9 ტიპიური შეცდომა რომელსაც უშვებენ დამწყები მოგზაურები

დღეს დღეობით დამოუკიდებლად მოგზაურობა, პოპულარობის პიკზეა. სოციალურ ქსელში უამრავი სტატიაა იმის შესახებ თუ როგორ გადალახეს ადამიანებმა ნახევარი მსოფლიო, მხოლოდ ერთი ზურგჩანთით, თუ როგორ მოინახულეს ყველაზე ლამაზი და საინტერესო ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ ახალ კულტურას. თუ თქვენ შთაგაგონათ ასეთმა მაგალითებმა და თავად გადაწყვიტეთ, რომ გაუდგეთ გზას, მაშინ, პირველ რიგში წაიკითხეთ ეს სტატია, რომელიც, დაგიცავთ უსიამოვნებებისგან.

ძალიან ბევრი ნივთი

როდესაც გადაწყვეტთ პირველად წახვიდეთ ხანგრძლივ მოგზაურობაში, რაც შეიძლება ბევრი რამის წაღების სურვილი გაგიჩნდებათ. თქვენი ტვინი მსჯელობს "რა მოხდება, თუ..." მეთოდით, ზურგჩანთა თანდათან ივსება, იქამდე სანამ, მისი აწევა უბრალოდ შეუძლებელი ხდება.

გაჩერდით! გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფრის თრევა ზურგით მოგიწევთ და ამით მოგზაურობა წამებად გადაიქცევა. როგორც წესი, ადამიანს არც თუ ისე ბევრი რამ ჭირდება ცხოვრებისთვის. სამოგზაუროდ, სწორად წასვლის უნარი ჩნდება მაშინ, როდესაც გაქვთ ცოტა გამოცდილება. მაგრამ უმჯობესია თავიდანვე განვეწყოთ იმ აზრზე, რომ სამოგზაუროდ არ გვჭირდება ბევრი რამ

რთული მარშუტის დაგეგმვა

ზოგჯერ ახალბედა მოგზაურები თვლიან რომ, თუ ისინი საფუძვლიანად დაგეგმავენ მთელ მარშრუტს, გამოთვლიან ყველა გაჩერებას და წინასწარ დაბრონავენ ყველა ბილეთს, ისინი თავიდან აიცილებენ სტრესს და მოულოდნელობას, მაგრამ ხშირად პირიქით ხდება. შეიძლება ყველაზე უდროო დროს დადგეთ  მოულოდნელ გარემოების წინაშე, რომელიც წყალში ჩაგიყრით თქვენს გულდასმით ათვისებულ გეგმას, ასე რომ დაგეგმვა საჭიროა, ოღონდ ზედმეტი ფანატიზმის გარეშე.

საკმაოდ ჩქარი ტემპი

როდესაც თქვენ აღმოჩნდებით ახალ ქვეყანაში, გინდათ რომ მოასწროთ ყველაფრის ნახვა, მაგრამ ამის შესრულება ყურადღებით არის საჭირო. არ უნდა იჩქაროთ ღირსშესანიშნაობების ნახვა. დაისვენეთ, დაწყნარდით, ფოკუსირება მოახდინეთ არა ნანახი ღირსშესანიშნაობების რაოდენობაზე, არამედ შთაბეჭდილებებზე. შეხვდით მზის ამოსვლას ლამაზ ადგილას, შეისუნთქეთ ახალი კერძების არომატი, გაეცანით ახალ ტრადიციებს.

ციფრული ტექნოლოგიები

ჩვენ ვცხოვრობთ აბსოლუტურად საოცარ ციფრულ ერაში, მაგრამ იმ ქვეყნებში, რომლშიც თქვენ მოგზაურობთ, ჯერ შეიძლება არ გაუგიათ ელექტრონული ბილეთების, საკრედიტო ბარათების და ონლაინ მომსახურების შესახებ. ასე რომ, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ საკმაოდ მარტივი ოპერაცია რომელიც თქვენს ქვეყანაში მხოლოდ  სამ წამს დაგაკარგინებთ, სადღაც სხვა ქვეყანაში შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი. ყოველთვის იქონიეთ თქვენი ბილეთის ქაღალდის ასლები, ჩასასხდომი ტალონები,  რუკა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

როუმინგი

საზღვარგარეთ როუმინგის უყურადთებოდ გამოყენება, შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. ქსელში შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ისტორია იმის შესახებ, როდესაც გამოუცდელი ტურისტები მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ იძულებულნი გახდნენ გადაეხადათ მობილური ტრაფიკის უზარმაზარი თანხა. ასე რომ უმჯობესია, მოგზაურობამდე გაიგოთ როუმინგის ფასები, და ხარჯების შემცირების გზა გამონახოთ.

ნდობა

ზოგიერთს ჯერა, რომ სამყარო სავსეა სიცრუით და ბოროტებით, ამიტომაც ტურისტი აუცილებლად უნდა გაძარცვონ ან აწყენინონ. სხვები კი პირიქით, სამყაროს ფერადი სათვალით უყურებენ და სჯერათ, რომ არსებობს მხოლოდ მშვიდობა, მეგობრობა და ურთიერთდახმარება.

