როგორ მივიღოთ ყავის დალევით მაქსიმალური სარგებელი და სიამოვნება

როგორ გავლენას ახდენს ტვინზე კოფეინი? მავნებელია თუ არა ყავის დალევა ვარჯიშის წინ? დაგეხმარებათ თუ არა გამოძინებაში? ამ და სხვა კითხვებზე პასუხი ნახეთ ჩვენს სტატიაში.

როგორ გავლენას ახდენს კოფეინი ჩვენს ტვინზე?

თუ ყავას ზომიერად დალევთ ის მოგიზღვავებთ ენერგიას, მაგრამ მისი გადაჭარბებული დალევით შესაძლოა მიიღოთ საპირისპირო ეფექტი: ძილიანობა, დაღლილობა და თუნდაც შფოთვა.

საქმე ადენოზინშია, რომელიც გროვდება ორგანიზმში და იწვევს ძილიანობას. კოფეინს აქვს ადენოზინის მსგავსი სტრუქტურა და ამიტომ ნაწილობრივ ბლოკავს მის მოქმედებას და გვეხმარება გამოვფხიზლდეთ ერთი ფინჯანი ყავის დალევის მერე.

კოფეინის სასიკვდილო დოზა არის 150 მგ/კგ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი წონა არის 70 კგ, თქვენ უნდა დალიოთ ერთდროულად დაახლოებით 70 ჭიქა ყავა. საბედნიეროდ ამის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია. 

ნახეთ ვიდეო თუ როგორ გავლენას ახდენს ყავა ტვინზე.

შეიძლება თუ არა ყავის დალევა ვარჯიშის წინ?


ყავის დაშვებული დოზით დალევა სასარგებლოა არა მხოლოდ დილით, არამედ ფიზიკური ვარჯიშის დაწყების წინაც. იგი დაგეხმარებათ  ფხიზლად ყოფნაში და მოგიმატებთ გამძლეობას.

 

ყურადღება! თუ თქვენ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება, მაშინ არც ერთი ჭიქა ყავა არ შეიძლება ვარჯიშის წინ.

 

მცირე ფინჯანი ყავის ან კოფეინის ტაბლეტის დალევა, ვარჯიშის წინ იწვევს მეტაბოლიზმის აჩქარებასა და დიდი რაოდენობით კალორიების წვას. გარდა ამისა, ყავა საშუალებას გაძლევთ, ივარჯიშოთ უფრო დიდხანს და ეფექტურად, ასევე ამცირებს კუნთების ტკივილს ვარჯიშის შემდეგ

გვეხმარება თუ არა ყავა გამოძინებაში

კოფეინი არის მრავალფუნქციური. ის ეხმარება იმასაც ვისაც ძალიან უნდა გამოძინება.

თუ ქსურთ გამოიძინოთ და შემდეგ უკვე გაიღვიძოთ ენერგიულმა, მაშინ სცადეთ ეგრეთწოდებული კოფეინის ძილი. რეცეპტი მარტივია: დალიეთ ფინჯანი ყავა და 20 წუთი დაისვენეთ ყველაფრისგან. ეს დრო საკმარისია კოფეინისთვის, რომ მიაღწიოს თქვენს ტვინამდე, წამოწექით და ძალიან მალე დაგეძინებათ.

შეიძლება თუ არა ყავის ღამე დალევა

ბევრი ადამიანი ღამით არ სვამს ყავას, იმის შიშით, რომ ვერ დაიძინებენ მთელი ღამე. მართლაც, კოფეინს აქვს ცირკადული რითმის არევის უნარი, რისი მეშვეობითაც ჩვენი ორგანიზმი ხვდება, რომ გვჭირდება ძილი.

ძილის წინ ყავის დალევას შეუძლია, ბუს დაამსგავსოს ის ადამიანი, რომელსაც ადრე დაძინება და დილით ადგომა უყვარს. მაგრამ იმის წინასწარმეტყველება თუ როგორ იმოქმედებს ყავა კონკრეტულ ადამიანზე შეუძლებელია, როგორც ამბობენ: ვერ გაიგებ სანამ არ გასინჯავ.

ყავის გარდა სად შეიძლება შეგვხვდეს კოფეინი?

არსებობს გავრცელებული მცდარი შეხედულება, რომ ყავა შეიცავს კოფეინის ყველაზე დიდ პროცენტს. ეს ასე არ არის. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ იმ სასმელით, რომელიც გამოიყენება, დაღლილობასა და ძილიანობასთან ბრძოლაში, მაშინ გეცოდინებათ, ჩაის, ლიმონათის და ენერგეტიკული სასმელების შესახებ, ზოგიერთ ჩაის ჯიში შეიცავს ისეთი დიდი რაოდენობით კოფეინს, რომ მას ყველაზე ძლიერი ყავაც ვერ შეედრება.

შეიძლება თუ არა კოფეინის რაოდენობის რეგულირება?

