Raspberry Pi: ყველაზე პოპულარული მიკროკომპიუტერი

მოვიდა დრო, რომ გაეცნო ყველაზე სენსაციურ კომპიუტერს ბოლო წლების განმავლობაში. არა, ეს არ არის Mac, მაგრამ ის არის ბევრად უფრო სასარგებლო და საინტერესო, მისი სახელია "Raspberry Pi". მოდი გავიგოთ რით არის იგი  გამორჩეული!

ჩინეთში აღნიშნული მოდელი, Raspberry Pi 2  თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ 32$  (ოფიციალურ მიმწოდებელთან კი — 50$ გადაზიდვის ჩათვლით). ჩემი აზრით საკმაოდ ჰუმანური ფასი აქვს ასეთ მრავალფუნქციურ მოწყობილობას.

ვიზუალი და მახასიათებლები:

გარეგნულად, Raspberry Pi 2 არც თუ ისე დიდი დაფაა, ცოტათი დიდია ვიდრე საბანკო ბარათი, მისი მონაცემებია Quad-core ARM Cortex-A7 900 MHz სიხშირით. სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ მისი მონაცემები, "ჩაშენებული" უტილიტების გამოყენებით, გარდა ამისა დაფაზე დადუღებულია გიგაბაიტიანი მეხსიერება, რომლიდანაც შეგიძლიათ გამოყოთ 128 მეგაბაიტი, ვიდეობირთვის მუშაობისთვის.

პროცესორი: ARM Cortex-A7

სიხშირე: 0.9 GHz

ბირთვების რაოდენობა: 4

RAM: 1 GB

გრაფიკული chipset: ინტეგრირებული VideoCore IV 3D

ხმის კონტროლერი: ინტეგრირებული

გარე პორტები: 4 USB, 1 HDMI, 1 Audio Jack (Mic/out), 1 LAN

წამკითხველი ბარათ: microSD

საჭირო ძაბვა: 5 V  microUSB 1 amp/12 V, 2 გავლით დამხმარე plug

დამატებითი: Camera ინტერფეისით (CSI) Display (DSI), 40 GPIO ქინძისთავები.

ვიდეო გამომსვლელი — HDMI. RCA-ს ანალოგი, რომელიც გააჩნდა წინა ვერსიებს, (კაბელის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ გამოიყვანოთ ანალოგური სიგნალი, ძველ ტელევიზორზე 3.5 mm Jack-ის მეშვეობით). დაფა  აღჭურვილია ოთხი USB სლოტით. თითოეულ პორტს შეუძლია 1.2 ა. მდე დენის მიწოდება. თუმცა, ამისათვის საჭიროა,რომ მას მიეწოდოს 2 A კვების ბლოკიდან.თუ ასეთი ძალა არ გჭირდებათ ,Raspberry Pi 2 შეგიძლიათ შეაერთოთ ჩვეულებრივ კომპიუტერის USB პორტში 2,5 (5 V × 0.5) სიმძლავრით.

ქვედა მხარეს ჩვენს მიერ განხილვად მოდელს, პირველი თაობისგან განსხვავებით, გააჩნია microSD (ოდესღაც მხოლოდ SD ჰქონდა). ზუსტად ეს flash ბარათია მთავარი სისტემის გამშვები და ჩამწერი მოწყობილობა. სამწუხაროდ, Raspberry Pi 2 არ აქვს უკაბელო ინტერფეისი, აღჭურვილია  მხოლოდ Ethernet, მიუხედავად იმისა, თქვენ შეგიძლიათ შეაერთოთ Wi-Fi მოდემი.

უპირველეს ყოვლისა, რითაც განსხვავდება Raspberry  ჩვეულებრივ კომპიუტერისგან, ისაა რომ თქვენ შეგიძლიათ შეუერთოთ (CSI) კამერა და (DSI) დისფლეი. ორივე პერიფერიული მოწყობილობება იმუშავებს უშუალოდ ვიდეობირთვთან და პროცესორთან.

მოწყობილობა იყიდება ორიგინალურ ყუთში, რომელსაც მოხმარების ინსტრუქცია, ჭანჭიკები, ქულერი და აკრილის კორპუსი მოყვება.