სინამდვილეში, მსოფლიო ფერადია, მასში არსებობენ როგორც ვარდისფერი კურდღლები, ასევე ბოროტი რუხი მგლები. თქვენ ნამდვილად შეიძლება გაგძარცვონ ან მოგატყუონ, ასე რომ დაუდევრად არ უნდა ენდოთ ყველა აბორიგენს, რომელიც "უანგარო მეგობრობას" გთავაზობთ. არ მოდუმდეთ და ყოველთვის დაუგდეთ ყური თქვენს ინსტინქტებს. თუ თქვენ გრძნობთ, რომ რაღაც ისე არ არის, მაშინ უმჯობესია უარი თქვათ ყველაზე მაცდურ წინადადებაზეც.

ფულის ფლანგვა

ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ფუფუნებას არ არის შეჩვეული, მოგზაურობისას თავგზა ებნევათ, ისინი იწყებენ ათას გამოუსადეგარი ნივთის ყიდვას, მიირთმევენ ძვირადღირებულ დაწესებულებაში, ყიდულობენ უჩვეულო ტურებს. შემდეგ ფხიზლდებიან, მაგრამ უკვე გვიანია.

გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი მოგზაურობა ყოველთვის არ არის დამოკიდებული ფულის ხარჯვაზე. წინასწარ გაიგეთ ვალუტის გაცვლითი კურსის ოდენობა, შეადარეთ ფასები სხვადასხვა ადგილებში, არ შეგრცხვეთ გამყიდველთან ვაჭრობა. წინასწარ შეთანხმებული ფასის გარეშე არ დათანხმდეთ არც ერთ  მომსახურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სამმაგი ფასის გადახდა მოგიწევთ.

დაზღვევის უქონლობა

ჩვენ ყველანი ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ საუკეთესოზე. ხშირ შემთხვევაში, ზუსტად ასეც ხდება. მაგრამ ზოგ შემთხვევაში პირიქითაა: აპენდიციტი, ტრავმა, მოწამვლა ან ბანალური გაციება— როგორ შეიძლება ამის თავიდან არიდება? არანაირად. ასე რომ არ იხარბოთ და გააფორმეთ სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც დაგეხმარებთ მოულოდნელი უსიამოვნების დროს.

ადგილობრივი ტრადიციების არცოდნა

ხშირ შემთხვევაში, ადამიანი ითვალისწინებენ თქვენს ტურისტულ სტატუსს და გპატიობენ ადგილობრივ წესჩვეულების უმნიშვნელო დარღვევებს. აუცილებელია იცოდეთ ზღვარი და არ დაარღვიოთ მათთვის ძვირფასი ჩვეულება, განსაკუთრებით ის, რომელიც რელიგიასთან არის დაკავშირებული. ასე, რომ გამოყავით დროის მინიმუმი იმ ქვეყნების ძირითადი წესჩვეულების სასწავლებლად, რომლის მონახულებასაც გადაწყვეტთ, უფრო უკეთესი იქნება თუ რამოდენიმე სიტყვას ისწავლით ადგილობრივ დიალექტზე. ამ ჟესტს, ადგილობრივი ხალხი აღიქვამს, როგორც პატივისცემის ნიშანს და ეცდებიან იგივენაირად გიპასუხონ.

loading...

მსგავსი სტატიები

  • 10 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ

    არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც მოგზაურობა სასარგებლო და საინტერესოა. მოგზაუობა არის ერთ—ერთი საუკეთესო რამ რამაც შეიძლება სიამოვნება მოგანიჭოთ და ეს არის ის, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გემახსოვრებათ. მართალია ხშირ შემთხვევაში, სულაც არაა ადვილი, ჩაალაგო ნივთები და წახვიდე, მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელიცაა. ჩვენ გეტყვით, თუ რატომაა მოგზაურობა საინტერესო და საჭირო, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.

     

  • 30 ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

    20-დან30 წლამდე იდეალური ასაკია ექსტრემალური მოგზაურობისათვის თუ, რა თქმა უნდა გაქვთ სამსახური, პირადი სახსრები, არ შეგიქმნიათ ოჯახი და მასზე ვალდებულებებიც არ გაგაჩნიათ. ასე რომ, დროა წახვიდეთ სამოგზაუროდ! აი30 არაჩვეულებრივი იდეა ამ ყველაფრისთვის.


  • 30 რჩევა მარტოხელა მოგზაურთათვის

    ცხოვრების შეცვლის 30 გაკვეთილი, რომელიც შეისწავლა შონ კიმმა(Sean Kim), იგი სრულიად მარტო წავიდა დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ. რამდენიმე წლის წინ, როცა შონის ცხოვრება არ იყო ისეთი, როგორიც მას სურდა, მან გადაწყვიტა საკუთარი სიის შექმნა, სადაც ჩაწერა ყველა მიზანი, რომელთა მიღწევაც უნდოდა უახლოეს მომავალში. ამ სიაში პირველი იყო დიდი მოგზაურობა.

  • 10 პლაჟი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ

    არავის სჭირდება იმის ახსნა, თუ რა არის პლაჟი. ეს არის ბევრი ქვიშა და კიდევ უფრო ბევრი წყალი იქ ბანაობენ და ირუჯებიან. თუმცა, არსებობს ჩვენს პლანეტაზე საოცარი სანაპიროები, რომლებიც ძალიან გამოირჩევიან ამ სტანდარტისაგან. ეწვიეთ ამ უჩვეულო პლაჟებს, ეს ყველა მოგზაურის ოცნებაა.

comments powered by HyperComments