სალათა «ტიტები»

დღესასწაულებზე რომ მოვამზადოთ რამე ორიგინალური, არ არის აუცილებელი დავხარჯოთ დიდი დრო და ფინანსები, საკმარისია ჩავრთოთ ფანტაზია. თუ არ გვყოფნის იდეები, მაგრამ ძალიან გვინდა გავახაროთ ახლობლები, მაშინ ჩვენ გთავაზობთ ჩვენს ორიგინალურ რეცეპტს მსუბუქ სალათას ,,ტიტები’’

ის არა მარტო ლამაზია ვიზუალურად, არამედ ძალიან სასარგებლოა. პომიდორი-ანტიოქსიდანტია, გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების დროს. ნიორი-კურნავს გაციების დროს და აძლიერებს იმუნიტეტს. ნიგოზი-აუმჯობესებს მეხსიერებას, ხოლო კვერცხი კი არის ცილა რომელიც ძალიან ჭირდება ორგანიზმს.

სასურველია ეს სალათა მოვამზადოთ სახლში დამზადებული მაიონეზით, თუ არ გვცალია მაშინ შევცვალოთ ნაკლებად ცხიმიანი ხაჭოთი 3 ს/კ. სმეტანასთან ერთად.

 

ინგრედიენტები:

 

პომიდორი-5ც.                                  მაიონეზი-125გრ.

მაგარი ყველი-50 გრ.                       კვერცხი-2ც.

ნიორი-2-3კბ.                                     კიტრი-1ც.

ხახვი-1ც.                                            ნიგოზი-გემოვნებით.

 

მომზადება:

 

1. პომიდორზე  (სლივკები) გავაკეთოთ ჯვრის ფორმის ჩაჭრები, ჩაის კოვზით ფრთხილად ამოვიღოთ შიგთავსი.

2. მოვამზადოთ შიგთავსი: გავხეხოთ ყველი  და მოხარშული კვერცხი. დავუმატოთ გატარებული ნიგოზი და ნიორი, შევამზადოთ მაიონეზით.

3. ამ შიგთავსით ამოვავსოთ პომიდორები.

4. თეფშზე დავდოთ ღეროების მსგავსად მწვანე ხახვი, თავზე მოვადოთ დატენილი პომიდორები, ქვევით კი მოვაწყოთ მრგვალად დაჭრილი კიტრი. სალათა იქნება ძალიან ლამაზი , გემრიელი და სასარგებლო.

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • სალათა «ცეზარი»

    ყველასთვის ნაცნობი სალათა ცეზარი მოიგონა  ,, ცეზარ კარდინმა’’, სწორედ აქედანაა მისი სახელი. ის იყო რესტორნის მფლობელი ქალაქ ტიხუანაში, რომელიც მდებარეობს მექსიკაში. ლეგენდის მიხედვით გამოიგონა ეს სალათა 1924 წლის 4 ივლის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს.

  • სტაფილოს ფხვიერი ნამცხვარი (პეროგი)

    ეს რეცეპტი ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან მოდის. ხოლო პოპულარობის პიკს  გასული საუკუნის 60-იან წლებში მიაღწია. იმ დროს ხალხი ცხოვრების  წესს  აკვირდებოდა და ჯანსაღ კვებაზე გადადიოდა. ტკბილეული სტაფილოთი ეს სწორედ ის არის რაც იყო მათთვის საჭირო, ესეთი კვება ამდიდრებს ორგანიზმს და არ მოქმედებს წონაზე,  თან ძალიანიაფია.


  • ჩისქეიქი სამი ინგრედიენტისაგან

    თუ თქვენ ერთხელ მაინც გასინჯეთ ,,ჩისქეიქი“ ნამდვილად შეიყვარებდით მას. სამწუხაროთ ამ დესერტის მომზადება არც ისე ადვილია, მაგრამ ჩვენ გასწავლით გამარტივებულ ჩისქეიქს რომელიც 3 ინგრედიენტისაგან შედგება. 


  • «ფენოვანი რგოლები» ყველასათვის.

    ვერავინ შეიკავებს თავს ამ უგემრიელესი რეცეპტისაგან რომელიც მზადება ყველისაგან და ლორისაგან. როდესაც ხართ მეგობრებთან ერთად ეს ფენოვანი რგოლები ნამდვილად ხაზს გაუსვამს თქვენს კულინარიულ ნიჭს და შესაძლებლობებს, ის მზადდება 5 ინგრენდიენტისაგან და  თანაც მარტივია.

comments powered by HyperComments