9 სასარგებლო პროგრამა Android-ისთვის, რომელსაც თქვენ ვერ იპოვით Google Play-ზე

როგორც წესი, თუ ჩვენ გვჭირდება რომელიმე პროგრამა, ჩვენ შევდივართ Google Play-ში. ჩვენ ვთვლით, რომ რამოდენიმე ათას აპლიკაციას შორის, მოიძებნება ისიც რაც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ესე არ არის. არსებობს უამრავი კარგი პროგრამა, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ არის Google Play კატალოგში. ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ  რამდენიმე მათგანს.

 

ქვემოთ აღნიშნული პროგრამების დასაყენებლად ,საჭიროა შეხვიდეთ პარამეტრებში და გააქტიუროთ"უცნობი წყაროებო" (неизвестных источник) (unknown sources)

 

 

Amazon underground

Amazon Underground, Google Play-ის შემდეგ არის ყველაზე პოპულარული, აპლიკაციების კატალოგი. მიუხედავად იმისა, რომ ის Google Play ისთან შედარებით ნაკლებად ცნობილია, იგი შეიცავს ყველასთვის ნაცნობ პროგრამებს. ასე რომ, თქვენ ყოველთვის შეგიძლით გამოიყენოთ იგი, როგორც ალტერნატიული კატალოგი. და კიდევ Amazon Underground-ს აქვს ბევრი აქციები, რომელთა საშუალებით თქვენ შეგეძლებათ ჩაიწეროთ უამრავი ფასიანი აპლიკაცია, სრულიად უფასოდ.

 

Xposed Framework Installer

Xposed Framework ეს არის სპეციალური პროგრამა, დიდი რაოდენობით უტილიტებთან სამუშაოდ. იგი განკუთვნილია, ოპერატიულ სისტემაში, კოსმეტიკური ან ფუნქციური ცვლილებების შესატანად. მის დასაყენებლად საჭიროა root access.

Mixplorer

ზოგიერთ მომხმარებლებს მიაჩნიათ, რომ  MiXplorer არის ყველაზე სწრაფი, ლამაზი და ფუნქციონალური ფაილების მენეჯერი ანდროიდ სისტემისთვის. ამ პროგრამასთან გაცნობის შემდეგ შეიძლება თქვენც იგივე აზრი გაგიჩნდეთ. გარდა ამისა, MiXplorer არის სრულიად უფასო და არ შეიცავს რეკლამებს.

 

Videoder

Videoder ავტორი ამბობს, რომ მის პროგრამას 20 მილიონი მომხმარებლი ჰყავს. მოდით ყურადღება არ მივაქციოთ იმას სიმართლეა ეს თუ არა, რადგანაც პროგრამა მართლაც სასარგებლოა. მისი დახმარებით, YouTube-დან თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ არამხოლოდ ვიდეოები სასურველ ხარისხში, არამედ შეინახოთ აუდიო ტრეკები, Mp3 ფორმატში.

 

ViPER4Android

თუ თქვენ გაქვთ სმარტფონი Android სისტემით და ხართ კარგი ხმის მოყვარული, მაშინ ეს პროგრამა აუცილებლად დაგაინტერესებთ. ფაქტიურად, ეს არის ძალიან ბევრი ეფექტის მქონე  ექვალაიზერი. მის შესასწავლად რამოდენიმე საათი და კარგი სმენა არის საჭირო, როდესაც ისწავლით მასთან მუშაობას, ნებისმიერი მუსკალური ფლეერი თქვენს სმარტფონზე იდეალურად გაიჟღერებს.

 

Tubemate

გარკვეული მიზეზების გამო Google კატალოგში არ არის YouTube-დან ჩამწერი აპლიკაციები. სწორედ ამიტომ TubeMate გადმოწერა მხოლოდ სხვა საიტებიდან არის შესაძლებელი. და ეს ამად ნამდვილად ღირს, რადგან თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეინახოთ YouTube-დან ნებისმიერი ვიდეო სასურველი ხარისხში.

