოს მიერ. გაითვალისწინეთ ერთი წვრილმანი, უაითჰევენში არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა და სასტუმროები, მნახველები მხოლოდ ერთი დღით გადაჰყავთ მეზობელი კუნძულიდან.

 

რეინისფარის პლაჟივიკი, ისლანდია

რაინისფარის შავ პლაჟს ბევრი მიიჩნევს, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად დედამიწაზე. წარმოიდგინეთ იდეალურად შავი ქვიშა, დიდებული ბაზალტის სვეტები, უზარმაზარი მარტოხელა ზღვის კლდეები, ქარი, ტალღის ყინულივით ცივი შხეფები.

დამალული პლაჟი - კუნძული მარიეტა, მექსიკა

ამ პლაჟს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. ის მდებარეობს მარიეტას კუნძულების არქიპელაგში ერთ-ერთი კუნძულის კლდეში და ჰგავს დიდ ბუნებრივ საცურაო აუზს. ამ სამოთხის მისაღწევად, ტურისტებმა უნდა გაცურონ მოკლე გვირაბში, რის შემდეგაც ხვდევბიან ამ ულამაზეს ადგილას.

ბიოლუმინური პლაჟი — ვაადჰუ, მალდივები

ვაადჰუს ტროპიკული სანაპირო, ჩინებულია დილით, ისევე, როგორც იქაური ნებისმიერი სხვა პლაჟი. მაგრამ ღამით, მისი წყლები  თვალისმომჭრელად ანათებენ, ეს თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ. ტალღა ისე ანათებს ლურჯად, თითქოს ვარსკვლავებს ირეკლავს. ეს ყველაფერი ერთუჯრედიან მიკროორგანიზმების წყალობით ხდება, ეს გრძელდება ივლისიდან თებერვლამდე.

loading...

მსგავსი სტატიები

  • 30 ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

    20-დან30 წლამდე იდეალური ასაკია ექსტრემალური მოგზაურობისათვის თუ, რა თქმა უნდა გაქვთ სამსახური, პირადი სახსრები, არ შეგიქმნიათ ოჯახი და მასზე ვალდებულებებიც არ გაგაჩნიათ. ასე რომ, დროა წახვიდეთ სამოგზაუროდ! აი30 არაჩვეულებრივი იდეა ამ ყველაფრისთვის.


  • 30 რჩევა მარტოხელა მოგზაურთათვის

    ცხოვრების შეცვლის 30 გაკვეთილი, რომელიც შეისწავლა შონ კიმმა(Sean Kim), იგი სრულიად მარტო წავიდა დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ. რამდენიმე წლის წინ, როცა შონის ცხოვრება არ იყო ისეთი, როგორიც მას სურდა, მან გადაწყვიტა საკუთარი სიის შექმნა, სადაც ჩაწერა ყველა მიზანი, რომელთა მიღწევაც უნდოდა უახლოეს მომავალში. ამ სიაში პირველი იყო დიდი მოგზაურობა.

  • ადგილები, სადაც შეგხვდებათ კრისტალურად სუფთა წყალი

    სად შეიძლება ნახოთ კრისტალურად სუფთა წყალსატევები და დატკბეთ ხელშეუხებელი ბუნების სილამაზით? ჩვენ განახებთ მსოფლიოში ადგილებს ყველაზე გამჭირვალე წყლით.

  • 9 ტიპიური შეცდომა რომელსაც უშვებენ დამწყები მოგზაურები

    დღეს დღეობით დამოუკიდებლად მოგზაურობა, პოპულარობის პიკზეა. სოციალურ ქსელში უამრავი სტატიაა იმის შესახებ თუ როგორ გადალახეს ადამიანებმა ნახევარი მსოფლიო, მხოლოდ ერთი ზურგჩანთით, თუ როგორ მოინახულეს ყველაზე ლამაზი და საინტერესო ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ ახალ კულტურას. თუ თქვენ შთაგაგონათ ასეთმა მაგალითებმა და თავად გადაწყვიტეთ, რომ გაუდგეთ გზას, მაშინ, პირველ რიგში წაიკითხეთ ეს სტატია, რომელიც, დაგიცავთ უსიამოვნებებისგან.

comments powered by HyperComments