ბრინჯის დიეტა

დღეს იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც ერთხელ მაინც არ ყოფილა დიეტაზე ან არ უცდია დიეტის დაცვა. მამაკაცები და განხაკუთრებით მანდილოსნები, ყოველთვის ცდილობენ სასურველი სხეულის ფორმა ჰქონდეთ, ამიტომაც ისინი ზოგჯერ საკუთარი ხერხებით, ხშირ შემთხვევაში კი უკვე გამოცდილი ადამიანების რჩევებით იცავენ სხვადასხვა სახის დიეტებს.

ჩვენი სტატია განსკუთრებით საინტერესო იქნება, იმ ადამიანებისთვის რომლებიც გამუდმებით ებრძივიან ზედმეტ და არასასურველ წონას. ჩვენ შემოგთავაზებთ ერთ კვირიან ბრინჯის დიეტას. ბრინჯის მრავალგვარი დიეტა არსებობს, მათი ხანგრძლივობა დაახლოებით სამიდან ოთხ დღემდეა, ეს დიეტა კი ერთ კვირაზეა გათვლილი და ვიმედოვნებთ რომ ამ დიეტის დახმარებით,  შეძლებთ მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

1 დღე

საუზმე: მოხარშეთ 60 გრ ბრინჯი, გემოვნებისათვის შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის წვენი. დესერტად:  1ც ვაშლი და მწვანე ჩაი.

სადილი: ბულიონი და ბოსტნეულის სალათა, 150 გრამამდე. 60 გრ მოხარშული ბრინჯი. გემოვნებისათვის შეგიძლიათ დაუმატოთ ერთი  ჩ/კ ზეთი და ცოტა მწვანილი.

ვახშამი: მოხარშეთ ბოსტნეულის ბულიონი და ცალკე მოხარშეთ 60 გრ ბრინჯი. ბრინჯს დაუმატეთ ბოსტნეული, მაგ: სტაფილო ან ყაბაყი, ორთქლზე მოხარშული.

2 დღე

საუზმე: 60 გრ მოხარშული ბრინჯი, უცხიმო არაჟნით. 1ც  გრეიფუტი.

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი და 60 გრ მოხარშული ბრინჯი, ბოსტნეულის ორმაგი ულუფა მოხარშეთ, რადგან იგივე იქნება საღამოსთვისაც.

ვახშამი: იგივე,რაც იყო სადილად.

3 დღე

საუზმე: ერთი მსხალი და 60 გრ მოხარშული ბრინჯი, თუ გნებავთ ბრინჯს გემოვნებისათვის შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი.

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი და 60 გრ მოხარშული ბრინჯი. ასევე შემწვარი სოკო, არანაკლებ 150 გრ (ზეითუნის ზეთით).

ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი და 60 გრ მოხარშული ბრინჯი, ერთი ულუფა ბროკოლი, ორთქლზე მომზადებული.

4 დღე

საუზმე: ხილის სალათა და 60 გრ მოხარშული ბრინჯი რძით.

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი, 60 გრ მოხარშული ბრინჯი, სოკოთი და სტაფილოთი ორთქლზე მომზადებული.

ვახშამი: ბოსტნეულის სალათა და 60 გრ მოხარშული ბრინჯი.

5 დღე

საუზმე: 60 გრ მოხარშული ბრინჯი ქიშმიშით, ნახევარი ჭიქა იოგურტი

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი და 60 გრ მოხარშული ბრინჯი მწვანილით. ორთქლზე მომზადებული ცოტა ბოსტნეული.

ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი და 60 გრ მოხარშული ბრინჯი ნიგვზით.

6 დღე

საუზმე: 60 გრ მოხარშული ბრინჯი, რამდენიმე ნიგვზის ლებნით და ლეღვის ჩირით, ერთი ვაშლი ან მსხალი.

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი და ცოტა უმი ბოსტნეული, 60 გრ მოხარშული ბრინჯი.

ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი და 60 გრ მოხარშული ბრინჯი.(ბრინჯში დაამატეთ 1-2 კოვზი არაჟანი, ორი ცალი ვაშლი ან მსხალი.

7 დღე

საუზმე: 60 გრ მოხარშული ბრინჯი და 1ც ვაშლი ან მსხალი, გემოვნებისათვის შეგიძლიათ ბრინჯს ცოტა ლიმონის წვენი დაუმატოთ.

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი და 100 გრ მწვანე სალათა, 60 გრ მოხარშული ბრინჯი.

ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი და 60 გრ მოხარშული ბრინჯი. (ერთი ჩ/კ ზეითუნის ზეთით, შეგიძლიათ ასევე დაუმატოთ რამდენიმე ზეთისხილი) .

რჩევები ბრინჯის დიეტისთვის.

სჯობს გამოიყენოთ გასუფთავებული ბრინჯი, რადგან ასეთ მარცვალში მეტი შედის B ჯგუფის ვიტამინი. ჩვეულებრივი სასმელი წყლის ნაცვლად დალიეთ, მინერალური წყალი, შავი ჩაი და ყავა, მწვანე ჩაით ან რომელიმე წვენით შეცვალეთ, რაკი ბრინჯის დიეტას გამოაქვს მეტისმეტად ბევრი კალიუმი, ჯობს ის დამატებით მიიღოთ.

შედეგები:

თუ მკაცრ ბრინჯის დიეტას იცავთ, შესაძლოა 3 - დღეში 4 კგ დაკლება, მაგრამ ყველა ვერ უძლებს ასეთ დიეტას. ჩვეულებრივი ბრინჯის დიეტის შედეგი კი კვირაში 2-5 კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი.

loading...

მსგავსი სტატიები

  • დიეტა 10 — პროდუქტი

    ზოგჯერ ძალიან რთულია ამოირჩიო კარგი და ეფექტური დიეტა, რადგან ძალიან ბევრი შემოთავაზებაა სოციალურ ქსელში. ზოგი დიეტა აზიანებს ორგანიზმს, ზოგს სქელი საფულე სჭირდება, ზოგიც მოსაბეზრებელია და ფსიგოლოგიურადაც მოქმედებს ადამიანებზე თუ შენც ასე ფიქრობ ეს დიეტა შენთვისაა.

  • დიეტა 6 ფურცელა

    დიეტა 6 ფურცელა ძალიან ორიგინალური და მხიარული მეთოდიკაა,  დაიკლებთ 4-5  კილოგრამს. ამ დიეტას ბევრი უპირატესობა აქვს. გრძელდება 1 კვირა და არცერთი დღე არგავს ერთმანეთს, ამიტომ არ არის მოსაბეზრებელი.

  • კეფირის დიეტა სწრაფი შედეგით

    კეფირის დიეტა გამოცდილია წლებით, ეს ერთ - ერთი დიეტაა რომლითაც შეგვიძლია სწრაფად დაკლება. ეს დიეტა არ არის რეკომენდირებული მათთვის ვისაც კუჭის დაავადებები  აქვთ. 

  • რამდენ ხანს უნდა დარჩეთ დიეტაზე იმ მიზნით, რომ ისევ არ მოიმატოთ წონაში

    შენარჩუნებისგან განსხვავებით წონის დაკარგვა უფრო ადვილია. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რამდენ ხანს უნდა იყოთ ამა თუ იმ დიეტაზე ისე, რომ არ დაიბრუნოთ დაკარგული კილოგრამები.

comments powered by HyperComments