რამდენ ხანს უნდა დარჩეთ დიეტაზე იმ მიზნით, რომ ისევ არ მოიმატოთ წონაში

შენარჩუნებისგან განსხვავებით წონის დაკარგვა უფრო ადვილია. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რამდენ ხანს უნდა იყოთ ამა თუ იმ დიეტაზე ისე, რომ არ დაიბრუნოთ დაკარგული კილოგრამები.

თუ ოდესმე ყოფილხართ დიეტაზეთქვენ იცით, რომ წონაში დაკლება არ არის ისეთი რთული, როგორც მისი შენარჩუნება. ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ თუ ინარჩუნებთ თქვენს ახალ მაჩვენებელს მინიმუმ 52 კვირის განმავლობაში, უფრო ადვილი იქნება მისი შენარჩუნება გრძელვადიან პერიოდში.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კვლევაში 20 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებიც სიმსუქნით დაავადებულნი იყვნენ. მონაწილეები დაბალკალორიულ დიეტაზე რვა კვირის განმავლობაში იყვნენ. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მოხალისეების ნაწილი მონაწილეობდა 52-კვირიან პროგრამაში, (წონის შესანარჩუნებლად) რომელიც მოიცავდა დიეტოლოგებთან შეხვედრებსა  და წონაზე თვალყურის დევნას.

მკვლევარები, მონაწილეებს ჰორმონების დონეს უზომავდნენ, რომელიც გავლენას ახდენს შიმშილის გრძნობაზე. მეცნიერებმა შეამოწმეს ჰორმონის დონე დიეტამდე და დიეტიდან 52 კვირის შემდეგ.

წონის დაკარგვის შემდეგ, ჰორმონის დონე, რომელიც არეგულირებს მადას, გაიზარდა 40%-ით და 52 კვირის შემდეგ კი 65%-ით. მეორეს მხრივ, "გრელინის"(შიმშილის ჰორმონი) დონე, რომელიც იწვევს შიმშილს, წონის დაკარგვის შემდეგ გაიზარდა 23% - ით. გამოდის, რომ დიეტის დროს ადამიანს უფრო მეტად შია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე წონის დაკარგვის შემდეგ იცავდა დიეტას 52 კვირის განმავლობაში, ჰორმონის დონე ეცემოდა ნორმალურ მაჩვენებელზე, როგორიც იყო დიეტამდე.

სხვა სიტყვებით, გრძელვადიანი დიეტა ხელს უწყობს სხეულის ადაპტირებასა და შიმშილის გრძნობის გადალახვას, რასაც იწვევს მცირეკალორიული დიეტა და წონაში სწრაფად კლება. ამ დროის მანძილზე თქვენ გაივლით აღდგენის კრიტიკულ წერტილს და აღარ მოიმატებთ წონაში.

ეს მცირე კვლევა შეიძლება  დამატებით მოტივაციად იქცეს თქვენთვის, რათა დაიცვათ დიეტა, რაც შეიძლება დიდხანს. მიუხედავად ამისა, თქვენ არ დაგჭირდებათ უარის თქმა საკვებზე მთელი წლის განმავლობაში, უბრალოდ აირჩიეთ სწორი რაციონი.

 

 

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • დიეტა 10 — პროდუქტი

    ზოგჯერ ძალიან რთულია ამოირჩიო კარგი და ეფექტური დიეტა, რადგან ძალიან ბევრი შემოთავაზებაა სოციალურ ქსელში. ზოგი დიეტა აზიანებს ორგანიზმს, ზოგს სქელი საფულე სჭირდება, ზოგიც მოსაბეზრებელია და ფსიგოლოგიურადაც მოქმედებს ადამიანებზე თუ შენც ასე ფიქრობ ეს დიეტა შენთვისაა.

  • დიეტა 6 ფურცელა

    დიეტა 6 ფურცელა ძალიან ორიგინალური და მხიარული მეთოდიკაა,  დაიკლებთ 4-5  კილოგრამს. ამ დიეტას ბევრი უპირატესობა აქვს. გრძელდება 1 კვირა და არცერთი დღე არგავს ერთმანეთს, ამიტომ არ არის მოსაბეზრებელი.

  • კეფირის დიეტა სწრაფი შედეგით

    კეფირის დიეტა გამოცდილია წლებით, ეს ერთ - ერთი დიეტაა რომლითაც შეგვიძლია სწრაფად დაკლება. ეს დიეტა არ არის რეკომენდირებული მათთვის ვისაც კუჭის დაავადებები  აქვთ. 

  • ბრინჯის დიეტა

    დღეს იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც არ ყოფილა დიეტაზე ან არ უცდია დიეტის დაცვა. მამაკაცები და განხაკუთრებით მანდილოსნები, ყოველთვის ცდილობენ სასურველი სხეულის ფორმა ჰქონდეთ, ამიტომაც ისინი ზოგჯერ საკუთარი ხერხებით, ხშირ შემთხვევაში კი უკვე გამოცდილი ადამიანების რჩევებით იცავენ სხვადასხვა სახის დიეტებს.

comments powered by HyperComments