ადგილები, სადაც შეგხვდებათ კრისტალურად სუფთა წყალი

სად შეიძლება ნახოთ კრისტალურად სუფთა წყალსატევები და დატკბეთ ხელშეუხებელი ბუნების სილამაზით? ჩვენ განახებთ მსოფლიოში ადგილებს ყველაზე გამჭირვალე წყლით.

სანამ, ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში გამგზავრებას გადაწყვეტთ, პირველ რიგში მოინახულეთ მარტვილის კანიონი.

მარტვილი  დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხისაღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით აბაშის, დასავლეთით სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონებიმარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ დასავლეთიდან ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60 - დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მარტვილის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით ასხის მთის მასივი გასდევს, რომელიც მდიდარია კასტრული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, "ჩეგოლასა" და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.

როდესაც გადაწყვეტთ ამ ადგილების მონახულებას, სასურველია იქონიოთ კარგი ხარისხის კამერა, რათა გადაიღოთ საუკეთესო პლაჟები და წყალქვეშა სამყარო.

მდინარე ვერზასკას ხეობა, შვეიცარია

30 - კილომეტრიანი მდინარე ვერზასკა მიედინება სამხრეთ შვეიცარიის, კლდოვან ხეობაში, ხოლო კაშხალი იგივე სახელით, რომელიც გადაიღეს ფილმში - ჯეიმს ბონდი "ოქროს თვალი", ბლოკავს მდინარეს და ქმნის ხელოვნურ ტბას სახელად ლაგო დი ვოგორნო (Lago di Vogorno). ცოტათი ქვემოთ მდინარე ჩაედინება, ტბა მაჯორეში (Maggiore).

საბახი, მალაიზია

მალაიზიის შტატი, იგი მდებარეობს ბორნეოს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, გარშემორტყმუილია კორალური რიფებით. მყვინთავთა საყვარელი შეკრების ადგილია კურორტი სემპორნა (Semporna).

პუპუ სპრინგსი, ახალი ზელანდია

მდებარეობს სამხრეთ კუნძულის ზღვარზე, გოლდენ-ბეის ყურის სანაპიროზე.

პანარის კუნძული, ოკინავა, იაპონია

პანარი შედის იამას კუნძულებში, იგი მდებარეობს იაპონიის ყველაზე განცალკევებულ რაიონში. ეს კუნძულები ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მყვინთავთათვის. ადგილობრივი კორალური რიფების ფლორა და ფაუნა არაფრით არ ჩამოუვარდება, დიდ ბარიერულ რიფს.

ზუჩჟაიგოუს ხეობა, სიჩაუნი, ჩინეთი

ჩინეთის პროვინციის, სიჩუანის ჩრდილოეთით მდებარეობს ნაციონალური პარკი ზუჩშაგოუ (Jiuzhaigou), ნაკრძალი შედის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ტურიზმი ცოტა ხნის წინ დაინერგა, მაგრამ აქტიურად ვითარდება. ხეობაში ბანაობა აკრძალულია, მაგრამ ცურვის მოყვარულები ხშირად არღვევენ წესს და შიშვლები ბანაობენ ღამ-ღამობით.

ტბა კიონიგსზეე, გერმანია

თუ გსურთ ნავში სურათის გადაღება, რომელიც თითქოს ჰაერში დაცურავს, მაშინ გაემგზავრეთ გერმანიაში. სათანადო ფონს ნახავთ მდინარე კიონიგსზეე (Königssee)- მონახულებისას. იგი მდებარეობს სამხრეთ ბავარიაში, ავსტრიის საზღვართან

ბაკ ბაკ-ის პლაჟი, ბორნეო, მალაიზია

ბაკ ბაკ-ის პლაჟი მდებარეობს მალაიზიაში, ქალაქ საბაჰის ჩრდილოეთით. ქალაქ კატ-მარუდუდან (Cat-Marudu) დაახოლებით სამ საათ ნახევრის სავალია.

ტბა მორჯორი, კალიფორნია, აშშ

მთის ტბები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის. აკვამარინისფერი ტბა მარჯორი ჰგავს აუზს, რადგანაც იგი ლუჯი და ძალიან სუფთაა.

მალდივები

მალდივები შედგება 26 ატოლისაგან, რომლებიც განლაგებულია ინდოეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით, 400 კილომეტრში. რიფების მდიდარი ფაუნა  და წარმოუდგენლად სუფთა წყალი იზიდავს ტურისტებს. გარდა ამისა, მალდივებზე შეხვდებით, გადაშენების პირას მყოფ ცხოველების იშვიათ ჯიშებს.

რიუ-სუკური, ბრაზილია

იგი მდებარეობს პანტანალის ნაციონალურ პარკში "Pantanal" ის არის ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა მდინარე.

