ხვრინვა შესაძლოა ინსულტისა და ინფარქტის მიზეზი გახდეს

ხვრინვას ზრდასრული მოსახლეობის 30 %-ზე მეტი უჩივის, მათ შორის - 60 წელს გადაცილებულთაა 60 %. სასუნთქი ორგანოების ზოგიერთი ანატომიური თავისებურებების გამო ხვრინვისკენ ქალებზე უფრო დაახლოებით ათჯერ მეტად მამაკაცები არიან მიდრეკილნი. ზოგ შემთხვევაში სუნთქვის შეჩერება გრძელდება ერთ წუთზე მეტხანს.

ხვრინვა ზოგჯერ ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიის, ჭარბი წონისა და სხვადასხვა ფუნქციური დარღვევის სიმპტომია. ზოგჯერ ის სერიოზული დაავადების-ძილის აპნოეს ოპსტრუქციული სინდრომის (ძილში სუნთქვის გაჩერების) - წინამორბედია. ამ დროს ხვრინვას თან ახლავს სუნთქვის შეწყვეტის, აპნოეს შეტევები, რის შედეგადაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები ჟანგბადის უკმარისობას განიცდის და იზრდება ინფარქტისა და ინსულტის რისკი. ხვრინვის გაანვითარების რისკი იმატებს: ცხვირის ძგიდის გამრუდების, ცხვირის ან ხახის ჰაერგამტარი გზების თანდაყოლილი შევიწროების, ადენოიდების გადიდების, სიმსუქნის დროს.

ხვრინვას აუცივლებლად ჭირდება მკურნალობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავი იჩინა ძილის აპნოეს სინდრომის პირველმა ნიშნებმა: მოუსვენარმა ზედაპირულმა ძილმა, ოფლიანობამ, გახშირებულმა ღამის შარდვამ, დილაობით თავის ტკივილმა და მოთენთილობამ, ძლიერმა ძილიანობამ დღისით, გაღიზიანებადობამ, მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითებამ.

მკურნალობა ხვრინვის მიზეზის შეძლებისდაგვარად აღმოფხვრას გულისხმობს. თავი უნდა ვარიდოთ რისკფაქტორებს: ძილის წინ უნდა ვერიდოთ სიგარეტის მოწევას და ალკოჰოლის მიღებას. საძილე საშუალებების გამოყენებას. ჭარბი წონის მქონე პაციენტებს წონის დაკლებას ურჩევენ, რადგან ცხიმოვანი მასები კუნთოვან ქსოვილზე ზეწოლის შედეგად ავიწროებს სასუნთქი გზების სანათურს. არსებობს ხვრინვისა და ძილის აპნოეს მკურნალობის კონსერვატიული (მედიკამენტური) და ქირურგიული მეთოდები. კონსერვატიული მკურნალობა მიმართულია სასუნთქი გზების გაფართოებისკენ. ცნობილია რომ გვერდზე წოლისას ადამაინი აღარ ხვრინავს.

loading...

მსგავსი სტატიები

  • დიეტა 10 — პროდუქტი

    ზოგჯერ ძალიან რთულია ამოირჩიო კარგი და ეფექტური დიეტა, რადგან ძალიან ბევრი შემოთავაზებაა სოციალურ ქსელში. ზოგი დიეტა აზიანებს ორგანიზმს, ზოგს სქელი საფულე სჭირდება, ზოგიც მოსაბეზრებელია და ფსიგოლოგიურადაც მოქმედებს ადამიანებზე თუ შენც ასე ფიქრობ ეს დიეტა შენთვისაა.

  • დიეტა 6 ფურცელა

    დიეტა 6 ფურცელა ძალიან ორიგინალური და მხიარული მეთოდიკაა,  დაიკლებთ 4-5  კილოგრამს. ამ დიეტას ბევრი უპირატესობა აქვს. გრძელდება 1 კვირა და არცერთი დღე არგავს ერთმანეთს, ამიტომ არ არის მოსაბეზრებელი.

  • ღრმად სუნთქვა, ბევრად უკეთესია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ

    როდესაც ჩვენ ღრმად ვსუნთქავ, ჩვენი ფილტვები, მაქსიმალურად ფართოვდება და დიაფრაგმა იწყებს აქტიურად მუშაობას. რატომ არის მნიშვნელოვანი ღრმად სუნთქვა (განსაკუთრებით ზრდასრულებში), მოგიყვებით ამ სტატიაში.

  • კეფირის დიეტა სწრაფი შედეგით

    კეფირის დიეტა გამოცდილია წლებით, ეს ერთ - ერთი დიეტაა რომლითაც შეგვიძლია სწრაფად დაკლება. ეს დიეტა არ არის რეკომენდირებული მათთვის ვისაც კუჭის დაავადებები  აქვთ. 

comments powered by HyperComments