ანანასის დიეტა

ანანასი დიდი ხანია აღარ ითვლება ეგზოტიკურ ხილად. მას მიირთმევენ, როგორც ტკბილეულს და არც კი ფიქრობენ მის სასარგებლო თვისებებზე. ანანასის დიეტა ძალიან ეფექტურია, ის კარგად წვავს ცხიმებს. ეს დიეტა გათვლილია 5 დღეზე და იკლებ 2-5 კილომდე.


ანანასი ითვლება დაბალკალორიულ ხილად. 100 გრ ანანასი შეიცავს 56 კ/კ-ას. ანანასიდან მიღებული ,,ბრომელაინის’’ ფერმენტი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.

ახლა ჩამოგითვლით ანანასის იმ თვისებებს, რითაც მან მოიხვეჭა სახელი:

აწესრიგებს კუჭნაწლავის მოქმედებას.

აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

აძლიერებს იმუნიტეტს.

იცავს ორგანიზმს ტრომბისაგან.

სამეცნიერო ექსპერიმენტები გვაჩვენებს, რომ ფერმენტი ბრომელაინის გამოყენება რომელიც არის ანანასში, ეფექტურია კიბოს დაავადებების მკურნალობის დროს. ამ ხილის დამატება კვების რაციონში ძალიან ეფექტურია კანისათვის, ფრჩხილებისათვის და თმისთვის.

5 დღიანი ანანასის დიეტა

ყოველ დღე დაიკლებთ 1 კილოგრამს. აუცილებელია ყოველ დღე მივიღოთ 2 ლიტრამდე წყალი. ამ სითხეში შედის აგრეთვე უშაქრო მწვანე ჩაი.

1 დღე

საუზმე: შვრიის ფაფა წყალზე დამზადებული. 100 გრ ანანასი და1 ჩ/კ თაფლი.

სადილი: 100 გრამი საქონლის ხორცი ან ქათმის ფილე (მოხარშული), პომიდორის სალათა, შეგვიძლია ცოტა ზეითუნის ზეთი დავამატოთ და ბოლოს დესერტად დავაყოლოთ 100 გრ ანანასი.

ვახშამი: ბოსტნეულის სალათა, 1 ნაჭერი შავი პური და ბოლოს გველოდება 100 გრამი ანანასი.

2 დღე

საუზმე: 1 ცალი მოხარშული კვერცხი.

1 ნაჭერი შავი პური.

100 გრ ანანასი.

სადილი:

100 გრ მოხარშული ბრინჯი.

100 გრ ანანასი.

მწვანე ჩაი უშაქრო ან ანანასის წვენი.

ვახშამი:

100 გრ მასა: უცხიმო ხაჭო, არაჟანი, რძე.

100 გრ ანანასი.

3 დღე

საუზმე: შვრიის ფაფას დავუმატოთ 1 ჩ/კ თაფლი. დესერტის სახით 100 გრ ანანასი.

სადილი: თევზი ორთქლზე ან ფოლგაში მომზადებული. კიტრის სალათი და 100 გრ ანანასი.

ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კარტოფილი. ბოსტნეულის სალათი და ტრადიციულად 100 გრ ანანასი.

4 დღე

საუზმე:

1 ცალი მოხარშული კვერცხი.

1 ნაჭერი შავი პური.

100 გრ ანანასი.

სადილი:

წიწიბურა წყალზე მომზადებული შეიძლება ცოტა მარილი.

1 ნაჭერი შავი პური.

100 გრ ანანასი.

ვახშამი:

100 გრ უცხიმო თევზი.

100 გრ ანანასი.

5 დღე

საუზმე: შვრიის ფაფა თაფლით.

100 გრ ანანასი.

სადილი: 100 გრ ქათმის გულ-მკერდი მოხარშული.

1 ცალი პომიდორი (შეიძლება კიტრიც)

100 გრ ანანასი.

ვახშამი: 100 გრ ქათმის გულ-მკერდი მოხარშული.

100 გრ ანანასი.

 

 

 

                                                   

                                        

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • დიეტა 10 — პროდუქტი

    ზოგჯერ ძალიან რთულია ამოირჩიო კარგი და ეფექტური დიეტა, რადგან ძალიან ბევრი შემოთავაზებაა სოციალურ ქსელში. ზოგი დიეტა აზიანებს ორგანიზმს, ზოგს სქელი საფულე სჭირდება, ზოგიც მოსაბეზრებელია და ფსიგოლოგიურადაც მოქმედებს ადამიანებზე თუ შენც ასე ფიქრობ ეს დიეტა შენთვისაა.

  • დიეტა 6 ფურცელა

    დიეტა 6 ფურცელა ძალიან ორიგინალური და მხიარული მეთოდიკაა,  დაიკლებთ 4-5  კილოგრამს. ამ დიეტას ბევრი უპირატესობა აქვს. გრძელდება 1 კვირა და არცერთი დღე არგავს ერთმანეთს, ამიტომ არ არის მოსაბეზრებელი.

  • კეფირის დიეტა სწრაფი შედეგით

    კეფირის დიეტა გამოცდილია წლებით, ეს ერთ - ერთი დიეტაა რომლითაც შეგვიძლია სწრაფად დაკლება. ეს დიეტა არ არის რეკომენდირებული მათთვის ვისაც კუჭის დაავადებები  აქვთ. 

  • ბრინჯის დიეტა

    დღეს იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც არ ყოფილა დიეტაზე ან არ უცდია დიეტის დაცვა. მამაკაცები და განხაკუთრებით მანდილოსნები, ყოველთვის ცდილობენ სასურველი სხეულის ფორმა ჰქონდეთ, ამიტომაც ისინი ზოგჯერ საკუთარი ხერხებით, ხშირ შემთხვევაში კი უკვე გამოცდილი ადამიანების რჩევებით იცავენ სხვადასხვა სახის დიეტებს.

comments powered by HyperComments