ივარჯიშეთ ყოველდღე და ყველაფერი გამოგივათ

ჯიმ ჯოზეფი (Jim Joseph) — მარკეტინგის დირექტორი და PR სააგენტო Cohn&Wolfe - ის პრეზიდენტი, The Experience Effect წიგნების ავტორი, ნიუ - იორკის უნივერსიტეტის ლექტორი. იგი საუბრობს ერთ - ერთ ჩვევაზე, რომელიც დაგეხმარებათ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიტანოთ პოზიტიური ცვლილებები ყველა სფეროში.

მე ყოველთვის მეკითხებიან თუ რა რჩევა შემიძლია მივცე იმათ, ვისაც სურს შეიტანოს პოზიტიური ცვლილებები კარიერასა თუ ოჯახში და იპოვონ ბალანსი ამ ორ კომპონენტს შორის.

ამ მომენტამდე მე ვიძლეოდი რჩევებს თუ როგორ უნდა ადგეთ ადრე. მაგრამ ახლა ვხვდები რომ ეს არ არის ყველასათვის გამოსადეგი რჩევა. დილით ადგომის წყალობით მე ვასწრებ ყველაფრის გაკეთებას იქამდე, სანამ სხვები გაიღვიძებენ და გონებას გამიფანტავენ ამა თუ იმ დავალების მოცემით. დილით, ვწერ ბლოგს, ვამოწმებ სოციალურ ქსელსა და ელექტრონულ გვერდს, შემდეგ კი ვგეგმავ დღეს.

დილით ადგომა ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია, რადგანაც მოწოდებით ტოროლა ვარ. მაგრამ ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვინც სამუშაოს ღამე აკეთებენ, რადგანაც ეს უფრო კომფორტულია მათთვის იმიტომ, რომ ისინი ბუები არიან.

მივხვდი რომ უნდა მერჩია ისეთი რამ, რომელიც მუშაობს ყველა ადამიანზე განურჩევლად ცხოვრების წესისა. საჭირო იყო რჩევა, რომელიც დაეხმარება ხალხს გაუმკლავდეს სამუშაოს, ოჯახს და ყველაფერს, რაც არის მათ ცხოვრებაში. მაგრამ, რჩევა უნდა იყოს სწორი, ისეთი როგორსაც მე თვითონ ვიყენებ და რომელიც მეხმარება. აი აქ გამინათლდა გონება.

აი ჩემი რჩევა: დაკავდით სპორტით

თუ მე შემიძლია მოგცეთ მხოლოდ ერთი რჩევა, ეს იქნება: ივარჯიშეთ ყოველდღიურად, არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. მაშინაც კი, თუ მოგიწევთ ადრე ადგომა ან გვიან დაწოლა.

მე ვიცი, რასაც ვამბობ. დღე არ გავა, რომ არ ვივარჯოშო. ვვარჯიშობდი საახალწლო დღეებში, ახალწელსაც. მე არ დავდიოდი სპორტ-დარბაზში, მაგრამ დავრბოდი, დღეში სულ რაღაც ნახევარ საათს. ვვარჯიშობ მოგზაურობის დროსაც. ყველა სასტუმროში არის ოცდაოთხ საათიანი სპორტული დარბაზი, მაგრამ თუ არ არის, მაშინ აზიდვებსა და ჩაჯდომებს ვაკეთებ ჩემს ნომერში.

ეჭვგარეშეა, ვარჯიში გეხმარებათ სასურველი წონის შენარჩუნებაში. ასევე კარგია გულისა და ფილტვების ჯანმრთელობისათვის. მაგრამ მე ძირითადად ვვარჯიშობ, სტრესის კონტროლისათვის. დილით ვარჯიში მეხმარება იმაში, რომ ვიყო მშვიდად დილის პირველ ნახევარში.

ვარჯიშის შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში რაციონალური და კონცენტრირებული ვარ ყველა საკითხის მიმართ, შემიძლია ემოციების გაკონტროლება. მე ვიცნობ ისეთ ხალხს ვინც ვარჯიშობს საღამოს, მთელი დღის მანძილზე დაგროვებული სტრესის განსამუხტად.

მთავარი არაა როდის ივარჯიშებთ, უბრალოდ დაიწყეთ ვარჯიში, მასზე თქვენი წარმატებაა დამოკიდებული.

loading...

მსგავსი სტატიები

  • საუკეთესო ვარჯიშები დენის სემენიხინისაგან

    მათთვის, ვისაც უყვარს სუფთა ჰაერზე ვარჯიშისაუკეთესო ტურნიკზე შესასრულებელი ვარჯიშები სპორტული ტელეწამყვანისა და ფიტნეს წიგნების ავტორის ფიტნეს არის ადვილიდა«ფიტნესი ცხობრების გიდი») დენის სემენიხინისაგან.

  • 35 წუთიანი ვარჯიში მთელი სხეულისათვის დამატებითი აღჭურვილობის გარეშე

    ჩვენ ვაგრძელებთ თქვენთვის ვარჯიშების შერჩევას, რომლის შესრულებაც ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ, ისინი არ მოითხოვენ არანაირ დამატებით ინვენტარს. ამჯერად ჩვენს პროგრამაშია— 35 — წუთიანი ვარჯიში, რომელიც ამოქმედებს ყველა მთავარ კუნთს და გეხმარებათ300-400 კალორიის დაწვაში. მზად ხართ ვარჯიშისთვის?

  • როგორ გაიუმჯობესოთ სხეულის ფორმა, ყოველდღე 5 წუთიანი ვარჯიშით

    რა თქმა უნდა, 5 წუთში თქვენ ვერ დაიყენებთ პრესს, მაგრამ ყოველდღე 5 წუთიანი ვარჯიში, თვეში არის 2.5 საათი! რეგულარული ვარჯიში რამოდენიმე ხანში აუცილებლად გამოიღებს სასიამოვნო შედეგს, ხოლო ენერგიის მომატებას წამიერად იგრძნობთ.

  • ვარჯიში სახელწოდებით «პლანკა»

    ინდივიდუალური ვარჯიში საკუთარი სხეულის გაკონტროლებაში ყოველთვის დაგეხმარებათ.  წვრთნები და ვარჯიში ყველაზე პრაქტიკულია, რომ შეძლოთ და მოიყვანოთ თქვენი სხეული სასურველ ფორმაში. თუ ვარჯიშს რეგულარულად შეასრულებთ და მას რაც მთავარია სწორად გააკეთებთ თქვენ შეძლებთ მუცლის კუნთისა თუ სხვა დანარჩენი კუნთების წესრიგში მოყვანას.

comments powered by HyperComments