7 საინტერესო ფაქტი Facebook-ზე

სოციალური ქსელი  facebook-ი  ჩვენი დროის სიმბოლო გახდა. ამ საიტის დახმარებით ადამიანები ერთმანეთს ეცნობიან, უყვარდებათ ან სულაც შორდებიან ერთმანეთს. უყურებენ უამრავ სხვადასხვა სახის ვიდეოებს. ამ მომსახურების მომხმარებელთა რაოდენობა კი დღითიდღე იზრდება.  ჩვენ სტატიაში გაეცნობით 7 საინტერესო ფაქტს, facebook-ის შესახებ.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი შეცვალოთ facebook-ის ენა, ამისათვის დაგეხმარებათ სოციალური ქსელის პარამეტრები, მსოფლიოში არსებულ ყველა ენასთან ერთად იქვე ნახავთ ასოებს, რომლებიც თავდაყირა არის ნაჩვენები.

Facebook-ი არის მესამე ყველაზე პოპულარული პროგრამა სმარტფონებისათვის, E-mail-ისა და ბრაუზერის შემდეგ.  დილით გაღვიძებიდან მხოლოდ 15 წუთის  განმავლობაში Facebook-ის მომხმარებელთა 79% ათვალიერებს საკუთარ გვერდს. ყოველ დღე საშუალო მონაცემებით, მომხმარებელი ამ საიტს დაახლოებით 14 -ჯერ (ან უფრო მეტჯერ) სტუმრობს.

არსებობს თეორია რომ ყველა ადამიანი იცნობს ნებისმიერ სხვა პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანს, საერთო ნაცნობების ჯაჭვის მეშვეობით. რომელიც საშუალოდ 5 ადამიანისაგან მაინც შეიძლება შედგებოდეს. ამ სოციალური ქსელის დახმარებით ეს დისტანცია კიდევ უფრო მოკლეა,  მილანის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ, ნებისმიერ ორ  Facebook-ის მომხმარებელ ადამიანს ჰყოფს ჯაჭვი, რომელიც შედგება 3,74 ადამიანისგან.

მას შემდეგ რაც ამ სოციალური ქსელის ლენტას გადაავლებთ თვალს, გიგრძვნიათ მოწყენილობა ან დაძაბულობა?თქვენ არ ხართ მარტო. ბერლინის ინსტიტუტის კვლევის თანახმად,  facebook-ის მომხმარებლის ყოველი მესამე ადამიანი განიცდის უკმაყოფილებას საკუთარ ცხოვრებაზე, მას შემდეგ რაც ამ სოციალურ ქსელს ესტუმრება.

ა.შ.შ-ში განქორწინების მიზეზების ჩამონათვალის მესამედ ნაწილში ფიგურირებდა სიტყვა facebook-ი. ამ საიტის მეშვეობით მეუღლეებს შორის  ღალატი, მშობლების უყურადღებობა და სოციალურ ქსელზე დამოკიდებულება ხშირად იყო კამათისა და დაძაბულობის მიზეზი.

თქვენ შეგიძლიათ იმაზეც იზრუნოთ, თქვენი სიკვდილის შემდეგ ვის შეეძლება თქვენი facebook-ის გამოყენება, ამისათვის საჭიროა პარამეტრებში მიუთითოთ ადამიანი, რომელსაც ძალიან ენდობით. ამის გაკეთება შეგიძლიათ ანგარიშის უსაფრთხოების პარამეტრებში.

Facebook-ის არსებობის პერიოდში, ძალიან ხშირად ცდილობდნენ მის ყიდვას, ისეთი ძლიერი კომპანიები როგორებიცაა:  Viacom, Myspace, Yahoo, Aol, Microsoft  და  Google.  თუმცა ყოველ ჯერზე ცუკერბერგის ფასი არ ესადაგებოდა პოტენციური მყიდველის მიერ შემოთავაზებულ ფასს და როგორც ჩანს ცუკერბერგი მართალი აღმოჩნდა. Facebook-ი არის ის სოციალური ქსელი, რომელიც ნამდვილად ყველაზე აქტიურია ნებისმიერი ადამიანისათვის, არა აქვს მნიშვნელობა ასაკს, ამ საიტზე თავს ყველა კომფორტულად გრძნობს.                        

loading...

მსგავსი სტატიები

  • კიდევ ერთი გზა იმისათვის, რომ გახდეთ პროგრამისტი

    კომპანიაWolfram გამოუშვა უნივერსალური პრგრამული კომპლექსიWolfram Programming Lab გამოთვლითი აზროვნება განვითარებასა დაWolfram ენაზე პროგრამირების გამოყენების სწავლებისათვის. ახლა უკვე ახალბედებსაც შეუძლიათ პროგრამების დაწერა, სამეცნიერო და საზოგადო ამოცანების ამოხსნისათვის.

  • 17 ილუსტრაცია, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების არსს ასახავენ

    მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ილუსტრაციები, რომლებსაც ქმნის იტალიელი დიზაინერი, სახელად მარკო მელგრატი(Marco Melgrati), ზუსტად ამ პრობლემის შესახებ მოგვითხრობენ: ისინი გვაძლევენ ჩვენი ქმედებების შედეგებზე დაფიქრების საშუალებას.

  • 10 სასურველი ნივთი მამაკაცისათვის

    ჩვენ შევარჩიეთ ის ნივთები, რომლებიც სასურველია ყველა მამკაცს ჰქონდეს. ეს ნივთები თქვენს თვითშეფასებას ამაღლებენ. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ და მითუმეტეს ნივთებით მამაკაცური ღირსებების შეფასება არ შეიძლება. გთავაზობთ სიას


  • როგორ დავიმახსოვროთ ადვილად და ეფექტურად უცხო სიტყვები

    ენების სწავლის ექსპერტი ლუკა ლამპარიელო, (Luca Lampariello) გვასწავლის სიტყვების მარაგის გაფართოების5 ძირითად მეთოდს. ლუკა ლამპარიელო იტალიელი პოლიგლოტი. იცის11 ენა, მათ შორის, გერმანული, რუსული, პოლონური, ჩინური (მანდარინული დიალექტი). ლამპარიელო გახდა ცნობილი ფიგურა ენის შემსწავლელ საზოგადოებათა შორის. ამჟამად ცხოვრობს რომში.


comments powered by HyperComments