მდინარე ტახო, ნევადა, აშშ

კალიფორნიისა და ნევადის საზღვარზე მდებარეობს მყინვარული ტბა ტახო (Tahoe) - მისი მონახულების შემდეგ ადამიანის ცხოვრება უკეთესობისაკენ იცვლება.

პალავანის პროვინცია, ფილიპინები

პალავანის პროვინციაში ხშირად გვხვდება ადგილები, კრისტალურად სუფთა წყლით.

დენვოს ყურე, საფრანგეთი

ეს არის პატარა ყურე, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე, ზღვას უკავშირდება მხოლოდ ვიწრო არხით.

ტბა ჯენი, ვაიომინგის შტატი, აშშ

მდინარე ჯენი მდებარეობს გრანდ-ტიტონის ძირში. იგი იზიდავს ლაშქრობის, მთის მარშუტისა და სათავგადასავლო ტურების მოყვარულ ადამიანებს.

კუნძული ბორა ბორა, საფრანგეთის პოლინეზია

ყველაზე პოპულარული ადგილი, მყვინთავთა შორის არის ბორა ბორა. წყალში შესაძლებელია გიგანტური "ზღვის ეშმაკი"- ის ნახვაც.

სან-ბლას-ის არქიპელაგი, პანამა

პანამის არქიპელაგში, რომელიც გარშემორტყმულია წმინდა წყლებით, ცხოვრობს ინდიელების დამოუკიდებელი ტომი კუნა. კუნძული ჯერ კიდევ არ არის ცივილიზაციით გაფუჭებული, მაგრამ  ტურისტები ხშირად მოდიან აქ დაივინგისთვის და სათევზოდ.

კალა მაკარელეტა, მენორკა, ესპანეთი

კალა მაკარელეტა (Cala Macarelleta)-ს სანაპირო მდებარეობს მენორკას სამხრეთ ნაწილში. იქამდე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ფეხით ან ნავით. ეს არის ყველაზე სუფთა პლაჟი ესპანეთში.

ლურჯი ტბა, ახალი ზელანდია

ლურჯი ტბა არის მსოფლიოში ყველაზე სუფთა ტბის პრეტენდენტი. იგი მდებარეობს " ნელსონ ლეიკ"-ის პარკში ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულის მთებში.

 

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • 30 ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

    20-დან30 წლამდე იდეალური ასაკია ექსტრემალური მოგზაურობისათვის თუ, რა თქმა უნდა გაქვთ სამსახური, პირადი სახსრები, არ შეგიქმნიათ ოჯახი და მასზე ვალდებულებებიც არ გაგაჩნიათ. ასე რომ, დროა წახვიდეთ სამოგზაუროდ! აი30 არაჩვეულებრივი იდეა ამ ყველაფრისთვის.


  • 30 რჩევა მარტოხელა მოგზაურთათვის

    ცხოვრების შეცვლის 30 გაკვეთილი, რომელიც შეისწავლა შონ კიმმა(Sean Kim), იგი სრულიად მარტო წავიდა დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ. რამდენიმე წლის წინ, როცა შონის ცხოვრება არ იყო ისეთი, როგორიც მას სურდა, მან გადაწყვიტა საკუთარი სიის შექმნა, სადაც ჩაწერა ყველა მიზანი, რომელთა მიღწევაც უნდოდა უახლოეს მომავალში. ამ სიაში პირველი იყო დიდი მოგზაურობა.

  • 10 პლაჟი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ

    არავის სჭირდება იმის ახსნა, თუ რა არის პლაჟი. ეს არის ბევრი ქვიშა და კიდევ უფრო ბევრი წყალი იქ ბანაობენ და ირუჯებიან. თუმცა, არსებობს ჩვენს პლანეტაზე საოცარი სანაპიროები, რომლებიც ძალიან გამოირჩევიან ამ სტანდარტისაგან. ეწვიეთ ამ უჩვეულო პლაჟებს, ეს ყველა მოგზაურის ოცნებაა.

  • 9 ტიპიური შეცდომა რომელსაც უშვებენ დამწყები მოგზაურები

    დღეს დღეობით დამოუკიდებლად მოგზაურობა, პოპულარობის პიკზეა. სოციალურ ქსელში უამრავი სტატიაა იმის შესახებ თუ როგორ გადალახეს ადამიანებმა ნახევარი მსოფლიო, მხოლოდ ერთი ზურგჩანთით, თუ როგორ მოინახულეს ყველაზე ლამაზი და საინტერესო ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ ახალ კულტურას. თუ თქვენ შთაგაგონათ ასეთმა მაგალითებმა და თავად გადაწყვიტეთ, რომ გაუდგეთ გზას, მაშინ, პირველ რიგში წაიკითხეთ ეს სტატია, რომელიც, დაგიცავთ უსიამოვნებებისგან.

comments powered by HyperComments