სწავლის ძირი მწარე არის

სწავლა ის საქმეა, რომელიც ყველა ადამიანს ერთნაირად უნდა აინტერესებდეს, კარგი განათლება შეგაძლებინებთ ყველა დახურული კარგის ადვილად გაღებას. თუმცა მიუხედავად ამისა ახალგაზრდების ნაწილი, მაინც ვერ აცნობიერებს სწავლის აუცილებლობას და ცდილობენ თავი აარიდონ, უმაღლეს სასწავლებელს.

ფიქრობენ, რომ არ არიან მზად სხვადასხვა სირთულეებისათვის, ან უბრალოდ სიზარმაცე სძლევთ და ცდილობენ თავი უფრო იოლი საქმით შეიქციონ,  მაგრამ გარკვეული დროისა და სხვადასხვა რამის უცოდინრობის გამო მალევე ნანობენ, თუმცა ზოგჯერ სინანული უბრალოდ გრძნობაა და მას ვერანაირი საქციელი ვეღარ გამოასწორებს. ასე ხდება იმ შემთხვევაშიც თუ ადამიანი სწავლას აარიდებს თავს, არ ვამბობ რომ უსწავლელი ადამიანი არავის სჭირდება, მაგრამ ხომ იცით „სწავლა სიკვდილამდეა“. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ზოგადად იმ საკითხებზე, რომელთა დახმარებითაც შევძლებთ მომავალში, ძლიერი და წარმატებული ადამიანები გავხდეთ, მთავარია შევძლოთ და წარმატებით დავამთავროთ როგორც სკოლა, ასევე უმაღლესი სასწავლებელი. დამერწუმენეთ არის სტუდენტობაში ბევრი რთული, მაგრამ სასიამოვნო და დასამახსოვრებელი წუთები.

უნდა ვთქვათ რომ უფრო და უფრო არ წყდება მრავალწლიანი  განათლების ზრდის ტენდენცია. ახალგაზრდები განათლების სისტემაში უფრო მეტ დროს ატარებენ, უფრო მეტი რაოდენობით აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და პარალელურად ახერხებენ რაიმე შეთავსებადი სამსახური მოძებნონ, მაგრამ ხანგრძლივი სტუდენტობა სულაც არ ნიშნავს საუკეთესო სტუდენტობას. თუმცა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ სწავლის გაგრძელებაზე და შემდგომ მის წარმატებით დასრულებაზე, მაინც ვერ გავექცევით იმ ფაქტს რომ, ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდები მაინც ვერ ახერხებენ თავიანთი პროფესიით მუშაობას და უმეტეს შემთხვევაში დიპლომის დანახვისას მხოლოდ მისი გულისათვის „გადაყრილი“ ბევრი დრო, ენერგია და ფული ახსენდებათ. თუმცა როგორც ზემოთ გითხარით არის სტუდენტობაში, ისეთი რამ რითიც აუცილებლად მოიხიბლებით, მაგალითად: ახალი მეგობრები, საინტერესო ადამიანების გაცნობა, ახალი ცოდნისა და პრაქტიკის შეძენა, ეს ყველაფერი იმდენად საინტერესოა და ისე შეიძლება ჩაგითრიოთ რომ გასული რამდენიმე წლის მერე დაჯდეთ და თქვათ, ნეტავ კიდევ შემეძლოს იმ წლების დაბრუნებაო.

ყველამ იცის რომ ცხოვრება სირთულეების გარეშე არ არსებობს და ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი რომ არაფრის კეთების სურვილი არ გაქვს. სწავლაც სწორედ ასეა, ბევრჯერ მოგბეზრდებათ, შეიძლება თქვათ რომ აღარ გინდათ ის რასაც აკეთებთ, მაგრამ ხომ იცით „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“  თუ ყველა მომავალი სტუდენტი, აბიტურიენტი ან უბრალოდ სკოლის მოსწავლე მიყვება ამ დევიზს, დამიჯერეთ უფრო გაგიადვილდებათ ყველაფრის გაკეთება.  უნივერსიტეტი ის პერიოდია, როცა ყველას თავი უკვე დიდი გონია, „მე ხომ სკოლა დავამთავრე, უფლება მაქვს რაც მინდა ის გავაკეთო“ ამ ფრაზებს ხშირად მოისმენთ სკოლა დამთავრებულისაგან, დიახ ის არ ცდება რადგან სკოლის შემდეგ იწყება სულ სხვა ახალი პერიოდი, იწყება ის დრო როცა უკვე ზრდასრულმა უნდა იფიქრო რაღაცეების დამოუკიდებლად გაკეთებაზე.

