როგორ აღვადგინოთ მონაცემები თქვენს კომპიუტერზე, სმარტფონზე, ტაბლეტზე და მეხსიერების ბარათზე

თუ თქვენ  დაგჭირდათ მონაცემთა აღსადგენი პროგრამა, მაშინ, თქვენ დაკარგეთ რაღაც ნამდვილად მნიშვნელოვანი თქვენს კომპიუტერსა თუ სმარტფონში. ეს ხდება იშვიათად, მაგრამ უკეთესია მზად იყოთ ასეთ სიტუაციებში. ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ არ უნდა დაკარგოთ ძვირფასი ინფორმაცია და როგორ უნდა აღადგინოთ ის.

როგორ არ უნდა დავკარგოთ მონაცემები:

თქვენ არ დაგჭირდებათ დროის კარგვა მონაცემების აღსადგენ  პროგრამებზე, თუ თქვენ წინასწარ იზრუნებთ მნიშვნელოვანი მონაცემების შენახვაზე. სარეზერვო კოპირების შექმნა ძალიან კარგი ჩვევა და საუკეთესო გზაა, რათა დაზოგეთ ფული, დრო და ნერვები.

დროის და ფულადი სახსრების უქონლობის გამო 15 წლის წინ ძალიან ბევრი ადამიანი არ ქმნიდა სარეზერვო კოპირებას. მყარ დისკებს და ფლეშ ბარათბს ძალიან ცოტა ტევადობა ჰქონდათ და ამასთანავე ფასიც ძალიან ძვირი იყო, ბლანკები —  იყვნენ მოუხერხებენი და ისინიც არ გამოირჩეოდნენ სიიაფით, არც ჩაწერის სიჩქარე  იყო დიდი. ხოლო ახლა კი ორი ბურგერის ფასად შეგიძლიათ იყიდოთ ტევადი და მაღალი სიჩქარის მეხსიერების ბარათები. ღრუბლის (cloud) გამოყენებით კი ეს ფლეშ ბარათებიც არ დაგჭირდებათ, ერთი დაკლიკვით შეინახავთ თქვენთვის სასურველ აპლიკაციას თუ ფაილს, საკმარისია დააყენოთ (cloud) აპლიკაცია თქვენს კომპიუტერზე ან სმარტფონზე. 

მომხმარებელი ირჩევს ფოლდერებს სინქრონიზაციისთვის, რის შემდეგაც ღრუბელზე კოპირება მოხდება ადამიანის ჩარევის გარეშე.

ექსტრემალურ სიტუაციებში, თქვენ შეხვალთ ღრუბელში და აირჩევთ სასურველ ფაილს.

მიუხედავად იმისა, რომ cloud გაძლევთ მონაცემთა შენახვისა და მაქსიმალურად დაცვის საშუალებას, თქვენთვის ძვირფას ინფორმაცაზე გარანტირებულ წვდომისთვის, უმჯობესია მივყვეთ «3–2–1» წესს.

ეს ნიშნავს:

სამი ეგზემპლარი: ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა იყოს შენახული სამ ეგზემპლარად.

ორი სახის მედია: მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესანახად, უმჯობესია გამოიყენოთ მინიმუმ ორი სხვადასხვა მეთოდი. ეს კეთდება თავის დაზღვევის მიზნით, ყველამ კარგად ვიცით, რომ ღრუბელთან  წვდომა მხოლოდ ინტერნეტით არის შესაძლებელი. ამიტმაც თუ თქვენ ხართ ისეთ ადგილას, სადაც არ არის ინტერნეტი, დაგჭირდებათ ისეთი მოწყობილობა, რომელიც მუშაბს ინტერნეტის გარეშე. ამისათვის იდეალური ვარიანტია, მყარი დისკი და ფლეშ მეხსიერების ბარათი.

ერთი ასლი ინახება დისტანციურად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ორი ფლეშ ბარათი. ორივე გედოთ ჩანთაში და  დაკარგეთ. იმ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, სადაც ყველა კვერცხი ერთ კალათაში ინახება, თქვენ უნდა მიმართოთ ღრუბელს, იგი იდეალური საშალებაა  დისტანციურად შენახვისთვის.

თუმცა, თქვენ მაინც დაიზარებთ სარეზერვო კოპირების შექმნას, ამიტომაც გადავიდეთ მონაცემთა აღსადგენ პროგრამებზე.

გაეცანით წინასწარ:

მონაცემთა აღსადგენ პროგრამების თავისებურება ისაა, რომ ისინი საჭიროებენ რამოდენიმე ხანს რათა გაეცნოთ წინასწარ. უმჯობესია გაეცნოთ პროგრამას სანამ დააყენებთ კომპიუტერზე.