ჩაის და ყავის კოფეინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ჩაის კოფეინის დოზა რეგულირდება. მისი სიდიდე დამოკიდაბულია ჩაის ჯიშზე, ტემპერატურასა და ხარშვის ხანგრძლივობაზე.

ითვლება, რომ დიდი რაოდენობით კოფეინს შავი ჩაი შეიცავს. თუ ჩაის დავასხამთ არა მდუღარეს, არამედ 70 გრადუსზე მყოფ წყალს, მაშინ კოფეინის შემცველობა შემცირდება.

როგორ ხარისხის ყავა უნდა შევარჩიოთ?

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ყავაში კოფეინის შემცველობა დამოკიდებულია მისი მარცვლების ხალვის დონეზე. რეალურად ეს ასე არ არის. ყურადღება უნდა მიექცეს ყავის ხის სახეობას. მყარ რებუსთან განსხვავებით, შედარებით რბილი და ნაზი არაბიკა შეიცავს ორჯერ ნაკლებ კოფეინს.

როდის უნდა დავლიოთ ყავა

თქვენ ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ფინჯანი ყავისთვის იდეალური დრო არის პირველი 10 წუთი გაღვიძების შემდეგ. დილის 8:00 დან 9:00 ამდე, ორგანიზმი გამოყოფს კორტიზოლს (ჰორმონი რომელიც მოქმედებს თქვენს დღიურ აქტივობაზე) ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ორგანიზმს შეუძლია თავად გაიღვიძოს, ყავის დახმარების გარეშე.

თუ ვერაფრით ვერ იღვიძებთ, მაშინ მეცნიერული თვალსაზრისით ყავის დალევის საუკეთესო დრო არის 9:30-დან 11:30-ამდე.

როგორ მოვაგვაროთ ყავაზე დამოკიდებულება?

თანდათან შეამცირეთ ყავის დოზა ან საერთოდ უარი თქვით მასზე, 

გადადით ჩაიზე ან უკოფეინო ყავაზე.

თუ თქვენ შენიშნეთ, რომ ყავის სმით ვერ იღებთ იგივე სიამოვნებას, როგორსაც ადრე, მაშინ ერთი თვით უარი თქვით მასზე. შეეცადეთ არ დალიოთ ყავა, გადატვირთეთ თქვენი სხეული და დაიბრუნეთ დაკარგული მგრძნობელობა.

რა ოდენობით ყავა უნდა დავლიოთ?

მცირე დოზით კოფეინის მიღება საკმარისია იმისათვის, რომ იყოთ ფხიზლად და მხნედ. იმისათვის, რომ გაიზარდოთ შრომის უნარიანობა, დალიეთ ყავა პატარა ფინჯანით, ყოველ ნახევარ საათში, თუ ეს ვარიანტი არ მოგწონთ, მაშინ გაივსეთ დიდი ჭიქა, მაგრამ უცებ არ დალიოთ, სვით ნელ ნელა და გაიხანგრძლივეთ სიამოვნება.

loading...

მსგავსი სტატიები

  • დიეტა 10 — პროდუქტი

    ზოგჯერ ძალიან რთულია ამოირჩიო კარგი და ეფექტური დიეტა, რადგან ძალიან ბევრი შემოთავაზებაა სოციალურ ქსელში. ზოგი დიეტა აზიანებს ორგანიზმს, ზოგს სქელი საფულე სჭირდება, ზოგიც მოსაბეზრებელია და ფსიგოლოგიურადაც მოქმედებს ადამიანებზე თუ შენც ასე ფიქრობ ეს დიეტა შენთვისაა.

  • დიეტა 6 ფურცელა

    დიეტა 6 ფურცელა ძალიან ორიგინალური და მხიარული მეთოდიკაა,  დაიკლებთ 4-5  კილოგრამს. ამ დიეტას ბევრი უპირატესობა აქვს. გრძელდება 1 კვირა და არცერთი დღე არგავს ერთმანეთს, ამიტომ არ არის მოსაბეზრებელი.

  • ღრმად სუნთქვა, ბევრად უკეთესია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ

    როდესაც ჩვენ ღრმად ვსუნთქავ, ჩვენი ფილტვები, მაქსიმალურად ფართოვდება და დიაფრაგმა იწყებს აქტიურად მუშაობას. რატომ არის მნიშვნელოვანი ღრმად სუნთქვა (განსაკუთრებით ზრდასრულებში), მოგიყვებით ამ სტატიაში.

  • კეფირის დიეტა სწრაფი შედეგით

    კეფირის დიეტა გამოცდილია წლებით, ეს ერთ - ერთი დიეტაა რომლითაც შეგვიძლია სწრაფად დაკლება. ეს დიეტა არ არის რეკომენდირებული მათთვის ვისაც კუჭის დაავადებები  აქვთ. 

comments powered by HyperComments