10 მცდარი შეხედულება, რომლებიც არ უნდა დაიჯეროთ

მიუხედავად ყველა თანამედროვე მეცნიერული მიღწევებისა, ჩვენს გარშემო ისევ რჩება ბევრი სასაცილო და აბსურდული მითი. ამ სტატიაში მოგიყვებით რამოდენიმე მათგანზე


მითი: მზე ყვითელია

კითხვაზე თუ რა ფერისაა მზე, თითქმის ყველა ადამიანი პასუხობს, რომ ის ყვითელიარეალურად ეს ასე არ არის. მზე ყვითელი ჩანს, რადგანაც მისი სხივი ჩვენს პლანეტამდე მოსაღწევად გადის ატმოსფეროს.

სინამდვილეში ის თეთრი ფერისაა

მითი: საჰარა უდიდესი უდაბნოა

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უდაბნო არის ცხელი ადგილი სადაც ბევრი ქვიშაა. სინამდვილეში უდაბნო შეიძლება ეწოდოს ნებისმიერ ადგილს, რომელიც ხასიათდება სწორხაზოვანი რელიეფით ან ფლორისა და ფაუნის არ არსებობით (1). ამ თვალსაზრისით, უდიდესი უდაბნო არა საჰარაა, არამედ ანტარქტიდის უსასრულო ყინულოვანი სივრცეა (2).

მითი: ფიჭური კავშირგაბმულობა მუშაობს თანამგზავრის დახმარებით

ეს მითი დაინერგა მას შემდეგ, რაც მედია სივრცემ დაიწყო იმის გამოქვეყნება, რომ გაშვებული იქნა კიდევ ერთი "კავშირგაბმულობის თანამგზავრი". სინამდვილეში, ამ თანამგზავრებს არანაირი კავშირი არ აქვთ ფიჭურ კავშირგაბმულობასთან. თქვენი მობილურის სიგნალი ჯაჭვურად გადაეცემა ერთ საბაზო სადგურიდან მეორეს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თქვენ რეკავთ სხვა კონტინენტზე, მონაცემები გადადის არა კოსმოსის, არადმედ წყალქვეშა კაბელების მეშვეობით.

მითი: ჩინეთის დიდი კედელი არის ერთადერთი  საკურორტო ობიექტი, რომელიც კოსმოსიდან ჩანს

ეს მითი დაიბადა XVIII საუკუნეში (1) მის შესახებ დღესაც ლაპარაკობენ გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებლები. თუმცა უკვე ცნობილია, რომ დიდი კედელი ოპტიკური ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე არც ორბიტიდან და მითუმეტეს არც მთვარიდან არ ჩანს. ეს აიხსნება იმით, რომ კედლი არც თუ ისე ფართოა (9.1 მეტრი) და დაახლოებით იმავე ფერისაა, როგორც მიწის მონაკვეთი, რომელზეც ის არის განლაგებული.

მითი: მეხი არასოდეს არ ურტყამს ერთსა და იმავე ადგილას

დამიჯერეთ ურტყამს!!!. განსაკუთრებით იმ ადგილას, რომელიც მიწიდან არის დაშორებული.. მაგალითად:  ნიუ-იორკში, ემპაირ სტეიტ ბილდინგს (Empire State Building), მეხი წელიწადში 100-ზე მეტჯერ ურტყამს.

მითი: დედამიწას სფეროსებრი ფორმა აქვს

სინამდვილეში დედამიწა არ არის იდეალურად მრგვალი. ყოველდღიური ბრუნვისგან მას განუვითარდა ელიფსის ფორმა (პოლუსებთან წაწვეტებულია). გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ კონტინენტების სიმაღლე არის სხვადასხვა და მისი ზედაპირები ცვლიან დეფორმაციის მიმოქცევას (1).

მითი: ევერესტი დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალია

ეს არც მითია, მაგრამ არც თუ ისე ზუსტი ინფორმაციაა. საქმე იმაშია, რომ ევერესტი მართლაც უდიდესი მწვერვალია "ზღვის დონიდან". მაგრამ მიწის დონიდან ყველაზე მაღალი მთა მაუნა კეაა (Mauna Kea) (10 203 ), მისი დიდი ნაწილი წყლის ქვეშ იმალება (1). ხოლო თუ ჩავთვლით დედამიწის ცენტრიდან, მივიღებთ კიდევ ერთ  "მაღალ მთას" — ჩიმბორასოს (2).

