გართულების შემთხვევაში ხალი ავთვისებიან სიმსივნეს იწვევს

გართულების შემთხვევაში ხალი მელანომას - კანის კიბოს იწვევს. ხალები განსაკუთრებით მრავლდება ორგანიზმის, ენდოკრინული გარდაქმნების პერიოდში, გარდატეხის ასაკში და ორსულობისას.

მათ წარმოშობას აპროვოცირებს კანის ინფექციებიც, თუმცა ყველაზე მძლავრი კატალიზატორი მზით ჭარბი დასხივებაა. ხალი რომ გაავთვისებიანდეს, აუცილებელია გარკვეული ბიძგი, გამაღიზიანებელი. შესაძლო მიზეზთა შორის, უპირველეს ყოვლისა, მზის გულზე დიდხანს ყოფნა უნდა დავასახელოთ.  ულტრაიისფერი გამოსხივების დიდი დოზა, კანის უჯრედებში შეუცველად ცვლილებებს იწვევს, რაც ძლიერ ზრდის ხალების გადაგვარების რისკს.

აკრძალულია გადაჭარბებული გარუჯვა, რადგან სწორედ იგი იწვევს კანის იმუნური ძალების დასუსტებას, შედეგად კი ხალების გაავთვისებიანებას, პიგმენტური ლაქების გაჩენას და ახალწარმონაქმთა სტიმულაციას. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მომავალ დედებს.

მეორე გავრცელებული მიზეზი ხალის ტრამვაა, ამიტომ უნდა ერიდოთ მის დაზიანებას, პირბასრი საგნით, დაბანისას სახეხით და ა.შ. რისკ ჯგუფებში შედიან თეთრკანიანი, ქერა თმიანი, ცისფერ-მწვანე-ნაცრისფერთვალება ადამიანები, ისინი, ვისაც კანზე ბევრი ჭორფლი, პიგმენტური ლაქა აქვს, ორსულები, ჭარბხალიანები განსაკუთრებით - თუ ხალი 5მმ-ზე დიდი დიამეტრისაა. ადრეულ სტადიაში მელანომა პრაქტიკულად ასიდან ასივე შემთხვევაში ინკურნება. მელანომამდელი პერიოდი, საბედნიეროდ საკმაოდ ხანგრძლივია, უბრალოდ აუცილებელია პრობლემურ ხალს ყურადღება არ მოაკლდეს.

ონკოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია, თუ ხალმა იცვალა ფერი - შემცირდა ან მკვეთრად მოიმატა პიგმენტაციამ, სიშავემაც კი; შეფერილობა არათანაბარზომიერი გახდა, პერიფერიაზე გაჩნდა რგოლისმაგვარი ლაქა, ან ერთმენეთთან შეერთების მქონე სხვადასხვა ზომის კვანძები. ხალმა დაიწყო აქერცვლა, ან მის ადგილას კანზე პიგმენტური ლაქა ჩამოყალიბდა,  ხალის ირგვლივ ჩამოყალიბდა არეოლა - ანთებითი სიწითლე. ხალის ზედაპირი არაერთგვაროვანი კვანძებით დაიფარა, ხალის არეში თავი იჩინა სიწითლემ, ქავილმა, ჩხვლეტამ და დაჭიმულობამ; ხალის ამ პიგმენტური ლაქის ზედაპირიდან თმა გაცვივდა, ხალს გაუჩნდა ნაპრალები, ნახეთქები ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს დახმარებისთვის, რომ ამ უყურადღებობამ შემდეგ სავალალო შედეგამდე არ მიგიყვანოთ.

loading...

მსგავსი სტატიები

  • დიეტა 10 — პროდუქტი

    ზოგჯერ ძალიან რთულია ამოირჩიო კარგი და ეფექტური დიეტა, რადგან ძალიან ბევრი შემოთავაზებაა სოციალურ ქსელში. ზოგი დიეტა აზიანებს ორგანიზმს, ზოგს სქელი საფულე სჭირდება, ზოგიც მოსაბეზრებელია და ფსიგოლოგიურადაც მოქმედებს ადამიანებზე თუ შენც ასე ფიქრობ ეს დიეტა შენთვისაა.

  • დიეტა 6 ფურცელა

    დიეტა 6 ფურცელა ძალიან ორიგინალური და მხიარული მეთოდიკაა,  დაიკლებთ 4-5  კილოგრამს. ამ დიეტას ბევრი უპირატესობა აქვს. გრძელდება 1 კვირა და არცერთი დღე არგავს ერთმანეთს, ამიტომ არ არის მოსაბეზრებელი.

  • ღრმად სუნთქვა, ბევრად უკეთესია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ

    როდესაც ჩვენ ღრმად ვსუნთქავ, ჩვენი ფილტვები, მაქსიმალურად ფართოვდება და დიაფრაგმა იწყებს აქტიურად მუშაობას. რატომ არის მნიშვნელოვანი ღრმად სუნთქვა (განსაკუთრებით ზრდასრულებში), მოგიყვებით ამ სტატიაში.

  • კეფირის დიეტა სწრაფი შედეგით

    კეფირის დიეტა გამოცდილია წლებით, ეს ერთ - ერთი დიეტაა რომლითაც შეგვიძლია სწრაფად დაკლება. ეს დიეტა არ არის რეკომენდირებული მათთვის ვისაც კუჭის დაავადებები  აქვთ. 

comments powered by HyperComments