სალათა «ცეზარი»

ყველასთვის ნაცნობი სალათა ცეზარი მოიგონა  ,, ცეზარ კარდინმა’’, სწორედ აქედანაა მისი სახელი. ის იყო რესტორნის მფლობელი ქალაქ ტიხუანაში, რომელიც მდებარეობს მექსიკაში. ლეგენდის მიხედვით გამოიგონა ეს სალათა 1924 წლის 4 ივლის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს.

 

როცა სამზარეულოში არაფერი დარჩა და ხალხი ითხოვდა საჭმელს. ამ დროს ცეზარ კარდინმა აიღო სალათის ფურცელი, დაუმატა სამზარეულოში დარჩენილი ინგრედიენტები და მიართვა ხალხს. ეს სალათა ისეთი პოპულარული გახდა, რომ ეხლა გვხვდება მსოფლიოს ყველა რესტორანში.

 

ინგრედიენტები:

სალათა(რომანო) - 1შ.                          პური - 250გ.

მარილი -გემოვნებით.                         ზეითუნის ზეთი - 150გ.

ქათმის ფილე - 2ც.                                კვერცხი - 1ც.

ყველი პარმეზანი -100გ.                      დიჟონის მდოგვი - 1ჩ.კ.

პამიდორი ჩერი - 5ც.                            ღვინის ძმარი - 2ს.კ.

ნიორი - 3კბ.                                           შავი წიწაკა(დაფქვილი) - გემოვნებით.

 

მომზადება: 

დავჭრათ პური ოთხკუთხედებად დავდოთ გაცხელებულ ტაფაზე, მოვასხათ  ზეითუნის   ზეთი , დავუმატოთ დაკეპილი ნიორი და შევხუხოთ.

ქათმის ფილე გავრეცხოთ და გავამშრალოთ. შემდეგ შევწვათ გაცხელებულ     ტაფაზე ოქროსფრამდე. მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა. უფრთხილდეთ რომ ფილე არ გამოშრეს. შემდეგ დავჭრათ ოთხკუთხედებად.

რომ მოვამზადოთ სოუსი ამისათვის  ბლენდერში ავთქვიფოთ კვერცხი, 1კბილი ნიორი, მდოგვი,ზეითუნის ზეთი, ძმარი, მარილი და შავი წიწაკა.

გავრეცხოთ სალათის ფურცელი, გავაშროთ და ხელით დავაქუცმაცოთ სასურველ ზომებად, დავალაგოთ თეფშის ფსკერზე, ზემოდან მოვაწყოთ  ქათმის ხორცი და მოვასხათ ჩვენს მიერ მომზადებული სოუსი. შემდეგ მოვაყაროთ შეხუხული პური , პომიდორი და მოვახეხოთ ყველი.

ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს ,,ცეზარის’’ მომზადება. რადგან ეს სალათა, მოიგებს ნებისმიერი სტუმრის გულს.

loading...

მსგავსი სტატიები

  • სალათა «ტიტები»

    დღესასწაულებზე რომ მოვამზადოთ რამე ორიგინალური, არ არის აუცილებელი დავხარჯოთ დიდი დრო და ფინანსები, საკმარისია ჩავრთოთ ფანტაზია. თუ არ გვყოფნის იდეები, მაგრამ ძალიან გვინდა გავახაროთ ახლობლები, მაშინ ჩვენ გთავაზობთ ჩვენს ორიგინალურ რეცეპტს მსუბუქ სალათას ,,ტიტები’’

  • სტაფილოს ფხვიერი ნამცხვარი (პეროგი)

    ეს რეცეპტი ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან მოდის. ხოლო პოპულარობის პიკს  გასული საუკუნის 60-იან წლებში მიაღწია. იმ დროს ხალხი ცხოვრების  წესს  აკვირდებოდა და ჯანსაღ კვებაზე გადადიოდა. ტკბილეული სტაფილოთი ეს სწორედ ის არის რაც იყო მათთვის საჭირო, ესეთი კვება ამდიდრებს ორგანიზმს და არ მოქმედებს წონაზე,  თან ძალიანიაფია.


  • ჩისქეიქი სამი ინგრედიენტისაგან

    თუ თქვენ ერთხელ მაინც გასინჯეთ ,,ჩისქეიქი“ ნამდვილად შეიყვარებდით მას. სამწუხაროთ ამ დესერტის მომზადება არც ისე ადვილია, მაგრამ ჩვენ გასწავლით გამარტივებულ ჩისქეიქს რომელიც 3 ინგრედიენტისაგან შედგება. 


  • «ფენოვანი რგოლები» ყველასათვის.

    ვერავინ შეიკავებს თავს ამ უგემრიელესი რეცეპტისაგან რომელიც მზადება ყველისაგან და ლორისაგან. როდესაც ხართ მეგობრებთან ერთად ეს ფენოვანი რგოლები ნამდვილად ხაზს გაუსვამს თქვენს კულინარიულ ნიჭს და შესაძლებლობებს, ის მზადდება 5 ინგრენდიენტისაგან და  თანაც მარტივია.

comments powered by HyperComments