5 საძიებო სისტემა, რომელიც Google — ზე უკეთესია

საუბარი არაა Yandex-ზე ან Bing-ზე. არსებობენ საძიებო სისტემები, რომლებიც ნამდვილად უკეთესია, ვიდრე ზემოთ აღნიშნული ბაზრის ლიდერები. მაგრამ თუ ეს საძიებო სისტემები ნამდვილად კარგია, რატომ არ იცის ბევრმა თქვენგანმა მათი არსებობის შესახებ? მოდით, გავიგოთ და გამოვასწოროთ მდგომარეობა.

ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ Google -ზე უკეთსი საძოებო სისტემა მხოლოდ "Yandex"-ია. ეს კომპანიები უამრავ თნხას ხარჯავენ  ინოვაციებსა და განვითარებაში. ნუთუ მელიმე კომპანიას აქვს მათთან კონკურირების შანსი? ჩვენი პასუხია: "დიახ!" უკვე არსებობს რამდენიმე საძიებო სისტემა რომელთაც ეს გამოუვიდათ. მოდით გავეცნოთ  ჩვენს გმირებს.  

 

DuckDuckGo

DuckDuckGo  არის საკმაოდ ცნობილი საძიებო სისტემა. მისი სერვერები აშშ-ში მდებარეობს. საკუთარი რობოტის გარდა, საძიებო სისტემა იყენებს შედეგებს სხვა წყაროებიდან: Yahoo! Search BOSS, Wikipedia, Wolfram|Alpha.

რით არის უკეთესი

DuckDuckGo წარმოდგენილია, როგორც საძიებო სისტემა, რომლესაც გააჩნია მაქსიმალური ანონიმურობა და კონფიდენციალურობა. სისტემა არანაირ მონაცემს არ აგროვებს, მომხმარებლის შესახებ, არ ინახავს ძიების ისტორიას. cookie ფაილების გამოყენება მაქსიმალურად შეზღუდულია.

DuckDuckGo არ აგროვებს მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას და არ აზიარებს მას. ეს არის ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. აცხადებს გაბრიელ ვეინბერგი (Gabriel Weinberg), DuckDuckGo-ის დამფუძნებელი.

ყველა მსხვილი საძიებო სისტემა ცდილობს ძიების შედეგის პერსონალიზირებას  მომხმარებლის მონაცემების საფუძველზე. ამ ფენომენს "Filter bubble" ეწოდება. მომხმარებელი ხედავს მხოლოდ იმ შედეგებს, რომლებიც შეესაბამება მის არჩევანს, ან რომელსაც სისტემა მიიჩნევს, რომ ეს ასეა.

DuckDuckGo ქმნის ობიექტურ სურათს, რომელიც არ არის დამოკიდებული,   ქსელში თქვენს წინა მოქმედებასთნ. და განთავისუფლებთ თემატიკური რეკლამისგან, რომელიც აქვს  Google და Yandex. DuckDuckGo გამოყენებით ადვილია ინფორმაციის ძიება უცხო ენებზე: Google და Yandex ანიჭებს უპირატესობას რუსულენოვან საიტებს, მაშინაც კი, როდესაც ძიება მოხდა სხვა ენაზე.

 

Нигма 

Нигма არის რუსული მეტასაძიებო სისტემა. შემუშავებულია, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულული ვიქტორ ლავრენკოს და ვლადიმერ ჩერნიშოვის მიერ. ძიებას ახდენს , Google, Bing, Yandex ინდექსებით. ასევე გააჩნია საკუთარი საძიებო ანალოგი.

ყველაზე მსხვილი საძიებო ინდექსებით ძიება გაძლევთ საშუალებას  შესაბამის შედეგების გენერირებაში. გარდა ამისა, "Нигма" შედეგებს რამდენიმე თემატურ ჯგუფად ყოფს. და მომხმარებელს სთავაზობს ძიების ველის შევიწროვებას. თავიდან იშორებს არასასურველ შედეგებს და ხაზს უსმევს (გამოყოფს) პრიორიტეტებს. მათემატიკური და ქიმიური მოდულების წყალობით, საძიებო ველში შეგიძლიათ ამოხსნათ მათემატიკური ამოცანა ან მოითხოვოთ ქიმიური რეაქციების რეზულტატები.

 

not Evil 

 

not Evil — ეს არის სისტემა, რომელიც ეძებს შედეგებს ანონიმურ ქსელში Tor.   not Evil, არ არის ამ ტიპის ერთადერთი საძიებო სისტემა. არსებობს LOOK (რომლით ძიება შეიძლება Tor ბრაუზერში), ან TORCH (ერთ-ერთი უძველესი საძიებო სისტემა Tor ქსელში)

რითია უკეთესი

ეძებს იქ,  სადაც Google, Yandex და სხვა საძიებო სისტემებს აკრძალული აქვთ შესვლა.

 

YaCy 

YaCy არის დეცენტრალიზებული საძებო სისტემა, რომელიც P2P  ქსელების პრინციპით მუშაობს. ის თავად ასკანირებს ინტერნეტს იმ კომპიუტერებში, სადაც დაყენებულია ძირითადი პროგრამული მოდული, ანუ იგი ითვლება საძიებო რობოტის ანალოგად. მიღებული შედეგები გროვდება ერთიან მონაცემთა ბაზაში, რომელსაც იყენებს ყველა YaCy მონაწილე.

თუ თქვენ ხართ ღია ძეიბის და თავისუფალი ინტერნეტის მომხრე, რომელზეც გავლენას არ ახდენს სახელმწიფო და მსხვილი კორპორაციები, ესეიგი YaCy არის თქვენი არჩევანი. ასევე მისი დახმარებით შეგიძლიათ ეძებოთ კორპორატიულ ან სხვა ავტონომურ ქსელში.

 

Pipl 

Pipl — სისტემა განკუთვნილია კონკრეტულ პირზე ინფორმაციის მოძიებისთვის

Pipl-ის, ავტორები აცხადებენ, რომ მათი სპეციალიზირებული ალგორითმები ეძებენ უფრო ეფექტურად, ვიდრე "ჩვეულებრივი" საძიებო სისტემები. კერძოდ, პრიორიტეტულ ინფორმაციის წყაროებად ითვლება, სოციალური ქსელის პროფილი, კომენტარები, მომხმარებელთა სიები და სხვადასხვა მონაცემთა ბაზები, სადაც არის გამოქვეყნებული ინფორმაცა ადამიანთა შესახებ, მაგალითად: სასამართლო გადაწყვეტილების ბაზა. ამ სფეროში Pipl-ის ლიდერობა დადასტურებულია  Lifehacker.com, TechCrunch და სხვა გამომცემლობის შეფასებით

 

 

 

 

 

 

loading...

მსგავსი სტატიები

comments powered by HyperComments