Bookmark Manager — ახალი სანიშნის მენეჯერი, Chrome ისთვის

Chrome ბრაუზერის სტანდარტული სანიშნეები არც თუ ისე კარგად გამოიყურება, თუმცა Bookmark  Manager-ის გაფართოება ამტკიცებს, რომ Google-ს შეუძლია შექმნას შესანიშნავი bookmark Manager, ლამაზი ინტერფეისით და გამოყენებისას ძალიან მარტივი.

Bookmark Manager არის გაფართოება კომპანია Google Chrome-ისგან, რომელიც სანიშნეებთან მუშაობას მოსახერხებელს და სასაიამოვნოს ხდის. ბრაუზერის პანელზე დაყენების შემდეგ, ჩნდება ვარსკვლავის ფორმის ღილაკი. მასზე დაკლიკვის შემდეგ, იხსნება სანიშნეში საიტის დამატების მენიუ, რომელიც უკვე სულ სხვანაირად გამოიყურება.

ახლა უკვე ახალი სანიშნის დამატებისას, იქმნება საიტის აღწერა და მოკლე განმარტება. ამასთანავე ფოლდერში შენახვასთნ ერთად თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ გადახვიდეთ "bookmark maneger"-ში. იქაც შეგიძლიათ ნახოთ რამოდენიმე ცვლილება.

ახალ სანიშნე მენეჯერში საკმარისია ერთი შეხედვაც, რომ იპოვოთ სასურველი საიტი. თითოეული მათგანი არის წარმოდგენილი სურათის სახით, მათ გააჩნიათ სათაური და აღწერა. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ თითოეულ სანიშნეს დაუმატოთ თქვენი შენიშვნა. სანიშნის სხვა საქაღალდეში გადატანისას, უბრალოდ გადაადგილეთ ის საქაღალდეში.

Bookmark Manager-ის განახლება ძალიან კარგი აღმოჩნდა. ის აუმჯობესებს სტანდარტულ მენეჯერს, მაგრამ გასაკვირია, რომ Google- ჯერ კიდევ არ დაუმატებია იგი ინსტრუმენტების სტანდარტულ ნაკრებში. ვიმედოვნებ რომ ის შეგვხვდება შემდეგ ვერსიებში.

სანამ Bookmark Manager-ს გაფართოებას დააყენებთ, დაამატეთ თქვენთვის სასურველი გვერდები სტანდარტულ Bookmark Manager - ში  Ctrl+D  კლავიშების კომბინაციის მეშვეობით, რათა ყოველთვის ადვილად იპოვოთ თქვენთვის საინტერესო გვერდები.

loading...

მსგავსი სტატიები

  • 5 პოპულარული პროგრამა, რომელიც არ უნდა დააყენოთ თქვენს Android მოწყობილობაზე

    Google Play დღეს დღეობით გთავაზობთ ათასობით აპლიკაციას, ამიტომაც მათ შორის საჭირო პროგრამის მოძებნა არც თუ ისე ადვილია. ასეთ სიტუაციაში, მომხმარებელთა უმრავლესობა ორიენტირდება გადმოწერისა და რეიტინგის მიხედვით. ყოველთვის უნდა დაუჯეროთ ამ მაჩვენებლებს? არა! ამ სტატიაში ჩვენ შეგირჩიეთ ხუთი ბესტსელერი Google Play- ის კატალოგიდან, რომელთა გადმოწერაც არ ღირს.

  • 5 საძიებო სისტემა, რომელიც Google — ზე უკეთესია

    საუბარი არააYandex-ზე ანBing-ზე. არსებობენ საძიებო სისტემები, რომლებიც ნამდვილად უკეთესია, ვიდრე ზემოთ აღნიშნული ბაზრის ლიდერები. მაგრამ თუ ეს საძიებო სისტემები ნამდვილად კარგია, რატომ არ იცის ბევრმა თქვენგანმა მათი არსებობის შესახებ? მოდით, გავიგოთ და გამოვასწოროთ მდგომარეობა.

  • როგორ აღვადგინოთ მონაცემები თქვენს კომპიუტერზე, სმარტფონზე, ტაბლეტზე და მეხსიერების ბარათზე

    თუ თქვენ  დაგჭირდათ მონაცემთა აღსადგენი პროგრამა, მაშინ, თქვენ დაკარგეთ რაღაც ნამდვილად მნიშვნელოვანი თქვენს კომპიუტერსა თუ სმარტფონში. ეს ხდება იშვიათად, მაგრამ უკეთესია მზად იყოთ ასეთ სიტუაციებში. ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ არ უნდა დაკარგოთ ძვირფასი ინფორმაცია და როგორ უნდა აღადგინოთ ის.

  • 7 საინტერესო ფაქტი მობილური ტელეფონების შესახებ

    მობილური ტელეფონის გამოჩენა, კაცობრიობის ერთ—ერთი საუკეთესო მიღწევაა. დღეს ჩვენ გაგაცნობთ, რამოდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც უკავშირდება ამ არაჩვეულებრივ საინჟინრო შედევრს.

comments powered by HyperComments