Adaway

AdAway გაძლევთ საშუალებას გაანადგუროთ რეკლამები თქვენს Android მოწყობილობაზე. თქვენ უბრალოდ აინსტალირებთ ამ აპლიკაციას, აჭერთ მხოლოდ ერთ ღილაკს და სამუდამოდ ემშვიდობებით რეკლამური ბანერების გამოჩენას, თქვენს სმარტფონში.

 

Modbro

Mobdro გაძლევთ საშუალებას ნახოთ დიდი რაოდენობით სატელიტური და საკაბელო არხები. ისინი მოხერხებულად არიან განლაგებული ქვეყნის და თემების მიხედვით, საყვარელი არხი შეგიძლიათ რჩეულებში შეინახოთ . პრემიუმ ვერსია საშუალებას გაძლევთ ჩაწეროთ TV გადაცემები.

Scr Screen Recorder

მე არ ვიცი, რატომ წაიშალა Google Play-ზე ეს შესანიშნავი პროგრამა. SCR Screen Recorder არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს, მხოლოდ იწერს იმას თუ რა ხდება, სმარტფონის ან პლანშეტის ეკრანზე. ეს არის ეგრეთწოდებული (screencast). კონკურენტებისგან განსხვავებით, პროგრამა შეგიძლიათ დააყენოთ ნებისმიერ Android ვერსიაზე, დაწყებული 4.0.-დან.

loading...

მსგავსი სტატიები

  • როგორ ჩავიწეროთ ნებისმიერი აპლიკაცია google play-დან

    Ios სისტემისგან განსხვავებით, Android სისტემის მქონე ტელეფონებს, არ აქვთ წვდომა ძალიან ბევრ აპლიკაციაზე, რადგანაც საქართველო არ არის შესული,იმ ქვეყნებს შორის რომეთაც შეუძლიათ ფასიანი აპლიკაციების გადმოწერა.

     


  • 5 პოპულარული პროგრამა, რომელიც არ უნდა დააყენოთ თქვენს Android მოწყობილობაზე

    Google Play დღეს დღეობით გთავაზობთ ათასობით აპლიკაციას, ამიტომაც მათ შორის საჭირო პროგრამის მოძებნა არც თუ ისე ადვილია. ასეთ სიტუაციაში, მომხმარებელთა უმრავლესობა ორიენტირდება გადმოწერისა და რეიტინგის მიხედვით. ყოველთვის უნდა დაუჯეროთ ამ მაჩვენებლებს? არა! ამ სტატიაში ჩვენ შეგირჩიეთ ხუთი ბესტსელერი Google Play- ის კატალოგიდან, რომელთა გადმოწერაც არ ღირს.

  • როგორ აღვადგინოთ მონაცემები თქვენს კომპიუტერზე, სმარტფონზე, ტაბლეტზე და მეხსიერების ბარათზე

    თუ თქვენ  დაგჭირდათ მონაცემთა აღსადგენი პროგრამა, მაშინ, თქვენ დაკარგეთ რაღაც ნამდვილად მნიშვნელოვანი თქვენს კომპიუტერსა თუ სმარტფონში. ეს ხდება იშვიათად, მაგრამ უკეთესია მზად იყოთ ასეთ სიტუაციებში. ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ არ უნდა დაკარგოთ ძვირფასი ინფორმაცია და როგორ უნდა აღადგინოთ ის.

  • Raspberry Pi: ყველაზე პოპულარული მიკროკომპიუტერი

    მოვიდა დრო, რომ გაეცნო ყველაზე სენსაციურ კომპიუტერს ბოლო წლების განმავლობაში. არა, ეს არ არისMac, მაგრამ ის არის ბევრად უფრო სასარგებლო და საინტერესო, მისი სახელია«Raspberry Pi». მოდი გავიგოთ რით არის იგი  გამორჩეული!

comments powered by HyperComments