დემო ვერსიების ფუნქციონირება, როგორც წესი, იმდენად შეზღუდულია, რომ ფაქტიურად არ გაძლევთ საშუალებას, სრულად განახორციელოთ აღდგენის პროცესი.

არსებობენ კარგი, უფასო აღსადგენი პროგრამები, მაგრამ თქვენ არ უნდა დაეყრდნოთ მხოლოდ მათ. ამა თუ იმ პროგრამის ეფექტურობა დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე. უფასო პროგრამები შეიძლება არ გამოგადგეთ ზუსტად თქვენს სიტუაციაში და შემდეგ მოგიწევთ ფასიანი პროგრამის დაყენება.

მონაცემთა აღსადგენი პროგამების საშუალო ფასი მერყეობს 30-40 დოლარამდე. რაც დღევანდელი კურსით ძალიან ბევრია. ასეთი ფასი აიხსნება იმით, რომ ამ პროგრამების დავალებაა, აღადგინოს ძვირფასი ფაილები, იმ ადამიანისთვის, რომელიც ყველანაირად ეცდება მათ აღდგენას.

ფაილებისა და მონაცემების აღსადგენი პროგრამები

ყველაზე პოპულარული:

TestDisk — უფასო უტილიტი, ღია გამსვლელი კოდით, მუშაობს ყველა არსებული დესკტოპ სისტემებზე (Windows, Linux, xBSD, OS X). კონკრეტულად სურათების აღსადგენი პროგრამაა —  PhotoRec

Recuva არის კიდევ ერთი ტიტანი მონაცემების  აღდგენისთვის, ( თავსებადია Windows-თან)

Data Recovery Wizard (Windows, OS X, Android, iOS) — უტილიტი, რომელიც აღადგენს მონაცემებს, არა მარტო კომპიუტერში არამედ მობილურ ოპერაციულ სისტემებშიც. გთხოვთ გაითვალისწინოთ, მონაცემთა აღსადგენად Android და iOS მოწყობილობებისთვის თქვენ დაგჭირდებათ კომპიუტერი Windows ან Mac სისტემით.

სხვა აღსადგენი უტილიტები:

 Disk Drill

 Data Rescue

 GetDataBack

 IsoBuster

სხვა უტილიტები os x- ისთვის:

 Disk Drill

 Data Rescue

 FileSalvage( Camere Salvagepro ფოტოს აღსადგენი)

 Data Recovery Guru( Photo Recovery Guru ფოტოს აღსადგენი)

Android და ios უტილიტები:

 Android Data Recovery

 Iphone Data Recovery

 

 

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • 5 პოპულარული პროგრამა, რომელიც არ უნდა დააყენოთ თქვენს Android მოწყობილობაზე

    Google Play დღეს დღეობით გთავაზობთ ათასობით აპლიკაციას, ამიტომაც მათ შორის საჭირო პროგრამის მოძებნა არც თუ ისე ადვილია. ასეთ სიტუაციაში, მომხმარებელთა უმრავლესობა ორიენტირდება გადმოწერისა და რეიტინგის მიხედვით. ყოველთვის უნდა დაუჯეროთ ამ მაჩვენებლებს? არა! ამ სტატიაში ჩვენ შეგირჩიეთ ხუთი ბესტსელერი Google Play- ის კატალოგიდან, რომელთა გადმოწერაც არ ღირს.

  • როგორ ჩავიწეროთ ნებისმიერი აპლიკაცია google play-დან

    Ios სისტემისგან განსხვავებით, Android სისტემის მქონე ტელეფონებს, არ აქვთ წვდომა ძალიან ბევრ აპლიკაციაზე, რადგანაც საქართველო არ არის შესული,იმ ქვეყნებს შორის რომეთაც შეუძლიათ ფასიანი აპლიკაციების გადმოწერა.

     


  • 9 სასარგებლო პროგრამა Android-ისთვის, რომელსაც თქვენ ვერ იპოვით Google Play-ზე

    როგორც წესი, თუ ჩვენ გვჭირდება რომელიმე პროგრამა, ჩვენ შევდივართGoogle Play-ში. ჩვენ ვთვლით, რომ რამოდენიმე ათას აპლიკაციას შორის, მოიძებნება ისიც რაც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ესე არ არის. არსებობს უამრავი კარგი პროგრამა, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ არისGoogle Play კატალოგში. ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ  რამდენიმე მათგანს.

  • Raspberry Pi: ყველაზე პოპულარული მიკროკომპიუტერი

    მოვიდა დრო, რომ გაეცნო ყველაზე სენსაციურ კომპიუტერს ბოლო წლების განმავლობაში. არა, ეს არ არისMac, მაგრამ ის არის ბევრად უფრო სასარგებლო და საინტერესო, მისი სახელია«Raspberry Pi». მოდი გავიგოთ რით არის იგი  გამორჩეული!

comments powered by HyperComments