ვარჯიში სახელწოდებით «პლანკა»

ინდივიდუალური ვარჯიში საკუთარი სხეულის გაკონტროლებაში ყოველთვის დაგეხმარებათწვრთნები და ვარჯიში ყველაზე პრაქტიკულია, რომ შეძლოთ და მოიყვანოთ თქვენი სხეული სასურველ ფორმაში. თუ ვარჯიშს რეგულარულად შეასრულებთ და მას რაც მთავარია სწორად გააკეთებთ თქვენ შეძლებთ მუცლის კუნთისა თუ სხვა დანარჩენი კუნთების წესრიგში მოყვანას.

სხეულის სასურველი ფორმა  დამეთანხმებით ყველასთვის თვალშისაცემია. რატომ არის სავარჯიშო „პლანკა“-ს სწორად შესრულება სასარგებლო გაეცანით  და მიყევით სტატიას ბოლომდე.

ძლიერდება ხერხემლის გასწვრივ მდებარე კუნთები

ხერხემლის გასწვრივ მდებარე კუნთები შინაგან ორგანოებს ძალიან დიდ დახმარებას უწევენ, ისინი ასევე კონტროლს უწევენ კარგი ტანადობის ფორმირებას და იცავენ ზურგის კუნთებს დაზიანებისაგან. სავარჯიშო „პლანკა“-ს სწორად შესრულება თქვენ გაგიძლიერებთ ხერხემლის გასწვრივ მდებარე კუნთებს  და მოქმედებაში მოიყვანს ყველა ძირითად კუნთს.

. განივი კუნთები -გეხმარებათ აწიოთ მძიმე წონა.

. სწორი კუნთები- გეხმარებათ უკეთესად ირბინოთ.

. დახრილი კუნთები - უვლიან და უფრთხილდებიან წელს.

გაგიუმჯობესებს ზურგის კუნთებს.

„პლანკა“-ს შესრულება დაგეხმარებათ ხერხემლის გამართვაში, ისე რომ არ დაგიზიანდეთ ზურგი და შეძლებთ აკონტროლოთ სხეულის წინა და უკანა  ნაწილები.  ეს კი შეამცირებს ტკივილის რისკს წელის არეში.

აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას

ამ ვარჯიშის დროს, გაცილებით მეტი კალორიის წვა ხდება, ვიდრე ჩვეულებრივი მუცლის პრესების სავარჯიშოს შესრულების დროს.  ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი რომ „პლანკა“-ს სწორად შესრულების შემთხვევაში არამხოლოდ იკლებთ წონაში, არამედ ღებულობთ სასურველ სხეულის ფორმასაც.

გაგიუმჯობესებთ ტანადობას

ხერხემლის დასწვრივ მდებარე კუნთებს დიდი ზეგავლენას ახდენენ კისრის, ბეჭის, ზურგსია და წელის მდგომარეობაზე, აქედან გამომდინარე ამ ვარჯიშის სისტემატიური შესრულება იწვევს მხრებში გამართვას და გეხმარებათ სწორად გამართულ სიარულში.

აუმჯობესებს წონასწორობას

რამდენი ხნით შეგიძლიათ დადგეთ გამართულად ცალ ფეხზე?  მხოლოდ რამდენიმე წამი. ეს იმიტომ რომ არ გაქვთ გამომუშავებული წონასწორობის გრძნობა და არ იცით როგორ უნდა დაიცვათ ბალანსი ისე რომ არ წაიქცეთ. ასეთ დროს თქვენ უნდა გააძლიეროთ თქვენი მუცლის კუნთები, ეს ხელს შეგიწყობთ დაიცვათ ბალანსი, ხოლო წონასწორობის და ბალანსის შენარჩუნება დაგეხმარებათ ყველაფერში.

აუმჯობესებს მოქნილობას.

ამ ვარჯიშის დახმარებით ყველა კუნთი ხდება გაცილებით მოქნილი. რის შედეგადაც თქვენ იღებთ გაცილებით დიდ სარგებელს, მოქნილობა ყველა სავარჯიშოს შესრულებისას გაძლევთ დამატებით უპირატესობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოქნილობის წყალობით შეძლებთ ნებისმიერი საქმე უფრო მარტივად შეასრულოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

უმჯობესდება ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ყოველდიური გადაღლილი და რთული გრაფიკის შემდეგ, ყველასთვის სასიამოვნოა განტვირთვისათვის შეასრულოთ ვარჯიშები, თუ მას დამატებითი სარგებელიც მოაქვს (როგორიცაა სასურველი სხეულის ფორმა და წონაში დაკლება)  ვარჯიშის შედეგად განწყობაც გაცილებით უკეთესი ხდება, რადგან გეხსნებათ დაძაბულობის და დაღლილობის შეგრძნება, ხდებით უფრო აქტიურები.

ეს სავარჯიშო წაგართმევთ დღეში მხოლოდ 5-10 წუთს, სამაგიეროდ შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით.

 

ვიდეო გაკვეთილი

loading...

მსგავსი სტატიები

comments powered by HyperComments