32 საიტი, რომელიც გენიოსად გაქცევს

მეწარმე თომას ოპონგმა Medium-ზე შეაგროვა 33 საიტი მათთვის, ვისაც სურს განავითაროს საკუთარი გონებრივი შესაძლებლობა. გაეცანით ამ სიის თუნდაც ნახევარს და თქვენ აუცილებლად ნახავთ შედეგს.

ინტერნეტი მუდმივად ზრდის თავის პოზიციას, როგორც ახალი ცოდნის მიღების წყარო. არ არის აუცილებელი ოქსფორდის პროფესორების წიგნის წაკითხვა, რადგან პროფესორს თავად შეუძლია ჩაატაროს ონლაინ კურსი, სადაც ის გაგიზიარებთ საკუთარ ცოდნას.

არსებობს პატარა პრობლემა, ის მდგომარეობს იმაში, რომ რომ საგანმანათლებლო საიტები ძალიან ბევრია და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თითოეული მათგანი შეიცავს რამდენიმე ათეულ, ან თუნდაც ასეულ კურსს, მათ სიმრავლესთან გამკლავება ცოტა არ იყოს რთულია.

ჩვენ მოგაწოდეთ 32 სასწავლო საიტების სია, რომელიც შეარჩია მეწარმე და ბლოგერმა ტომას ოპონგმა.

ყურადღება: ამ საიტების უმრავლესობა არის ინგლისურ ენოვანი

BBC  Future - არის სტატიების და ვიდეოების აგრეგატორი, რომლებიც მოგვითხრობს თანამედროვე მსოფლიოზე.

99U - YouTube - არხი, რომელიც ეძღვნება პროდუქტიულობას, თვითმმართველობას და ხელმძღვანელობას.

YouTube EDU - YouTube - ის ნაწილი, მასში შედის საგანმანათლებლო ვიდეოები.

WikiWand - არის უფრო გააზრებული და ფუნქციური ვიკიპედიის ინტერფეისი.

TED - ვიდეო გამოჩენილ ადამიანებზე, რომლებიც აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

iTunes U არის iTunes - ის განყოფილება, მასში შედის წამყვანი უნივერსიტეტების ლექციები.

Insightful Questions - არის  Reddit - ის განყოფილება იგი განკუთვნილია ინტელექტუალური დისკუსიებისათვის.

Cerego - სასწავლო გეგმის შემუშავების სერვისი იგი ეყრდნობა თქვენს სუსტ და ძლიერ მხარეებს.

University of the People - უფასო ონლაინ უნივერსიტეტი, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა სპეციალობის კურსებს.

Open Sesame - კურსით ვაჭრობის პლათფორმა.

CreativeLive - უფასო კურსები შემოქმედებით დისციპლინაში მსოფლიოს ექსპერტებისგან.

Coursera - საიტი, რომელიც შეიცავს ასობით კურსებს მსოფლიოს ცნობილი უნივერსიტეტებიდან.

University of Reddit  - არის Reddit - ის განაყოფი, სადაც მომხმარებლები აზიარებენ საკუთარ ცოდნას.

Quora - საიტი, სადაც თქვენ იხილავთ პასუხს სხვადასხვა კითხვებზე, დაწყებული ბიზნესით და დამთავრებული კომიქსებით.

Digital Photography School - საიტი სადაც განთავსებულია ფოტოგრაფიის სწავლების სტატიები.

Umano - აუდიო სტატიების უდიდესი კოლექცია.

Peer 2 Peer University - განათლების ღია პროექტი.

MIT Open CourseWare - უფასო კურსები მასაჩუსეცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისაგან.

Gibbon - სასწავლო ფლეილისტების შექმნის სერვისი.

Investopedia - ინვესტირების, პირადი ფინანსებისა და ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობის შესწავლა.

Udacity - ონლაინ კურსები ტექნიკური მიმართულებით.

Mozilla Developer Network - სასწავლო დოკუმენტაცია ვებ დეველოპერთათვის.

Future Learn - უფასო ონლაინ კურსები წამყვან უნივერსიტეტებისაგან.

Google Scholar -  სამეცნიერო ლიტერატურის ძიება: წიგნები, სტატიები, რეფერატები და ჟურნალები.

Brain Pump - ადგილი, სადაც ყოველდღიურად ისწავლით რაღაც ახალს.

Mental Floss - სხვადასხვა სფეროში ცოდნის დადგენის ტესტები.

Learnist - სწავლება ექსპერტების მიერ შერჩეული კონტენტიდან.

DataCamp - ონლაინ გაკვეთილები და კურსები მონაცემების მეცნიერებაში.

edX - სხვადასხვა უნივერსიტეტების ონლაინ კურსები.

Highbrow - ყოველდღიური პატარა კურსები, რომლებსაც გიგზავნიან ელექტრონულ ფოსტაზე.

Coursmos  - ხანმოკლე კურსები მათთვის ვისაც ხშირად ეფანტება გონება.

Platzi - ონლაინ კურსები დიზაინის, მარკეტინგისა და პროგრამირების შესახებ.

loading...

მსგავსი სტატიები

  • კიდევ ერთი გზა იმისათვის, რომ გახდეთ პროგრამისტი

    კომპანიაWolfram გამოუშვა უნივერსალური პრგრამული კომპლექსიWolfram Programming Lab გამოთვლითი აზროვნება განვითარებასა დაWolfram ენაზე პროგრამირების გამოყენების სწავლებისათვის. ახლა უკვე ახალბედებსაც შეუძლიათ პროგრამების დაწერა, სამეცნიერო და საზოგადო ამოცანების ამოხსნისათვის.

  • 17 ილუსტრაცია, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების არსს ასახავენ

    მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ილუსტრაციები, რომლებსაც ქმნის იტალიელი დიზაინერი, სახელად მარკო მელგრატი(Marco Melgrati), ზუსტად ამ პრობლემის შესახებ მოგვითხრობენ: ისინი გვაძლევენ ჩვენი ქმედებების შედეგებზე დაფიქრების საშუალებას.

  • 10 სასურველი ნივთი მამაკაცისათვის

    ჩვენ შევარჩიეთ ის ნივთები, რომლებიც სასურველია ყველა მამკაცს ჰქონდეს. ეს ნივთები თქვენს თვითშეფასებას ამაღლებენ. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ და მითუმეტეს ნივთებით მამაკაცური ღირსებების შეფასება არ შეიძლება. გთავაზობთ სიას


  • როგორ დავიმახსოვროთ ადვილად და ეფექტურად უცხო სიტყვები

    ენების სწავლის ექსპერტი ლუკა ლამპარიელო, (Luca Lampariello) გვასწავლის სიტყვების მარაგის გაფართოების5 ძირითად მეთოდს. ლუკა ლამპარიელო იტალიელი პოლიგლოტი. იცის11 ენა, მათ შორის, გერმანული, რუსული, პოლონური, ჩინური (მანდარინული დიალექტი). ლამპარიელო გახდა ცნობილი ფიგურა ენის შემსწავლელ საზოგადოებათა შორის. ამჟამად ცხოვრობს რომში.


comments powered by HyperComments