ყველაფერი რაღაცას გვასწავლის

ყველა ადამიანი ვინც კი ცხოვრებაში გვხვდება, ჩვენი მასწავლებელია. ყველა მოვლენა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, რაღაცას გვასწავლის. სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევითობა გამორიცხულია. ამიტომ ჩვენს ცხოვრებაში ყველა ადამიანი თუ მოვლენა შეიძლება კარგ მასწავლებლად იქცეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მზად ვართ, ახლისა და საინტერესოს შესწავლისათვის.

ცხადია ზოგი „მასწავლებელი“ თბილი, ყურადღებიანი და მზრუნველია, ზოგიც - მკაცრი, სასტიკი და ცინიკოსი, მაგრამ ყველას შეუძლია, რაღაც გვასწავლოს. როგორც უკვე ვთქვით, შემთხვევითობა არ არსებობს. თუ მოვლენათა გრძელ ჯაჭვში კანონზომიერებას ვერ ვხედავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს.

ადამიანი, რომელიც ყოველ დღე რაღაც ახალს ისწავლის, სწორ და ჯანსაღ დასკვნას გამოიტანს, რატომ დადგა მის ცხოვრებაში მოცემული რეალობა, მაშინ დიდი ნახტომებით დაიწყებს განვითარებას.

დააკვირდით საკუთარ ცხოვრებას - ის ყველაზე განსწავლული, ყველაზე ბრძენი და რაც მთავარია, უანგარო მასწავლებელია. იყავით მომთმენნი ადამიანების მიმართ და თუ შემთხვევით ვიღაც ფეხზე დაგაბიჯებთ, მყისვე ნუ გამოლანძღავთ ან საპასუხოდ ნუ დააბიჯებთ. ხშირად დასვით კითხვა: - რის თქმას ცდილობს ცხოვრება ჩემთვის?

გახსოვდეთ, თუ გაკვეთილებს არ მოამზადებთ, არა მხოლოდ დაბალ ნიშნებს მიიღებთ, არამედ შესაძლოა დაისაჯოთ კიდეც. ცხოვრება მაღალ ნიშნებს „ლამაზი თვალებისათვის არ წერს. გახსოვდეთ აღმოსავლური სიბრძნე: „როდესაც მოსწავლე მზად არის, მასწავლებელი მაშინ მოდის“.

თუ მზად ხართ, მაშინ ცხოვრებაში მასწავლებელს, ხოლო „უდიდეს პრობლემებში“ ცხოვრებისგან სპეციალურად თქვენთვის ჩატარებულ გაკვეთილებს იოლად იპოვით. ისწავლეთ ცხოვრებისაგან და გახდებით ყველაზე დიდი მასწავლებლის - ცხოვრების - წარმატებული მოსწავლე.

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • კიდევ ერთი გზა იმისათვის, რომ გახდეთ პროგრამისტი

    კომპანიაWolfram გამოუშვა უნივერსალური პრგრამული კომპლექსიWolfram Programming Lab გამოთვლითი აზროვნება განვითარებასა დაWolfram ენაზე პროგრამირების გამოყენების სწავლებისათვის. ახლა უკვე ახალბედებსაც შეუძლიათ პროგრამების დაწერა, სამეცნიერო და საზოგადო ამოცანების ამოხსნისათვის.

  • 17 ილუსტრაცია, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების არსს ასახავენ

    მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ილუსტრაციები, რომლებსაც ქმნის იტალიელი დიზაინერი, სახელად მარკო მელგრატი(Marco Melgrati), ზუსტად ამ პრობლემის შესახებ მოგვითხრობენ: ისინი გვაძლევენ ჩვენი ქმედებების შედეგებზე დაფიქრების საშუალებას.

  • 10 სასურველი ნივთი მამაკაცისათვის

    ჩვენ შევარჩიეთ ის ნივთები, რომლებიც სასურველია ყველა მამკაცს ჰქონდეს. ეს ნივთები თქვენს თვითშეფასებას ამაღლებენ. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ და მითუმეტეს ნივთებით მამაკაცური ღირსებების შეფასება არ შეიძლება. გთავაზობთ სიას


  • როგორ დავიმახსოვროთ ადვილად და ეფექტურად უცხო სიტყვები

    ენების სწავლის ექსპერტი ლუკა ლამპარიელო, (Luca Lampariello) გვასწავლის სიტყვების მარაგის გაფართოების5 ძირითად მეთოდს. ლუკა ლამპარიელო იტალიელი პოლიგლოტი. იცის11 ენა, მათ შორის, გერმანული, რუსული, პოლონური, ჩინური (მანდარინული დიალექტი). ლამპარიელო გახდა ცნობილი ფიგურა ენის შემსწავლელ საზოგადოებათა შორის. ამჟამად ცხოვრობს რომში.


comments powered by HyperComments