ღრმად სუნთქვა, ბევრად უკეთესია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ

როდესაც ჩვენ ღრმად ვსუნთქავ, ჩვენი ფილტვები, მაქსიმალურად ფართოვდება და დიაფრაგმა იწყებს აქტიურად მუშაობას. რატომ არის მნიშვნელოვანი ღრმად სუნთქვა (განსაკუთრებით ზრდასრულებში), მოგიყვებით ამ სტატიაში.

სინამდვილეში, როდესაც ადამიანები საუბრობენ, ღრმა სუნთქვაზე, ეს უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით: ჰაერი უნდა ჩავიდეს ფილტვების ყველაზე ქვედა ნაწილში. საუბარია დიაფრაგმულ სუნთქვაზე, როდესაც ფილტვები მაქსიმალურად ფართოვდება.

ანატომიის მოკლე ექსკურსია

დიაფრაგმა — გუმბათისებრი ფორმის კუნთი, იგი ასრულებს ტიხრის ფუნქციას გულმკერდისა და მუცლის ღრუს შორის  (მწვანე ხაზი ქვედა სურათზე).

დიაფრაგმის ამ პოზიციას არსებითად შეუძლია შეცვალოს შინაგანი ორგანოების მდგომარეობა.

ჩასუნთქვის დროს, როდესაც დიაფრაგმა იკუმშება ის ადგილს ანთავისუფლებს ფილტვებისთვის, იმისათვის, რომ მათ შეძლონ გაფართოება (სასუნთქი ფუნქცია). ამის შემდეგ გული და თირკმლები გადაინაცვლებენ ქვევით, ხოლო ამოსუნთქვისას უბრუნდებიან საწყის (ზედა) პოზიციას. ეს მოძრაობა არის მნიშვნელოვანი შიდა ორგანოებისთვის, იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას (გულ-სისხლძარღვთა ფუნქცია)

დიაფრაგმა ასევე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საკვების მონელებას (საჭმლის გადამამუშავებელი ფუნქცია).

დიაფრაგმის მოძრაობა ახდენს გავლენას ყველა ახლომდებარე ორგანოზე. ყოველი ღრმა ჩასუნთქვის დროს, თქვენ თითქოს მასაჟს უკეთებთ მათ. დიაფრაგმის კუნთები ასევე დადებით ზეგავლენას ახდენენ ხერხემალზე.

დიაფრაგმის კუნთი იკავებს დიდ ადგილს, მაგრამ არსებით როლს თამაშობს, სხეულის ფუნქციონირებაში. ჩასუნთქვის დროს ის იყენებს, ფილტვების მაქსიმალურ მოცულობას. ხელს უწყობს ტანის ფუნქციონირებას, სისხლის მიწოდებას, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების სწორად მუშაობას, ისევე, კისრის და სამწვერა ნერვის მუშაობას. დიაფრაგმა გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და ლიმფურ სისტემებზე. ის აკონტროლებს მთელი სხეულის მუშაობას.

პრობლემა

ბავშვობაში, როდესაც ჩვენ ვხტუნაობთ, ვყვირით, ვმღერით, დიაფრაგმა იღებს დიდ დატვირთვას და კარგად ფუნქციონირებს. მაგრამ ასაკთან ერთად, ნაკლებად აქტიურნი ვხდებით, ემოციის გამოხატვისაგან ვიკავებთ თავს. დიაფრაგმის ტონუსი მცირდება. ზრდასრული ადამიანის ნორმალური დიაპაზონი გადაადგილება (12-15 სანტიმეტრით) ჩვეულებრივ მცირდება ორ ან მეტჯერ,

პრობლემის გადაჭრა

დიაფრაგმა არის მხოლოდ კუნთი, რომლის ტონუსზეც შეიძლება მუშაობა. შემოგთავაზებთ რამოდენიმე მარტივ ვარჯიშს

მუცელზე ყურადღების მიქცევა

ერთი ხელი დაიდეთ მკერდზე ხოლო მეორე მუცელზე და ისუნთქეთ მაქსიმალურად ღრმად, ისე რომ, ჩასუნთქვის დროს გაგებეროთ მუცელი, ხოლო გულმკერდი დარჩეს იგივე პოზიციაზე. გააკეთეთ 10-დან 20-მდე ჩასუნთქვა. თუ თქვენ ხართ მიჩვეული მკერდით სუნთქვას, თავიდან ცოტა ძნელი იქნება გულმკერდის ერთ პოზიციაში გაჩერება, მაგრამ ეს უნარი ვითარდება საკმაოდ სწრაფად — მაშინვე, როგორც კი კარგად იგრძნობთ დიაფრაგმას.

გულმკერდზე ყურადღების მიქცევა

ჩაისუნთქეთ ღრმად, ისე, რომ მუცელი მთლიანად დაპატარავდეს. ამოსუნთქვისას კიდევ უფრო შეკუმშეთ მუცელი და კიდევ ჩაისუნთქეთ, შემდეგ ამოსუნთქვაზე დაისვენეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.

დიაფრაგმის ვარჯიშის დამატებითი ბონუსი ისაა, რომ თქვენ გამოგიმუშავდებათ კარგი ხმა, რომელიც კიდევ უფრო თავდაჯერებულს გაგხდით.

loading...

მსგავსი სტატიები

  • დიეტა 10 — პროდუქტი

    ზოგჯერ ძალიან რთულია ამოირჩიო კარგი და ეფექტური დიეტა, რადგან ძალიან ბევრი შემოთავაზებაა სოციალურ ქსელში. ზოგი დიეტა აზიანებს ორგანიზმს, ზოგს სქელი საფულე სჭირდება, ზოგიც მოსაბეზრებელია და ფსიგოლოგიურადაც მოქმედებს ადამიანებზე თუ შენც ასე ფიქრობ ეს დიეტა შენთვისაა.

  • დიეტა 6 ფურცელა

    დიეტა 6 ფურცელა ძალიან ორიგინალური და მხიარული მეთოდიკაა,  დაიკლებთ 4-5  კილოგრამს. ამ დიეტას ბევრი უპირატესობა აქვს. გრძელდება 1 კვირა და არცერთი დღე არგავს ერთმანეთს, ამიტომ არ არის მოსაბეზრებელი.

  • კეფირის დიეტა სწრაფი შედეგით

    კეფირის დიეტა გამოცდილია წლებით, ეს ერთ - ერთი დიეტაა რომლითაც შეგვიძლია სწრაფად დაკლება. ეს დიეტა არ არის რეკომენდირებული მათთვის ვისაც კუჭის დაავადებები  აქვთ. 

  • როგორ მივიღოთ ყავის დალევით მაქსიმალური სარგებელი და სიამოვნება

    როგორ გავლენას ახდენს ტვინზე კოფეინი? მავნებელია თუ არა ყავის დალევა ვარჯიშის წინ? დაგეხმარებათ თუ არა გამოძინებაში? ამ და სხვა კითხვებზე პასუხი ნახეთ ჩვენს სტატიაში.

comments powered by HyperComments