საქმის იოლად შესრულების 22 მარტივი ხერხი

ინტერნეტში ძალიან ბევრი სტატიაა, რომლებიც გასწავლიან, თქვენი პროდუქტიულობის ამაღლების ჯადოსნურ ხერხებს. მაგრამ ბევრი მათგანი რეალურად არ მუშაობს. ამ სტატიაში თქვენ ნახავთ რჩევების სიას, რომელიც გამოცდილი და დამტკიცებულია ათიათასობით მომხმარებლის მიერ.


ონლაინ ცოდნის გაცვლის ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ (საუკეთესოდ რჩება Quora) მიიღოთ მოკლე და ამომწურავი პასუხი ფაქტიურად ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო კითხვაზე. ასე, რომ როდესაც გახმაურდა კითქვა იმის შესახებ თუ, როგორ შევასრულოთ ჩვენი საქმეები ნაკლებ დროში, ჩვენ შევაგროვეთ დამტკიცებილი და შემოწმებული რჩევების სია.

დაადგინდეთ, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში 80%, იმისა თუ რასაც დღეს აკეთებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირ შედეგს არ მოგცემთ.

ძილი, კვება და ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ შედეგის გასამმაგებაში, რადგანაც ისინი ზრდიან ფოკუსირებას, მოტივაციასა და ენერგიის დონეს.

ორი წუთის წესი: თუ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ქმედების 2 წუთში შესრულება (მაგალითად, წერილზე პასუხის გაცემა ან მაგიდის გადაწმენდა), მაშინ შეასრულეთ ეს დავალება ახლავე. თუ თქვენ გადაწყვტთ მათ გადადებას,  მაშინ, პირველი: უფრო მეტ დროს წაგართმევთ, მეორე: არ არის იმის გარანტია, რომ თქვენ საერთოდ შეასრულებთ ამ დავალებას.

                                            

ხუთი წუთის წესი: გაჭინაურებულ საქმესთან ბრძოლის მიზანი არ მდებარეობს მის უმალვე გადაჭრაში, დაუთმეთ მას თქვენი დროის 5 წუთი, მთავარია საქმის დაწყება, თქვენ ვერც კი შეამჩნევთ ისე შეასრულებთ ამ დავალებას.

სეინფელდის წესი: თუ გსურთ, რომ რაიმეში იყოთ საუკეთესო, მაშინ ივარჯიშეთ ამისთვის ყოველდღე, მათ შორის, შობას, აღდგომას, ახალწელს, გამონაკლისების გარეშე, პრაქტიკა საუკეთესო საშუალებაა თქვენი მიზნის მიღწევისათვის.

იმუშავეთ თქვენს ჩვევებზე. კარგი ჩვევები, ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას დასახული მიზნის მიღწევაში.

                  

ნუ იქნებით მეხსიერების იმედზე.  თქვენ ვერ შეძლებთ ყველაფრის გონებაში შენახვას, რაც არ უნდა გენიოსი იყოთ. აწარმოეთ დღიური, ჩაინიშნეთ დავალების სია.

გამოიყენეთ ზუსტად იმდენი ინსტრუმენტი, რამდენიც თქვენთვის არის საჭირო. დღეს-დღეობით კონკურენტუნარიანი პროგრამების, სერვისების და გაჯეტების ფართო არჩევანია. იპოვეთ თქვენი ამოცანების გადაჭრის ყველაზე მოსახერხებელი გზა და უარი თქვით სხვა დანარჩენზე.

დისციპლინა არის ყველაფერი. დაგეგმეთ თქვენი დღე ყოველ დილით, დაწერეთ მოკლე ანგარიში განვლილ დღეზე ყოველ საღამოს. ეს დაგეხმარებათ პრიორიტეტების სწორად განლაგებაში, უსარგებლო ამოცანების შეწყვეტასა და იმის გაკეთებაში, რაც ყველაზე მთავარია თქვენთვის.

Pomodoro. პროდუქტიულობის სპეციალური ტექნიკა, რომელიც თქვენი სამუშაო დღის 25-წუთიანი ინტერვალებად დაყოფის საშუალებას გაძლევთ, მეტი პროდუქტიულობისთვის.

 

ყოველთვის გაიკეთეთ ყურსასმენები. ამასთანავე მუდმივად მუსიკის მოსმენა არ არის საჭირო, უბრალოდ ეს გეხმარებათ იმაში, რომ არ მიაქციოთ ყურადღება იმას რაც თქვენს გარშემო ხდება.

                        

შეწყვიტეთ თქვენი ელექტრონული მისამართის გამუდმებით შემოწმება. შეეცადეთ ამის გაკეთება დღეში სამჯერ, მაგალითად, 11,  14  და 17  საათზე.  გახსოვდეთ, რომ თქვენი საფოსტო მისამართი არ არის დავალებათა სია.

                                     

სატელეფონო ზარები. ვინ თქვა, რომ თქვენ ყოველთვის ხაზზე უნდა იყოთ? გამორთეთ თქვენი ტელეფონი, როდესაც დაკავებული ხართ. ჩართეთ გარკვეულ დროის შემდეგ. ვისაც სურვილი აქვს ის გადმოგირეკავთ — ხოლო ვისაც არა ვეღარ შეგაწუხებთ.

დააჯგუფეთ მცირე ამოცანები. მაგალითად: ელ-ფოსტა, ტელეფონის ზარები, Facebook, და ასე შემდეგ.

MI3 წესი. იშიფრება როგოც (Most Important three tasks) და იმას ნიშნავს, რომ ყოველი დღე, თქვენ უნდა დაიწყოთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანით, ხოლო დანარჩენს შემდეგ დაგეგმავთ.

                            

ნებისყოფა არის შეზღუდული. სცადეთ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დღის პირველ ნახევარში. ხოლო მეორეხარისხოვანი გადაწყვეტილებები შემდეგისთვის გადადეთ.

ყველაზე საჭირო. ყოველთვის ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა არის თქვენთვის ყველაზე საჭირო რამ, რისი გაკეთებაც დაუყოვნებლივ შეგიძლიათ. შემდეგ გამოყენების წესი # 4.

ნუ დაკარგავთ დროს სრულყოფილების დევნაში. როგორც ამბობენ startup სფეროში "თუ არ გრცხვენიათ თქვენი პროდუქტის, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ის ძალიან გვიან გამოუშვით".

ზეწოლა სასურველი შედეგის მიღწევის კარგი საშუალებაა. გამოყენეთ ჯილდოს სტიმულირებაში ან სოციალური ვალდებულებებში. დასჯის შიში ან  შექების სურვილი სასწაულებს ახდენს, უმოკლეს დროში.

დაისვენეთ. ზოგჯერ უსაქმურად ყოფნას და არაფრისკეთებას შეუძლია, ენერგოიმპულსის მიცემა თქვენი ტვინისთვის. მნიშვნელოვანია, ამ პროცესების კონტროლის ქვეშ შენარჩუნება.

                            

წაშალეთ, უარი თქვით, დააიგნორირეთ. დაამსხვრიეთ სხვისი გეგმები. შეეცადეთ თქვენი ცხოვრების აწყობა საკუთარი გეგმებით და არ ჩაჯდეთ თქვეენი კოლეგების სამუშაო გრაფიკში.

ყალბი არაკომპეტენტურობა. ეს წინა წესის გამოყენების დიპლომატიური გზაა.

                               

 

loading...
comments powered by HyperComments