რატომ უნდა გახდეს ბუქნები თქვენი ვარჯიშის განუყოფელი ნაწილი

ბუქნების შესრულების სხვადასხვა ვარიანტი სპორცმენების უმრავლესობის  საყვარელი სავარჯიშოა, ერთი სერიოზული მიზეზის გამო:ეს მუშაობს! მაგრამ როგორ? ამაში მოდით ერთად გავერკვეთ.

ბუქნების შესრულების ტექნიკა ძალიან ადვილია, დამატებითი მოწყობილებები არაა საჭირო., კიდევ ერთი პლიუსი - ეს სავარჯიშო ადამიანისთვის ბუნებრივი მოძრაობაა, დღის განმავლობაში დამეთანხმებით ხშირად გვიწევს ბუქნების გაკეთება, როდესაც ვიღებთ დავარდნილ რაიმე ნივთს, ვჯდებით საკამზე და .. ასე რომ ტრამვის მიღების შანსი ვარჯიშის შესრულებისას თითქმის არ არსებობს. განსაკუთრებით ლამაზი და ძლიერი ბარძაყები, აგრეთვე მკვრივი საჯდომი კუნთები კი ყველა მანდილოსნის ოცნებაა.

რატომ არის საჭირო ბუქნები 

ასტიმულირებს ჰორმონების გამომუშავებას

ბუქნები ხელს უწყობს ტესტოსტერონისა და ზრდის ჰორმონის გამომუშავებას ორგანიზმში, ეს ის ჰორმონებია რომლებბიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს კუნთების ჩამოყალიბებაში.

აძლიერებს კუნთებს

ბუქნების შესრულების დროს მოქმედებაში მოდის ზურგის ქვედა და მუცლის (პრესის) კუნთები, ასე რომ ნუ იფიქრებთ რომ ბუქნები მხოლოდ ფეხებისა და საჯდომი კუნთებისთვისაა სასარგებლოეს ერთი სიტყვით უნივერსალური სავარჯიშო მოიცავს მთელი რიგი კუნთების გაძლიერებას. 

აუმჯობესებს პლასტიკურობას

ღრმა ბუქნები ხელს უწყობს და აუმჯობესებს მენჯბარძაყის სახსრების მოძრაობას. ადამიანების უმრავლესობა არასწორი დგომით, ბარძაყებზე განიცდიან დიდ დაწოლას, რის გამოც ხშირად იღლებიან და უჩნდებათ სურვილი პირველივე შემხვედრ და მოსახერხებელ ადგილას ჩამოჯდნენ და შეისვენონ. მენჯბარძაყის სახსრების პლასტიკურობა ხელს შეუწყობს თქვენს ტანადობას და მოგაცილებთ ტკივილებს წელის არეში.

ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებას                                      

ბუქნების შესრულება აუმჯობესებს სისხლისა და სხვა სითხეების ცირკულირებას ორგამიზმში, რაც ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას, ასევე აწესრიგებს და კვებავს ყველა საჭირო კომპონენთით მთელს ორგანიზმს

გახდებით უფრო მოქნილი, სწრაფი და ძლიერი                                      

გამოკვლევებით დადასტურებულია რომ ბუქნების შესრულება აუმჯობესებს სისწრაფისა და სიმაღლეზე ხტომის მაჩვენებლებს მძლეოსნებში. ამიტომაც ბუქნები აუცილებლად შედის პროფესიონალი სპორცმენების სავარჯიშო პროგრამაში.

ეს მარტივად აიხსნება: ბუქნები აძლიერებს არამარტო თქვენს ბარძაყის კუნთებსა და მყესებს არამედ გხდით უფრო მოქნილს, რაც აისახება სიმაღლეზე ხტომაშიც. კუნთების ელასტურობა კი თითქმის გამორიცხავს ტრამვებს სიმაღლეზე ხტომის როს. რაც შეეხება სირბილს, სისწრაფე უმჯობესდება არა ნაბიჯების სიდიდის, არამედ ბარძაყის კუნთების სწორი მუშაობის ხარჯზე.

აუმჯობესებს წონასწორობას

როგორც ზევით აღვნიშნეთ ბუქნებს ჩვენდა უნებურად ხშირად ვაკეთებთ დღის განმავლობაში. ძლიერი ფეხის კუნთები, უფრო სტაბილურს ხდის ჩვენს მოძრაობას და გვეხმარება წონასწორობის დაცვაში, ბუქნები აუმჯობესებს ტვინსა და ფეხის კუნთებს შორის კავშირს, რაც გამორიცხავს უნებლიე დაცემას. ბუქნების შესრულება ყოველდღიურად, თქვენი ხანგრძლივი და აქტიური ცხოვრების გარანტიაა.

ვიდეო გაკვეთილი

loading...

მსგავსი სტატიები

  • როგორ გაიუმჯობესოთ სხეულის ფორმა, ყოველდღე 5 წუთიანი ვარჯიშით

    რა თქმა უნდა, 5 წუთში თქვენ ვერ დაიყენებთ პრესს, მაგრამ ყოველდღე 5 წუთიანი ვარჯიში, თვეში არის 2.5 საათი! რეგულარული ვარჯიში რამოდენიმე ხანში აუცილებლად გამოიღებს სასიამოვნო შედეგს, ხოლო ენერგიის მომატებას წამიერად იგრძნობთ.

  • ვარჯიში სახელწოდებით «პლანკა»

    ინდივიდუალური ვარჯიში საკუთარი სხეულის გაკონტროლებაში ყოველთვის დაგეხმარებათ.  წვრთნები და ვარჯიში ყველაზე პრაქტიკულია, რომ შეძლოთ და მოიყვანოთ თქვენი სხეული სასურველ ფორმაში. თუ ვარჯიშს რეგულარულად შეასრულებთ და მას რაც მთავარია სწორად გააკეთებთ თქვენ შეძლებთ მუცლის კუნთისა თუ სხვა დანარჩენი კუნთების წესრიგში მოყვანას.

  • 12 ასანა კისრისა და მხრის ტკივილების მოსახსნელად

    ყოველ დღე ჩვენ საათობით გვიწევს კომპიუტერთან ჯდომა, ან თავჩაგრულები ვართ ჩვენს სმარტფონებში. რის გამოც საღამოს უკვე გვიჭირს წელში გამართვა, გვიმძიმდება თავი, მატულობს კისრისა და მხრის ტკივილი. ამ უსიამოვნო შეგრძნებებისაგან დაგვიცავს იოგა.

  • საუკეთესო ვარჯიშები დენის სემენიხინისაგან

    მათთვის, ვისაც უყვარს სუფთა ჰაერზე ვარჯიშისაუკეთესო ტურნიკზე შესასრულებელი ვარჯიშები სპორტული ტელეწამყვანისა და ფიტნეს წიგნების ავტორის ფიტნეს არის ადვილიდა«ფიტნესი ცხობრების გიდი») დენის სემენიხინისაგან.

comments powered by HyperComments