ლოგიკური გამოცანა

სინგაპურელმა ტელეწამყვანმა კენნეტ კონგმა (Kenneth Kong) საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ლოგიკური გამოცანა, რომელიც 2 დღის განმავლობაში facebook-ის  მომხმარებლების მიერ გაზიარებულ იქნა 4400-ზე მეტჯერ და დიდი პოლემიკისა და განსჯის საგანი გახდა კომენტარებში.


ჩვენ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ეს გამოცანა და ვიმედოვნებთ რომ მისი ამოხსნა არ გაგიჭირდებათ.

მაშ ასე: ალბერტმა და ბერნარდმა ეხლახანს გაიცნეს შერელი. ორივეს აინტერესებს როდის აქვს შერელს დაბადების დღე. შერელმა მათ შესთავაზა 10 სავარაუდო პასუხი: 15 მაისი, 16 მაისი, 19 მაისი, 17 ივნისი, 18 ივნისი, 14 ივლისი, 16 ივლისი, 14 აგვისტო, 15 აგვისტო და 17 აგვისტო. შემდეგ შერელმა უთხრა ალბერტს დაბადების თვე, ხოლო ბერნარდს დაბადების  რიცხვი. ამის შემდეკ კი გაიმართა დიალოგი.

ალბერტი: მე არ ვიცი როდის აქვს შერელს დაბადების დღე, მაგრამ ვიცი რომ არც ბერნარდმა არ იცის.

ბერნარდი: თავიდან არ ვიცოდი როდის ქონდა შერელს დაბადების დღე, მაგრამ ეხლა ვიცი.

ალბერტი: ეხლა მეც ვიცი როდის აქვს შერელს დაბადების დღე.

კითხვა: როდის აქ შერელს დაბადების დღე?

პასუხი:

 

 

loading...
comments powered by HyperComments