ჩისქეიქი სამი ინგრედიენტისაგან

თუ თქვენ ერთხელ მაინც გასინჯეთ ,,ჩისქეიქი“ ნამდვილად შეიყვარებდით მას. სამწუხაროთ ამ დესერტის მომზადება არც ისე ადვილია, მაგრამ ჩვენ გასწავლით გამარტივებულ ჩისქეიქს რომელიც 3 ინგრედიენტისაგან შედგება. 


ამ რეცეპტის ავტორია გოგონა იაპონიიდან, მან დაიპყრო ინტერნეტი. კულინარებმა და დიასახლისებმა მოამზადეს ამ რეცეპტით და მადლობელი არიან ავტორის.

 

ინგრედიენტები:

ყველი (ნაღების) - 120გრ.

თეთრი შოკოლადი - 120გრ.

კვერცხი - 3ც.

 

მომზადება:

განვაცალკევოთ ცილა და გული. ცილას დავაფაროთ პარკი და ჩავდოთ მაცივარში ცოტა ხნით.

გავადნოთ შოკოლადი ორთქლზე.

ავურიოთ შოკოლადი, ყველი და კვერცხის გული. გავათბოთ მასა ნელ ცეცხლზე და კარგად ვურიოთ.

მასას დავუმატოთ მესამედი წინასწარ ათქვეფილი კვერცხის ცილა და კარგად ავურიოთ. შემდეგ დავუმატოთ კიდევ ერთი ნაწილი ცილის და კარგად ავურიოთ. შემდეგ მასას დავუმატოთ დარჩენილი ცილა და ისევ გავიმეოროთ.

ფორმაში ჩავდოთ პერგამენტის ქაღალდი ცხიმწასმული. აუცილებლად ქაღალდი უნდა იყოს ფორმაზე მაღალი.

ჩავასხათ ფორმაში მომზადებული მასა და ეს ფორმა დავდოთ ჟარონაზე რაზეც უნდა დავასხათ ადუღებული წყალი.

გავახუროთ ღუმელი 170 გრადუსზე და გამოვაცხოთ 15 წუთი. შემდეგ დავწიოთ ტემპერატურა 160 გრადუსზე და ვაცხოთ კიდევ 15 წუთი.

გავთიშოთ ღუმელი და ჩავტოვოთ ჩისქეიქი ღუმელში კიდევ 15 წუთი, რომ  დასრულდეს მისი მომზადება დარჩენილ სითბოზე.

გამოვიღოთ ჩისქეიქი ღუმელიდან და მოვაყაროთ შაქრის პუდრა სურვილისამებრ.

რთული წარმოსადგენია, რომ სამი ინგრედიენტისაგან შეიძლება გამოვიდეს ასეთი შესანიშნავი დესერტი. მაგრამ ეს ასეა. აუცილებლად გასინჯეთ!

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • სტაფილოს ფხვიერი ნამცხვარი (პეროგი)

    ეს რეცეპტი ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან მოდის. ხოლო პოპულარობის პიკს  გასული საუკუნის 60-იან წლებში მიაღწია. იმ დროს ხალხი ცხოვრების  წესს  აკვირდებოდა და ჯანსაღ კვებაზე გადადიოდა. ტკბილეული სტაფილოთი ეს სწორედ ის არის რაც იყო მათთვის საჭირო, ესეთი კვება ამდიდრებს ორგანიზმს და არ მოქმედებს წონაზე,  თან ძალიანიაფია.


  • «ფენოვანი რგოლები» ყველასათვის.

    ვერავინ შეიკავებს თავს ამ უგემრიელესი რეცეპტისაგან რომელიც მზადება ყველისაგან და ლორისაგან. როდესაც ხართ მეგობრებთან ერთად ეს ფენოვანი რგოლები ნამდვილად ხაზს გაუსვამს თქვენს კულინარიულ ნიჭს და შესაძლებლობებს, ის მზადდება 5 ინგრენდიენტისაგან და  თანაც მარტივია.

  • ბრინჯის დიეტა

    დღეს იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც არ ყოფილა დიეტაზე ან არ უცდია დიეტის დაცვა. მამაკაცები და განხაკუთრებით მანდილოსნები, ყოველთვის ცდილობენ სასურველი სხეულის ფორმა ჰქონდეთ, ამიტომაც ისინი ზოგჯერ საკუთარი ხერხებით, ხშირ შემთხვევაში კი უკვე გამოცდილი ადამიანების რჩევებით იცავენ სხვადასხვა სახის დიეტებს.

  • სალათა «ტიტები»

    დღესასწაულებზე რომ მოვამზადოთ რამე ორიგინალური, არ არის აუცილებელი დავხარჯოთ დიდი დრო და ფინანსები, საკმარისია ჩავრთოთ ფანტაზია. თუ არ გვყოფნის იდეები, მაგრამ ძალიან გვინდა გავახაროთ ახლობლები, მაშინ ჩვენ გთავაზობთ ჩვენს ორიგინალურ რეცეპტს მსუბუქ სალათას ,,ტიტები’’

comments powered by HyperComments