6 საიტი, რომლებიც შეგიცვლით ფიტნეს ინსტრუქტორს

ამ მიმოხილვაში მოცემული სპეციალური ონლაინ აპლიკაციები დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი ვარჯიშების კომპლექტის შერჩევასა და მათ შესრულებაში. როდესაც ყველა მხრიდან გვესმის ის, რომ კომპიუტერი საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ეს სიმართლეა, მაგრამ მას კარგი მხარეც აქვს.


კომპიუტერი შეიძლება იყოს არა მხოლოდ მავნებელი, არამედ მხსნელი. ამის დასამტკიცებლად ჩვენ გვინდა, რომ წარმოგიდგინოთ რამდენიმე რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ უფრო ძლიერი, ტანადი და ლამაზი. დაგაინტერესათ?

 

ამ საიტების კომპლექტის არჩევის მთავარი კრიტერიუმი წარმოადგენს, მათ უდავო სარგებლობასა და სიმარტივეში. თქვენ არ გჭირდებათ რეგისტრაცია, რაიმე ფორმის შევსება და სასწავლო გეგმის შექმნა. აქ ყველაფერი ბევრად მარტივიავარჯიშის დასაწყებად რამოდენიმეჯერ დაკლიკვაა საჭირო.

 

Fitnessblender

ეს საიტი გვთავაზობს რამდენიმე ასეულ სხვადასხვა ფიზიკურ ვარჯიშებს. საჭირო ვარჯიშის ძიებისათვის არსებობს მოსახერხებელი ფილტრების სისტემა, რომლის გამოყენებითაც თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი კომპლექტი სხვადასხვა კუნთის ვარჯიშისათვის.

ვარჯიშები შედგება სპეციალურად ჩაწერილი ვიდეოებისაგან, რომლებიც ახდენენ ვარჯიშების შესრულების დემონსტრაციას. საბედნიეროა ისიც, რომ ხედავთ გასულ და დარჩენილ დროს, დამწვარ კალორიებს, შემდეგ ვარჯიშებს და ასე შემდეგ.

https://www.fitnessblender.com/videos

Fatcatworkout

შვიდ წუთიანი ვარჯიშები  ძალიან პოპულარული გახდა, the New York Times ის პუბლიკაციის შემდეგ. არსებობს ამ ვარჯიშების ბევრი ვარიანტი, მაგრამ  მსუქანი კატის შესრულებით ჯერ არ შეგვხვედრია. მთავარი გმირისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი სერიოზულია - შემოწმებული ვარჯიშები, ნაცნობი შესრულების სქემა და როგორც ყოველთვის, კუნთების და მთელი სხეულის  დიდი დატვირთვა.

http://fatcatworkout.com/#/

BODYROCK.TV

სწრაფი, ინტენსიური და დიდი რაოდენობით ცხიმის მწველი ვარჯიშები. თუ გსურთ ამ სისტემით ვარჯიში, მაშინ სპეციალური საიტი და YouTube არხი დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.

ახალი ვიდეოები გამოდის რეგულარულად, არა უმეტეს ერთი კვირის ინტერვალით. სამწუხაროდ, საიტზე მასალა გამოიყურება ცოტა რთულად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გირჩევთ გამოიწეროთ youtube არხი, რათა არ გამოტოვოთ არც ერთი ახალი ვარჯიში.

http://www.bodyrock.tv/

WORKOUT TIMER

თუ თქვენ დაკავებული ხართ ინტერვალიანი ვარჯიშების მეთოდით, მაგრამ არ გაქვთ სპეციალური ტაიმერი, მაშინ ეს საიტი შეიძლება იყოს გამოყენებული ტაიმერის როლში. თქვენ მხოლოდ უნდა მიუთითოთ ინტერვალის რაოდენობა და ხანგრძლივობა და დააჭირეთ "Go" ღილაკს. მის შემდეგ ტაიმერი იხელმძღვანელებს ეკრანზე გამოყვანილი ჩვენებების და ხმოვანი ბრძანების მეშვეობით

http://workout-timer.appspot.com/

DAREBEE WORKOUTS

საზაფხულო არდადაგების სეზონის დადგომასთან ერთად დროა, დაისვენოთ ეექტრონული გაჯეტების ციფრული დეზინტოქსიკაციისაგან . თუ გინდათ თქვენი სხეულის ფორმაშ მოყვანა, მაშინ ჩამოტვირთეთ და ამობეჭდეთ სპეციალური ილუსტრირებული ვარჯიშების პროგრამა, რომელიც გათვლილია 30 დღეზე. ერთი გვერდი — ერთ დღეს, ერთი თვის შემდეგ თქვენ თავს ვეღარ იცნობთ.

http://darebee.com/programs.html

WORKOUTLABS

და ბოლოს, თუ წინასწარ მომზადებული ვარჯიშები არ არის თქვენთვის შესაფერისი და თქვენ გსურთ საკუთარი სისტემით ვარჯიში, ეს საიტი დაგეხმარებათ მოამზადოთ თქვენი საკუთარი პროგრამა და ამობეჭდოთ ქაღალდზე.

http://workoutlabs.com/workout-plans/

loading...

მსგავსი სტატიები

  • 2016 წლის საუკეთესო სტატიები ფიტნესზე

    LifeSkills.ge-ს ადმინისტრაცია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას და წარმატებებს! გთავაზობთ ჩვენი საიტის, შემაჯამებელ 2016 წლის საუკეთესო სტატიებს ფიტნესი-ს კატეგორიაში

  • საუკეთესო ვარჯიშები დენის სემენიხინისაგან

    მათთვის, ვისაც უყვარს სუფთა ჰაერზე ვარჯიშისაუკეთესო ტურნიკზე შესასრულებელი ვარჯიშები სპორტული ტელეწამყვანისა და ფიტნეს წიგნების ავტორის ფიტნეს არის ადვილიდა«ფიტნესი ცხობრების გიდი») დენის სემენიხინისაგან.

  • 35 წუთიანი ვარჯიში მთელი სხეულისათვის დამატებითი აღჭურვილობის გარეშე

    ჩვენ ვაგრძელებთ თქვენთვის ვარჯიშების შერჩევას, რომლის შესრულებაც ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ, ისინი არ მოითხოვენ არანაირ დამატებით ინვენტარს. ამჯერად ჩვენს პროგრამაშია— 35 — წუთიანი ვარჯიში, რომელიც ამოქმედებს ყველა მთავარ კუნთს და გეხმარებათ300-400 კალორიის დაწვაში. მზად ხართ ვარჯიშისთვის?

  • 50 ვარჯიში, რომლებიც შეგიძლიათ შეასრულოთ სუფთა ჰაერზე

    გარეთ თბილა— დროა გამოვიდეთ სპორტული დარბაზებიდან და ზოგჯერ მაინც ვივარჯიშოთ სუფთა ჰაერზე. ჩვენ გთავაზობთ, 50 ვიდეოს, როგორც დამწყებ მოვარჯიშეთათვის, ასევე გამოცდილ სპორტსმენთათვის. ყველას შეუძლია აირჩიოს საკუთარი თავისთვის რაღაც ახალი და საინტერესო.

comments powered by HyperComments