ხაჭოს პასკა თხილით და ქიშმიშით.

მალე დადგება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ავღნიშნავთ დიდი მოწიწებით. დიასახლისები ემზადებიან და ცდილობენ სუფრა გააწყონ მაღალ დონეზე. დროა გავიგოთ უგემრიელესი პასკის რეცეპტი.

ხაჭოს პასკა ერთ-ერთი  მთავარი ატრიბუტია სადღესასწაულო სუფრაზე. უიმისოდ არ შეიძლება!

იგრედიენტები:

ხაჭო-1კგ.                                               კვერცხის გული-5ც.

შაქარი-300გ.                                          არაჟანი-250გ.

ვანილის შაქარი-1ჩ.კ.                          კარაქი-180გ.

ქიშმიში-0,5ჭ.                                         თხილი-0,5ჭ.

 

 

მომზადება:

ქიშმიში გავრეცხოთ და დავასხათ მდუღარე წყალი. დავტოვოთ 20 წუთი. შემდეგ გადავწუროთ და დავდოთ ხელსახოცზე რომ გაშრეს. თხილი კი წვრილად დავჭრათ.

ხაჭო (სასურველია ცხიმიანი) გავატაროთ წვრილ საწურში , რომ არ დარჩეს მყარი ნაწილები.

ავთქვიფოთ კვერცხის გულები ვანილის შაქართან ერთად ისე რომ გამოვიდეს ფაფუკი მასა.

დავუმატოთ არაჟანი და ვთქვიფოთ სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება.

არაჟნიანი მასა დავასხათ ხაჭოს, დავუმატოთ დარბილებული კარაქი და ავთქვიფოთ ერთგვაროვან მასამდე.

გადავასხათ ეს მასა სქელ ქვაბში და დავდგათ ნელ ცეცხლზე. გავაცხელოთ სანამ არ დავინახავთ ბურთულებს და თან ვურიოთ. მთავარია ბევრი არ მოგვივიდეს, მასა არ უნდა მოიხარშოს უბრალოდ უნდა წამოდუღდეს.

წამოდუღების შემდეგ გადმოვდგათ ქვაბი და ჩავდოთ ჭურჭელში რომელშიც იქნება ცივი წყალი. ვურიოთ მასას სანამ არ გაცივდება, შემდეგ შევდგათ მაცივარში სანამ არ გასქელდება, პიურეს კონსისტენციამდე.

გაციებულ მასას დავუმატოთ ქიშმიში, თხილი და მოვურიოთ.

საცერი გადავაბრუნოთ დავაფინოთ სველი მარლა და ხაჭოს მასა გადმოვდოთ. მარლას მოვუკეცოთ თავები და დავადოთ სიმძიმე.

საცერი დავდოთ თეფშზე და შევდაგათ მაცივარში 12 საათი. არ დაგვავიწყდეს გამოსული სითხე გადავწუროთ პერიოდულად.

გამზადებული მასა გადმოვდოთ თეფშზე და მოვრთოთ სურვილისამებრ.

თქვენ აუცილებლად გამოგივათ უგემრიელესი სააღდგომო სუფრა. ხოლო ეს რეცეპტი იმსახურებს იმას რომ ეს ხაჭოს პასკა გაასინჯოთ მეგობრებს.

loading...

მსგავსი სტატიები

  • სააღდგომო კექსები

    აღდგომა ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია მარლთლმადიდებელი ქრისტიანებისათვის. ამ დღესასწაულზე ჩვენ მივყვებით ტრადიციებს. კულინარები ცდილობენ შემოგვთავაზონ რეცეპტები,  გაგვახარონ და შეგვიქმნან სადღესასწაულო გარემო.

  • აღდგომა ქრისტესი

    აღდგომა ყველასათვის განსაკუთრებული დღესასწაულია, ეს ის დღეა რომელიც არცერთი ქრისტიანის გონებიდან არ ამოიშლება და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი სიხარულით, მოწიწებით და ლოდინით დაელოდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. აღდგომის დღესასწაულს ყველა განსხვავებული მოლოდინით ხვდება, იკრიბებიან ოჯახის წევრები მიდიან ეკლესიებში


  • სტაფილოს ფხვიერი ნამცხვარი (პეროგი)

    ეს რეცეპტი ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან მოდის. ხოლო პოპულარობის პიკს  გასული საუკუნის 60-იან წლებში მიაღწია. იმ დროს ხალხი ცხოვრების  წესს  აკვირდებოდა და ჯანსაღ კვებაზე გადადიოდა. ტკბილეული სტაფილოთი ეს სწორედ ის არის რაც იყო მათთვის საჭირო, ესეთი კვება ამდიდრებს ორგანიზმს და არ მოქმედებს წონაზე,  თან ძალიანიაფია.


  • ჩისქეიქი სამი ინგრედიენტისაგან

    თუ თქვენ ერთხელ მაინც გასინჯეთ ,,ჩისქეიქი“ ნამდვილად შეიყვარებდით მას. სამწუხაროთ ამ დესერტის მომზადება არც ისე ადვილია, მაგრამ ჩვენ გასწავლით გამარტივებულ ჩისქეიქს რომელიც 3 ინგრედიენტისაგან შედგება. 


comments powered by HyperComments