მითი: წყალი ატარებს დენს

ყველამ იცის, რომ ელექტრო ტექნიკა და წყალი არის შეუთავსებელი. თუმცა წყალი იზოლატორად ითვლება (1). უბრალოდ წყალი თითქმის ყოველთვის შეიცავს მინარევებს, რომლის საშუალებითაც ის ატარებს დენს.

მითი: გრავიტაცია სიმძიმის არ ქონაა

ბევრ ჩვენგანს აქვს ნანახი რეპორტაჟი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან, სადაც ასტრონავტები არიან უწონადობის მდგომარეობაში. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ფენომენი, ხდება იმიტომ, რომ სკს (საერთაშორისო კომოსური სადგური) დედამიწიგან ძალიან შორის იმყოფება და მიზიდლობ არ მოქმედებს. სინამდვილეში 350 კილომეტრით არის სადგური დედამიწისგან დაშორებული, თავისუფალი ვარდნის აჩქარება არის 8.8 მ/წ2, რომელიც არის მხოლოდ 10% - ით ნაკლები, დედამიწის ზედაპირთან შედარებით. უწონადობა ხდება იმის გამო, რომ სკს მუდმივად ბრუნავს ორბიტის გარშემო, რის შედეგადაც კოსმონავტები ყოველთვის "წინ ვარდებიან" 7.9 კმ/წ სიჩქარით (1).

მითი: წარსულში, ხალხი ფიქრობდა, რომ დედამიწა იყო ბრტყელი

როგორც წესი ჩვენ ვფიქრობთ, რომ უძველეს ცივილიზაციებს სჯეროდათ, რომ დედამიწა იყო ბრტყელი და მას სამი სპილო იჭერდა, რომლებიც კუზე იდგნენ. მხოლოდ რენესანსის ეპოქის მეცნიერებისა და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებს წყალობით, მსოფლიომ საბოლოოდ გაიგო მისი ნამდვილი ფორმის შესახებ. თუმცა, ეს მოსაზრება არ არის სიმართლე. ჯერ კიდევ ძვ. წ. 330 წელს არისტოტელემ დაამტკიცა, რომ დედამიწა არის სფეროსებური ფორმის. ხოლო ჩვენი წელთ აღრიცხვით  I საუკუნეში პლინიუს უფროსი წერდა დედამიწის სფეროსებურობაზე, როგორც საყოველთაოდ მიღებულ ფაქტზე (1).

თუმცა, დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დედამიწა ბრტყელია, და ყველა მთავრობამ მოაწერა ხელი გლობალურ შეთქმულებას ამ ყველაფრის დამალვის მინით (2)
loading...

მსგავსი სტატიები

  • კიდევ ერთი გზა იმისათვის, რომ გახდეთ პროგრამისტი

    კომპანიაWolfram გამოუშვა უნივერსალური პრგრამული კომპლექსიWolfram Programming Lab გამოთვლითი აზროვნება განვითარებასა დაWolfram ენაზე პროგრამირების გამოყენების სწავლებისათვის. ახლა უკვე ახალბედებსაც შეუძლიათ პროგრამების დაწერა, სამეცნიერო და საზოგადო ამოცანების ამოხსნისათვის.

  • 17 ილუსტრაცია, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების არსს ასახავენ

    მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ილუსტრაციები, რომლებსაც ქმნის იტალიელი დიზაინერი, სახელად მარკო მელგრატი(Marco Melgrati), ზუსტად ამ პრობლემის შესახებ მოგვითხრობენ: ისინი გვაძლევენ ჩვენი ქმედებების შედეგებზე დაფიქრების საშუალებას.

  • 10 სასურველი ნივთი მამაკაცისათვის

    ჩვენ შევარჩიეთ ის ნივთები, რომლებიც სასურველია ყველა მამკაცს ჰქონდეს. ეს ნივთები თქვენს თვითშეფასებას ამაღლებენ. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ და მითუმეტეს ნივთებით მამაკაცური ღირსებების შეფასება არ შეიძლება. გთავაზობთ სიას


  • როგორ დავიმახსოვროთ ადვილად და ეფექტურად უცხო სიტყვები

    ენების სწავლის ექსპერტი ლუკა ლამპარიელო, (Luca Lampariello) გვასწავლის სიტყვების მარაგის გაფართოების5 ძირითად მეთოდს. ლუკა ლამპარიელო იტალიელი პოლიგლოტი. იცის11 ენა, მათ შორის, გერმანული, რუსული, პოლონური, ჩინური (მანდარინული დიალექტი). ლამპარიელო გახდა ცნობილი ფიგურა ენის შემსწავლელ საზოგადოებათა შორის. ამჟამად ცხოვრობს რომში.


comments powered by HyperComments