ვარჯიშის დაწყების 10 მეცნიერულად დამტკიცებული მიზეზი

უამრავი სამეცნიერო კვლევის შედეგებმა დაადგინა, რომ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ზრდის სიამოვნების ჰორმონების გამომუშავებას და აუმჯობესებს შემეცნებით შესაძლებლობებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგახსენოთ თუ რატომ უნდა დაკავდეთ სპორტით.

აღსანიშნავია, რომ რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და უზრუნველყოფს მათ პროფილაქტიკას, ამცირებს დიაბეტის მე-2 ტიპისა და კიბოთი დაავადების რისკს, გეხმარებათ წონის კონტრილში, ამაგრებს ძვლასა და კუნთებს, აუმჯობესებს მოქნილობას, ამცირებს ტრამვის მიღების რისკს.

ვარჯიში გეხმარებათ იმაში, რომ იფიქროთ უფრო ნათლად და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება

ფიზიკური აქტივობის დროს გიმუშავდებათ ტვინის ქერქის ვენტრანულ-პრეფრონტალური ნაწილი, რომელიც მთავარ როლს მაშობს გადაწყვეტილების მიღებასა და მომხდარის ემოციურ დამუშავებაში.

ვარჯიში აუმჯობესებს ხასიათს

ვენტრენალურ-პრეფრონტალური ქერქი ასევე ამუშავებს თქვენს უარყოფით ემოციების, როგორიცაა შიში და ეხმარება შეაფასოს სიტუაციის რისკი ან ქმედება. მაღალი ფიზიკური აქტივობა, მას აძლევს საშუალებას, უკეთესად განახორციელოს მისი ფუნქციები, რის შედეგადაც, ჩვენ ვრჩებით პროდუქტიულნი და ვდგებით კარგ ხასიათზე.

ვარჯიში გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში

სპორტით დაკავება ცვლის ტვინის დორსალურ ნაწილს — რომელიც სეროტონინის გამოყოფით, პასუხს აგებს ხასიათის რეგულაციაზე და P ნივთიერების მეშვეობით გვამცნობს სტრესულ მდგომარებობას.

ვარჯიში ამცირებს დაძაბულობასა და შფოთვას

ვარჯიში ზრდის სეროტონინის დონეს, რის შედეგადაც უმჯობესდება განწყობა და ქრება უარყოფითი ემოციები. თუმცა, ეს ხდება არა მაშინვე, არამედ ვარჯიშიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, ასე რომ თუ სამსახურსა და საქმიან შეხვედრაზე წასვლამდე გადაწყვეტთ სავარჯიშო დარბაზში მისვლას ან თუნდაც სირბილს, პოზიტიური განწყობა გარანტირებული გაქვთ.

ვარჯიში აუმჯობესებს მეხსიერებას

ამის შესახებ დაიწერა ბევრი სტატია, მაგრამ ჩვენ მაინც შეგახსენებთ: ვარჯიში ზრდის ჰიპოკამპის მოქმედებას — ეს არის ტვინის ის ნაწილი რომელიც მოქმედებს მახსოვრობის ფორმირებასა და აღდგენაში.

ვარჯიში აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს

კვლევებმა აჩვენა, რომ მოკლე ინტენსიური ვარჯიშითაც კი იზრდება პროდუქტიულობა და საქმის კეთების უნარი. არ არის აუცილებელი ხანგრძლივი ვარჯიში, საკმარისია რამოდენიმეჯერ ავარჯიშოთ პრესი და გააკეთოთ აზიდვა.

ვარჯიში გეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებაში

მათ ვინც დაკავებულია სპორტით, ალბათ სმენიათ ისეთი მოვლენა, როგორიცაა "მორბენალის ეიფორია". ეს არის მდგომარეობა, როდესაც ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ტკივილი მცირდება (როგორც წესი, ეს ხდება მარათონზე). თუმცა, იმისათვის, რომ ვიგრძნოთ, ეს ეიფორია, არ არის აუცილებელი მარათონში მონაწილეობა. კვლევებმა აჩვენეს, რომ დაბალი ინტენსიური ვარჯიში, როგორიცაა აკვა-აერობიკა, ამცირებს ტკივილს.

