დიეტა 6 ფურცელა

დიეტა 6 ფურცელა ძალიან ორიგინალური და მხიარული მეთოდიკაა,  დაიკლებთ 4-5  კილოგრამს. ამ დიეტას ბევრი უპირატესობა აქვს. გრძელდება 1 კვირა და არცერთი დღე არგავს ერთმანეთს, ამიტომ არ არის მოსაბეზრებელი.

პირველ დღეს ორგანიზმი ივსება ცილებით და ომეგა 3-ით, რომელიც ხელს უწყობს  კუჭის მოქმედებას.

მეორე დღეს მოგეხსნებათ შიმშილის შეგრძნება.

მესამე დღეს ცხიმი იწყებს ორგანიზმიდან გამოსვლას.

მეოთხე დღეს ფაფები ხელს უწყობს შლაკების გამოდევნას ორგანიზმიდან.

რძის ნაწარმი კი ხელს უწყობს კალცის შევსებას ორგანიზმში, რაც აუცილებელია ჯანმრთელობისათვის.

ბოლო მეექვსე ხილის დღე კი ორგანიზმს აძლევს ძალას და ავსებს ვიტამინებით.

დახატეთ  6 ფურცელი, 2 ჯერ მეტად დასუსტდებით.

ქალი-დიეტოლოგი რომელმაც შეიმუშავა ეს დიეტა დარწმუნებულია მის ეფექტიანობაზე. ის გვთავაზობს გავაკრათ მაცივარზე 6 ფურცალი, დავაწეროთ ის რაც უნდა მივირთვათ და შედეგებიც,  ასე თავს უფრო ვაკონტროლებთ. ყოველი დღის გასვლის შემდეგ მოვხიოთ თითო ფურცელი და კვირის ბოლოს ძალიან ბედნიერად ვიგრძნობთ თავს.

მენიუ 6 ფურცელა

მოდით დავალაგოთ პუნქტებად

 

პირველი დღე მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი თევზი,   300 - 500 გრ. დღის განმავლობაში, მარილი სასურველია ამოვიღოთხოლო მწვანილი და სუნელები შეიძლება. სითხეებიდან შეგვიძლია - მწვანე ჩაი უშაქრო და გაზგასული მინერალური წყალი.

 

 

 

მეორე დღე - უნდა იყოს ბოსტნეული. შეგიძლიათ თვითონ აირჩიოთ, მაგრამ რეკომენდირებულია: კომბოსტო, ბროკოლი, კიტრი, პომიდორი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა. შეგვიძლია მივირთვათ როგორც სალათები და გავუკეთოთ ცოტა ზეთი. შეგიძლიათ დააბლენდეროთ და მიირთვათ ბოსტნეული როგორც სოკი.

 

 

 

მესამე დღე - არის ქათამი. შეგვიძლია ნებისმიერი ქათმის ნაწილი, მაგრამ რეკომენდირებულია ქათმის გულ-მკერდი. (500გრ.) შეგიძლიათ მოხარშოთ, მოთუშოთ, გაუკეთოთ სუნელები. სითხე როგორც პირველ დღეს.

 

 

 

 

 

მეოთხე დღე - წყალზე დამზადებული ფაფები. შვრია, წიწიბურა. ბრინჯი. დალიეთ წყალი და მწვანე ჩაი.

 

 

  

 

 

მეხუთე დღე - არის ხაჭო 5% - იანი შეგვიძლია მივირთვათ 400-500 გრ. შეიძლება იოგურტი, უშაქრო და უცხიმო რძე და კეფირი.

 

 

 

 

 

მეექვსე დღე - როგორც იქნა ხილი 1კგ. დღეში, შეგვიძლია მივცეთ თავს ამის საშუალება. ასევე გრეიფუტი, ვაშლი და კივი. შეგვიძლია დავაბლენდეროთ და ისე მივირთვათ.

 

 

გავიდა 6 დღე და მოვხიეთ ექვსივე ფურცელი, უნდა შევისვენოთ ერთი კვირა და შეგვიძლია გავაგრძელოთ.

დიეტის შემდეგ არ უნდა მივირთვათ მაღალკალორიული საკვები. სასურველია თევზი , ქათამი, ბოსტნეული, ხილი.

 

 

 

 

 
loading...

მსგავსი სტატიები

  • დიეტა 10 — პროდუქტი

    ზოგჯერ ძალიან რთულია ამოირჩიო კარგი და ეფექტური დიეტა, რადგან ძალიან ბევრი შემოთავაზებაა სოციალურ ქსელში. ზოგი დიეტა აზიანებს ორგანიზმს, ზოგს სქელი საფულე სჭირდება, ზოგიც მოსაბეზრებელია და ფსიგოლოგიურადაც მოქმედებს ადამიანებზე თუ შენც ასე ფიქრობ ეს დიეტა შენთვისაა.

  • კეფირის დიეტა სწრაფი შედეგით

    კეფირის დიეტა გამოცდილია წლებით, ეს ერთ - ერთი დიეტაა რომლითაც შეგვიძლია სწრაფად დაკლება. ეს დიეტა არ არის რეკომენდირებული მათთვის ვისაც კუჭის დაავადებები  აქვთ. 

  • ბრინჯის დიეტა

    დღეს იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც არ ყოფილა დიეტაზე ან არ უცდია დიეტის დაცვა. მამაკაცები და განხაკუთრებით მანდილოსნები, ყოველთვის ცდილობენ სასურველი სხეულის ფორმა ჰქონდეთ, ამიტომაც ისინი ზოგჯერ საკუთარი ხერხებით, ხშირ შემთხვევაში კი უკვე გამოცდილი ადამიანების რჩევებით იცავენ სხვადასხვა სახის დიეტებს.

  • რამდენ ხანს უნდა დარჩეთ დიეტაზე იმ მიზნით, რომ ისევ არ მოიმატოთ წონაში

    შენარჩუნებისგან განსხვავებით წონის დაკარგვა უფრო ადვილია. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რამდენ ხანს უნდა იყოთ ამა თუ იმ დიეტაზე ისე, რომ არ დაიბრუნოთ დაკარგული კილოგრამები.

comments powered by HyperComments