5 პოპულარული პროგრამა, რომელიც არ უნდა დააყენოთ თქვენს Android მოწყობილობაზე

Google Play დღეს დღეობით გთავაზობთ ათასობით აპლიკაციას, ამიტომაც მათ შორის საჭირო პროგრამის მოძებნა არც თუ ისე ადვილია. ასეთ სიტუაციაში, მომხმარებელთა უმრავლესობა ორიენტირდება გადმოწერისა და რეიტინგის მიხედვით. ყოველთვის უნდა დაუჯეროთ ამ მაჩვენებლებს? არა! ამ სტატიაში ჩვენ შეგირჩიეთ ხუთი ბესტსელერი Google Play- ის კატალოგიდან, რომელთა გადმოწერაც არ ღირს.

გალერეა QuickPic

წარსულში, ერთ-ერთი საუკეთესო ალპლიკაცია გრაფიკის ჩვენებისათვის. სწრაფი, ფუნქციური და აბსოლუტურად უფასო. მაგრამ ყველა ეს დადებითი ფუნქცია გაქრა მაშინ, როდესაც ეს აპლიკაცია Cheetah Mobile-მა იყიდა.

მაშინ QuickPic- სთვის დაწერეს გარკვეული კოდი, რის შედეგად, მან დაიწყო მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ამ ჩინური კომპანიის სერვერებზე ატვირთვა. ამას დაემატა ამ კომპანიის შემნახველი ღრუბლის გამაღიზიანებელი რეკლამა, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს აიძულა ამ პოპულარული გალერეის წაშლა.

ES File Explorer

ერთ ერთი საუკეთესო ფაილების შემნახველი აპლიკაცია Android- ისთავის, იგი ცოტახნის წინ გაეხვა დიდ სკანდალში, რადგანაც დეველოპერებმა რეკლამაზე ფულის შოვნა გადაწყვიტეს. შეგახსენებთ, რომ მაშინ ES File Explorer ის შემადგენლობაში შევიდა ახალი უტილიტა, დეველოპერების გარანტიით მას უნდა დაეზოგა ელემენტის მუშაობის დრო.

რეალურად ეს იყო რეკლამის ჩვეულებრივი მოდული, რომელიც განახებდათ რეკლამებს თქვენს ბლოკირების ეკრანზე. ამის შედეგად ელემენტი ჯდებოდა 20% - ით უფრო სწრაფად. რამოდენიმე ხნის შემდეგ ეს უტილიტა გააუქმეს.

UC Browser

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაუზერები მსოფლიოში, რომელიც გთავაზობთ არაჩვეულებრივ ფუნქციურობასა და სიჩქარეს.

 

თვალთვალი. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, რომ UC Browser აგზავნის IMEI, Android ID -, MAC-მისამართსა და რამდენიმე სხვა მომხმარებლის ინფორმაციას კომპანია Umeng- ის სერვერზე, რომელიც აგროვებს Alibaba-ზე ვაჭრობის ინფორმაციას. ამიტომ, თუ პირადი ცხოვრება არ არის თქვენთვის ცარიელი ფრაზა, მაშინ უმჯობესია არ გამოიყენოთ ეს აპლიკაცია.

DU Battery Saver  & Fast Charge

უკიდურესად პოპულარული პროგრამა, რომელსაც Google Play-ზე 7 მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს. ის გპირდებათ, რომ აღჭურავს თქვენს გაჯეტს სპეციალური ინტელექტუალური ფუნქციებით, რისი მეშვეობითაც თქვენ ელემენტის ფანტასტიურ ეკონომიას მიაღწევთ.

სინამდვილეში, DU Battery Saver & Fast Charge ერთადერთი მიღწევა მდგომარეობს მარკეტინგული განყოფილების იდეალურ მუშაობაში. რომელმაც მოახერხა ასეთი დიდი რაოდენობით მომხმარებლების მოტყუება. ტელეფონის ენერგიის ინტელექტუალური შენახვა? ელემენტის სწრაფად დამუხტვა? ეს არის კარგად შეფუთული სიცრუე და ილუზია!

Clean Master

ოდესღაც ეს იყო ნარჩენების გაწმენდის მარტივი და ფუნქციონალური  პროგრამა. დროთა განმავლობაში მას დაემატა ძალიან ბევრი ახალი ფუნქცია და ამიტომაც ძნელია იმის გაგება თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს აპლიკაცია.

დღეს დღეობით Clean Master არის ანტივირუსი, აპლიკაციის დამბლოკველი, პროცესორის გამაგრილებელი, startup Manager-ი, თამაშის ამაჩქარებელი და ა.შ. სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ რაც მთავარია რეკლამას ძალიან კარგად განახებთ, რადგანაც Clean Master მიეკუთვნება ზემოთ აღნიშნულ კომპანიას სახელად Cheetah Mobile.

loading...

მსგავსი სტატიები

  • როგორ აღვადგინოთ მონაცემები თქვენს კომპიუტერზე, სმარტფონზე, ტაბლეტზე და მეხსიერების ბარათზე

    თუ თქვენ  დაგჭირდათ მონაცემთა აღსადგენი პროგრამა, მაშინ, თქვენ დაკარგეთ რაღაც ნამდვილად მნიშვნელოვანი თქვენს კომპიუტერსა თუ სმარტფონში. ეს ხდება იშვიათად, მაგრამ უკეთესია მზად იყოთ ასეთ სიტუაციებში. ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ არ უნდა დაკარგოთ ძვირფასი ინფორმაცია და როგორ უნდა აღადგინოთ ის.

  • როგორ ჩავიწეროთ ნებისმიერი აპლიკაცია google play-დან

    Ios სისტემისგან განსხვავებით, Android სისტემის მქონე ტელეფონებს, არ აქვთ წვდომა ძალიან ბევრ აპლიკაციაზე, რადგანაც საქართველო არ არის შესული,იმ ქვეყნებს შორის რომეთაც შეუძლიათ ფასიანი აპლიკაციების გადმოწერა.

     


  • 9 სასარგებლო პროგრამა Android-ისთვის, რომელსაც თქვენ ვერ იპოვით Google Play-ზე

    როგორც წესი, თუ ჩვენ გვჭირდება რომელიმე პროგრამა, ჩვენ შევდივართGoogle Play-ში. ჩვენ ვთვლით, რომ რამოდენიმე ათას აპლიკაციას შორის, მოიძებნება ისიც რაც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ესე არ არის. არსებობს უამრავი კარგი პროგრამა, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ არისGoogle Play კატალოგში. ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ  რამდენიმე მათგანს.

  • 5 საძიებო სისტემა, რომელიც Google — ზე უკეთესია

    საუბარი არააYandex-ზე ანBing-ზე. არსებობენ საძიებო სისტემები, რომლებიც ნამდვილად უკეთესია, ვიდრე ზემოთ აღნიშნული ბაზრის ლიდერები. მაგრამ თუ ეს საძიებო სისტემები ნამდვილად კარგია, რატომ არ იცის ბევრმა თქვენგანმა მათი არსებობის შესახებ? მოდით, გავიგოთ და გამოვასწოროთ მდგომარეობა.

comments powered by HyperComments