ვარჯიში ზრდის თქვენი სხეულის კმაყოფილებას

როგორც წესი, ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან მუდმივი ვარჯიშით, ისინი კმაყოფილნი არიან მათი სხეულის ფორმით. თუ ავიღებთ საშუალო სტატისტიკას, მაშინ მივიღებთ, რომ ის ადამიანი, ვინც დაკავებულია ხშირი ვარჯიშით უფრო მოსწონს მისი სხეულის ფორმა, ვიდრე იმას ვინც იშვიათად ვარჯიშობს.

ვარჯიშით დაკავებული ადამიანი უფრო წარმატებულია რომანტიკულ ურთიერთობაში

თუმცა, მკვლევარები ბოლომდე არ არიან ამაში დარწმუნებულნი. რასაკვირველია ის ვინც რეგულარულად ვარჯიშობს, კმაყოფილია თავისი ფიზიკური ფორმით. შეიძლება რეგულარული ვარჯიში ამაღლებს თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ან ვარჯიშის შემდეგ კარგ ხასიათზე ხართ და არ ბრაზდებით ყველა წვრილმანზე

ვარჯიში გაბედნიერებთ

მკვლევარები აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ ის ადამიანი ვინც რეგულარულად ვარჯიშობს, უფრო ბედნიერია იმ ადამიანთან შედარებით ვინც იშვიათად  ან საერთოდ არ ვარჯიშობს, პრინციპში თუ გადახედავთ წინა 9 პუნქტს აღარ გაგიკვირდებათ რომ ეს ესეა.

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • 10 ვარჯიში, რომლის შესრულებისათვის მხოლოდ სკამია საჭირო

    დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ვიდეოს, მათთვის ვინც ყოველთვის წუწუნებს, რომ არ აქვს საკმარისი დრო სპორტდარბაზში წასასვლელად ან თუნდაც სარბენად. ამ ვარჯიშების შესრულება არამარტო სახლში, არამედ ოფისსშიც შეგიძლიათ შესვენების დროს. ადგილს არ აქვს მნიშვნელობა! საკმარისია იპოვოთ შესაფერისი სკამი.

  • ბედნიერი ადამიანის 16 წესი

    ცხოვრებაში იმდენი მოვალეობა და საზრუნავია, რომ ყველა ადამიანს ავიწყდება მთელი დღეების განმავლობაში ყველაფერი და სადღაც დაფრინავს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანს გადაავიწყდეს, ყველანაირი ემოციური გრძნობა, დაივიწყოს მისი სულიერი მდგომარეობა, მაგრამ მუდმივი ზრდა და ცვლილებები აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს მოტივირებული და ბედნიერი. ამიტომ სცადეთ დაიცვათ  16 წესი  და შეეცადეთ იფიქროთ ბედნიერ და ნათელ მომავალზე.

  • როგორ გაიუმჯობესოთ სხეულის ფორმა, ყოველდღე 5 წუთიანი ვარჯიშით

    რა თქმა უნდა, 5 წუთში თქვენ ვერ დაიყენებთ პრესს, მაგრამ ყოველდღე 5 წუთიანი ვარჯიში, თვეში არის 2.5 საათი! რეგულარული ვარჯიში რამოდენიმე ხანში აუცილებლად გამოიღებს სასიამოვნო შედეგს, ხოლო ენერგიის მომატებას წამიერად იგრძნობთ.

  • ვარჯიში სახელწოდებით «პლანკა»

    ინდივიდუალური ვარჯიში საკუთარი სხეულის გაკონტროლებაში ყოველთვის დაგეხმარებათ.  წვრთნები და ვარჯიში ყველაზე პრაქტიკულია, რომ შეძლოთ და მოიყვანოთ თქვენი სხეული სასურველ ფორმაში. თუ ვარჯიშს რეგულარულად შეასრულებთ და მას რაც მთავარია სწორად გააკეთებთ თქვენ შეძლებთ მუცლის კუნთისა თუ სხვა დანარჩენი კუნთების წესრიგში მოყვანას.

comments powered by HyperComments