         

                  ყუთი                           სტანდარტული კომპლექტი                      გაფართოებული კომპლექტი

ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა

მთავარი განსხვავება Raspberry-ისა და ბევრ განვითარებულ, ერთდაფიან კომპიუტერებს შორის ისაა, რომ მას აქვს Cubietruck და SATA, მხარდაჭერა.

Raspberry-ის ოფიციალურ ოპერაციულ სისტემად ითვლება Debian — Raspbian. ახლა უკვე მას გააჩნია ჩამონტაჟებული აპლიკაციების მარკეტი, ასე რომ, მისი გამოყენება არ არის რთული. Raspberry Pi -ის ოფიციალურ საიტზე  Raspbian-ის გარდა, თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ რამდენიმე Linux-ის დისტრიბუტივა: Debian Wheezy, Ubuntu MATE, Fedora Remix.

Raspbian-ს გააჩნია მხოლოდ რამდენიმე ძირითადი სამუშაო პროგრამა. სხვა მოდელებს უფრო მეტი ფუნქციები აქვს, მაგრამ არსებობს ერთი, მნიშვნელოვანი ნიუანსი: შეგიძლიათ იმუშავოთ მხოლოდ ARM ვერსიის პროგრამებთნ. მოწყობილობის პროდუქტიულობა და ფუნქციონალური თვისებები საკმარისია იმისათვის, რომ Raspberry Pi 2 გამოიყენოთ, როგორც ჩვეულებრივი საოფისე კომპიუტერი. Pi 2-ის შესანიშნავი ვიდეობირთვის წყალობით, შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც სახლის მედია სერვერი: ჩიპის სიმძლავრე საკმარისა 1080p ვიდეო დეკოდირებისათვის. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ორი მედიაცენტრის პრობრამა: OpenELEC და OSMC.

მას გააჩნია საკმარისი პროდუქტიულობა PC და PlayStation 1 ემულაციისთვის RetroPie-ს გამოყენებით. სხვათა შორის, ზოგ Raspbian-ს გააჩნია სპეციალური Minecraft და  Wolfram Mathematica-ის უფასო ვერსია.

loading...

მსგავსი სტატიები

  • როგორ ჩავიწეროთ ნებისმიერი აპლიკაცია google play-დან

    Ios სისტემისგან განსხვავებით, Android სისტემის მქონე ტელეფონებს, არ აქვთ წვდომა ძალიან ბევრ აპლიკაციაზე, რადგანაც საქართველო არ არის შესული,იმ ქვეყნებს შორის რომეთაც შეუძლიათ ფასიანი აპლიკაციების გადმოწერა.

     


  • კიდევ ერთი გზა იმისათვის, რომ გახდეთ პროგრამისტი

    კომპანიაWolfram გამოუშვა უნივერსალური პრგრამული კომპლექსიWolfram Programming Lab გამოთვლითი აზროვნება განვითარებასა დაWolfram ენაზე პროგრამირების გამოყენების სწავლებისათვის. ახლა უკვე ახალბედებსაც შეუძლიათ პროგრამების დაწერა, სამეცნიერო და საზოგადო ამოცანების ამოხსნისათვის.

  • როგორ აღვადგინოთ მონაცემები თქვენს კომპიუტერზე, სმარტფონზე, ტაბლეტზე და მეხსიერების ბარათზე

    თუ თქვენ  დაგჭირდათ მონაცემთა აღსადგენი პროგრამა, მაშინ, თქვენ დაკარგეთ რაღაც ნამდვილად მნიშვნელოვანი თქვენს კომპიუტერსა თუ სმარტფონში. ეს ხდება იშვიათად, მაგრამ უკეთესია მზად იყოთ ასეთ სიტუაციებში. ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ არ უნდა დაკარგოთ ძვირფასი ინფორმაცია და როგორ უნდა აღადგინოთ ის.

  • 9 სასარგებლო პროგრამა Android-ისთვის, რომელსაც თქვენ ვერ იპოვით Google Play-ზე

    როგორც წესი, თუ ჩვენ გვჭირდება რომელიმე პროგრამა, ჩვენ შევდივართGoogle Play-ში. ჩვენ ვთვლით, რომ რამოდენიმე ათას აპლიკაციას შორის, მოიძებნება ისიც რაც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ესე არ არის. არსებობს უამრავი კარგი პროგრამა, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ არისGoogle Play კატალოგში. ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ  რამდენიმე მათგანს.

comments powered by HyperComments