სააღდგომო კექსები

აღდგომა ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია მარლთლმადიდებელი ქრისტიანებისათვის. ამ დღესასწაულზე ჩვენ მივყვებით ტრადიციებს. კულინარები ცდილობენ შემოგვთავაზონ რეცეპტები,  გაგვახარონ და შეგვიქმნან სადღესასწაულო გარემო.

ჩვენ ამ წელს შემოგთავაზებთ ორიგინალურ პასკის რეცეპტს კვერცხის ფორმაში, რომელიც იმედია მოგეწონებათ.

ინგრედიენტები:

კვერცხი-6ც.                                                                    კარაქი-60გ.

ფქვილი-0,75ჭიქა.                                                          ვანილის შაქარი-10გ.

შაქრის პუდრა-0,25ჭიქა.                                              რძე-40მლ.

 

მომზადება:

ავიღოთ 6 ცალი კვერცხი.

გავუკეთოთ პატარა ნახვრეტი ზედა მხარეს , როგორც ნაჩვენებია სურათზე.

გადმოასხით კვერცხის შიგნით არსებული მასა. 1 ცალი კვერცხი კიდევ დაგჭირდებათ.

კარგად გავრეცხოთ ქერქი და გამოვაშროთ.

ავიღოთ კექსის ფორმები, ჩავაფინოთ შიგ ფოლგა და ზედ დავდოთ კვერცხის ქერქი.

მოვამზადოთ ცომი, დარბილებული კარაქი,  შაქრის პუდრა და ვანილის შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით სანამ არ გამოვა თეთრი და ჰაეროვანი მასა. დავუმატოთ 1 ცალი კვერცხი, ფქვილი და რძე, ავთქვიფოთ ხელახლა.

მიღებული მასა ჩაასხით ცელოფნის ფორმაში, ცელოფანს წააჭერით თავი და ამოავსეთ კვერცხის ქერქი. ასე მოსახერხებელია.

ჩავდოთ გაზქურაში 15 წუთით, 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გამოიტანეთ ფორმა გაზქურიდან.

წავაჭრათ ფრთხილად კვერცხიდან ზედმეტი ცომი.

გავფრცქვნათ კვერცხი.

აი რა ლამაზი კექსები გამოგვივიდა.

 

როგორც ხედავთ ასეთი ლამაზი ტკბილეულის მომზადება არც ისე ძნელია. თუ მოგეწონათ აუცილებლად მოამზადეთ და გაუზიარეთ მეგობრებს.

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • ხაჭოს პასკა თხილით და ქიშმიშით.

    მალე დადგება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ავღნიშნავთ დიდი მოწიწებით. დიასახლისები ემზადებიან და ცდილობენ სუფრა გააწყონ მაღალ დონეზე. დროა გავიგოთ უგემრიელესი პასკის რეცეპტი.

  • აღდგომა ქრისტესი

    აღდგომა ყველასათვის განსაკუთრებული დღესასწაულია, ეს ის დღეა რომელიც არცერთი ქრისტიანის გონებიდან არ ამოიშლება და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი სიხარულით, მოწიწებით და ლოდინით დაელოდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. აღდგომის დღესასწაულს ყველა განსხვავებული მოლოდინით ხვდება, იკრიბებიან ოჯახის წევრები მიდიან ეკლესიებში


  • სტაფილოს ფხვიერი ნამცხვარი (პეროგი)

    ეს რეცეპტი ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან მოდის. ხოლო პოპულარობის პიკს  გასული საუკუნის 60-იან წლებში მიაღწია. იმ დროს ხალხი ცხოვრების  წესს  აკვირდებოდა და ჯანსაღ კვებაზე გადადიოდა. ტკბილეული სტაფილოთი ეს სწორედ ის არის რაც იყო მათთვის საჭირო, ესეთი კვება ამდიდრებს ორგანიზმს და არ მოქმედებს წონაზე,  თან ძალიანიაფია.


  • ჩისქეიქი სამი ინგრედიენტისაგან

    თუ თქვენ ერთხელ მაინც გასინჯეთ ,,ჩისქეიქი“ ნამდვილად შეიყვარებდით მას. სამწუხაროთ ამ დესერტის მომზადება არც ისე ადვილია, მაგრამ ჩვენ გასწავლით გამარტივებულ ჩისქეიქს რომელიც 3 ინგრედიენტისაგან შედგება. 


comments powered by HyperComments