თამუნა გივიშვილი: ძალიან უნდა თავისი საქმის პროფესიონალი და მომავალში შემდგარი ჟურნალისტი გახდეს, ამისათვის ყველაფერს აკეთებს ძალიან ბევრს სწავლობს და მაქსიმალურად ცდილობს ყველა საგანში საუკეთესო შეფასება მიიღოს. თამუნა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მიუხედავად იმისა რომ სწავლის დასრულებამდე კიდევ დარჩა ერთი წელი, უკვე აცნობიერებს რომ ძალიან მოენატრება უნივერსიტეტი, შეძენილი მეგობრები და რამდენიმე ძალიან კარგი ლექტორი.  „ამ უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე, მეგონა სწავლას ვერ შევძლებდი, ვერ მოვახერხებდი ყველასთან საერთო ენის გამონახვას და შესაძლებელი იყო ყველაფრისათვის ისე არ მიმექცია ყურადღება, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ახლა პირიქითაა მყავს საუკეთესო კურსელები, ყველაზე მაგარი ლექტორები და ძალიან დამწყდება გული როცა უნივერსიტეტიდან წავალ, მარამ ვიმედოვნებ რომ ჩემი პროფესიის წყალობით ბევრს მივაღწევ.

თეონა ნაროუშვილი: „მეოთხე კურსზე გადავდივარ და ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, შევიძინე უამრავი მეგობარი - ის ადამიანები რომლებსაც საერთო მიზანი და პროფესია გვაერთიანებს. ყველა მომავალ აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას და დასახული მიზნების მიღწევას“. ამბობს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტი თეონა ნაროუშვილი.

სტატიის ბოლოს ორიოდე სიტყვა მინდა მეც გითხრათ, არა როგორც ამ სტატის ავტორმა, არამედ როგორც ერთმა ჩვეულებრივმა სტუდენტმა, რომელიც უკვე მეოთხე წელია (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს და სიგიჯემდე უყვარს თავისი მომავალი პროფესია. დამიჯერეთ, დახარჯული ენერგია, დრო და ის შრომა რომელსაც საყვარელი პროფესიისათვის დახარჯავთ, აუცილებლად დაგიბრუნდებათ, ადამიანი შეუძლებელს შეძლებს, თუ მოინდომებს, მიზანს დაისახავს და შემდეგ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ხვდები რომ შენი ადგილი იპოვე!

loading...

მსგავსი სტატიები

  • 37 საიტი, რომელიც გასწავლით, რაღაც ახალს

    დღევანდელ სტატიაში გვინდა შემოგთავაზოთ 37- საუკეთესო საიტი, მათი დახმარებით შეძლებთ, ონლაინ შეისწავლოთ ბევრი საინტერესო რამ, დაწყებული პროგრამირებიდან და დამთავრებული მუსიკით.


  • რაში ღირს დროის ხარჯვა 20 წლის ასაკში

    დროს ტყუილად არ უწოდებენ ყველაზე ღირებულს ცხოვრებაში, თუ როგორ და რაში დახარჯავთ დროს ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენი მომავალი. ჩვენს სტატიაში წაიკითხვათ, თუ რაში ღირს დროის ხარჯვა და მისი სწორად გადანაწილება 20 წლის ასაკიდან. სოციალური სერვისის Quora - ს მომხმარებლებმა უპასუხეს კითხას, თუ რაში უნდა დახარჯოს დრო 20 წლის ახალგაზრდებმა, ქვემოთ ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო პასუხს.

  • კიდევ ერთი გზა იმისათვის, რომ გახდეთ პროგრამისტი

    კომპანიაWolfram გამოუშვა უნივერსალური პრგრამული კომპლექსიWolfram Programming Lab გამოთვლითი აზროვნება განვითარებასა დაWolfram ენაზე პროგრამირების გამოყენების სწავლებისათვის. ახლა უკვე ახალბედებსაც შეუძლიათ პროგრამების დაწერა, სამეცნიერო და საზოგადო ამოცანების ამოხსნისათვის.

  • 17 ილუსტრაცია, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების არსს ასახავენ

    მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ილუსტრაციები, რომლებსაც ქმნის იტალიელი დიზაინერი, სახელად მარკო მელგრატი(Marco Melgrati), ზუსტად ამ პრობლემის შესახებ მოგვითხრობენ: ისინი გვაძლევენ ჩვენი ქმედებების შედეგებზე დაფიქრების საშუალებას.

comments powered by HyperComments