8 უნარი, რომელსაც ყველა პიროვნება უნდა ფლობდეს 18 წლის ასაკში

დღესდღეობით ბევრი მშობელი უბრალოდ შეპყრობილია შვილის უსაფრთხოებით და მოვლით. ასე რომ ძალიან ხშირად მათი შვილები უმაქნისნი იზრდებიან, არაფრის მაქნისი მცენარეები. ზუსტად ამ პრობლემას ეძღვნება წიგნი, "როგორ აღვზარდოთ ზრდასრული" ავტორი ჯული ლისკოტ ჰეიმსი  (Julie Lythcott-Haims)


უცნობებთან საუბარი

მოზარდების უსაფროთხოებით შებყრობილი მშობლები მჭიდროდ უნერგავენ მათ შვილებს იმას, რომ უცნობებთან საუბარი არ შეიძლება და ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს იბეჭდება მათ ტვინში და შემდგომ ძალიან უჭირთ ხალხის გაცნობა. ცხოვრებაში  საკმაოდ ხშირად გვხვდება, უზარმაზარი წითელლოყება ან ზოგჯერ წვერებიანი ბიჭები, რომლებსაც რცხვენიათ იკოთხონ გზა, შეკვეთა მისცენ კაფეში, ჩაეწერონ ექიმთან და .

როგორ გადავჭრათ პრობლემა: იმის ნაცვლად, რომ ტოტალურად ავურძალოთ შვილებს უცნობებთან  ურთიერთობა, სჯობს ვასწავლოთ კარგი და ცუდი ადამიანების გარჩევა.

 

არ აებნეთ გზა

ბავშვთან ხელჩაკიდებული  სიარული  და ყველგან გაყოლა შეიძლება მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე. თუ ამას დროულად არ შევწყვეტთ, შეიძლება მივიღოთ დაპროგრამებული რობოტი, რომელიც გადაადგილდება მხოლოდ დედის ან მამის წინასწარ დაგეგმილი მარშუტით.

პრობლემის გადაჭრა: მეტი თავისუფლება გადაადგილების დროს. მხოლოდ ასე შეიძლება ისწავლოს დამოუკიდებლად სიარული, მიაგნოს საჭირო ადგილს და არ შეეშინდეს გზის აბნევის.

 

მართოს საკუთარი დავალება, გეგმა და დრო

მშობლები შექმნილნი არიან იმისთვის, რომ  მუდმივად დაგაძალონ საშიანო დავალების გაკეთება, ვარჯიშზე წასვლა, ადრე დაძინება. ასე ფიქრობს ბევრი მოზარდი და ამისათვის მათ ყველა საფუძველი აქვთ.

პრობლემის გადაჭრა: ადრე თუ გვიან, დგება დრო, როდესაც ბავშვებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ თავად აირჩიონ ოვრებისეული ფასეულობა და პრიორიტეტები, დაგეგმონ სამუშაო გრაფიკი, დაისახონ მიზანი და შეასრულონ.

 

საშინაო საქმეების გაკეთება

როდესაც ხარ მოზარდი, არც თუ ისე გინდა სახლის დალაგება, სარეცხის რეცხვა და .. ხშირად მშობლებსაც არ უნდათ ბავშვს "წაართვას ბავშვობა". ამის შედეგად მივიღებთ  ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია მიხედოს თავის თავს და რაღათქმაუნდა სხვასაც.

პრობლემის გადაჭრა:  ნელ ნელა მივაჩვიოთ ბავშვი თავად მოემსახუროს საკუთარ თავს, რაშიც შედის: დასუფთავება, რეცხვა, საჭმლის კეთება სხვა ცხოვრებისეული ცოდნა, რომელიც ყოველთვის გამოადგება ცხოვრებაში.

 

საკუთარი პრობლემის თავად გადაჭრა

თუ მშობელი  ხშირად ერევა შვილის პირად ცხოვრებაში, კოლექტივთან ურთიერთობაში, სი შვილი ვერასდროს ვერ ისწავლის, საკუთრი პრობლემის გადაჭრას, წარუმატებლობასთან და კომფლიქტებთან გამკლავებას.

პრობლემის გადაჭრა: არ არის აუცილებელი ის, რომ თქვენ გაუმკლავდეთ იმას ვინც გაანაწყენა თქვენი შვილი ან ჩაერიოთ სკოლის პრობლემებში. მიეცით მას იმის საშუალება, თავად გაუმკლავდეს ამ პატარა პრობლემებს. ჩაერიეთ მაშინ, როდესაც მას ნამდვილად დაჭირდება თქვენი დახმარება.

 

სტრესთან გამკლავება

ცხოვრება საერთიდ არ გავს პირდაპირ და სწორ გზას. უფრო მეტიც, ის ჰგავს მთის უსწორმასწორო გზას, რომელიც ზემოთ ასვლის შემდეგ ისევ ქვემოთ ჩამოდის. ყველა ახალგაზრდა ადამიანი უნდა იყოს ფსიქოლოგიურად მზად, იმისათვის, რომ გაუმკლავდეს უხეშ კონკურენციას, ექსტრემალურ დატვირთვას და უგულო უფროსს.

პრობლემის გადაჭრა: არ ჩაერიოთ მაშინ, როდესაც ბავშვს უჭირს, არც მაშინ, როდესაც ძალიან უჭირს, ჩაერიეთ მაშინ, როდესაც უკვე შეუძლებელია.

 

ფულის შოვნა და მისი მართვა

გვინდა ეს თუ არა, ვდაობთ თუ ვეთანხმებით, ფული, ეს არის ჩვენი ცხოვრების სისხლი და საფუძველი. რაც უფრო ადრე ვასწავლით ფულთან ურთიერთობას ჩვენს მოზარდ შვილებს, მით უფრო კარგი იქნება ეს მათთვის. ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ მათ, რომ ნებისმიერი ნივთი არამხოლოდ ძვირფასია, არამედ მას აქვს საფასური, რისი გადახდაც გვიწევს.

პრობლემის გადაჭრა: პირადი ფინანსები და მათი ხარჯვის სრული თავისუფლება. მკაცრად შეზღუდული რაოდენობით  გამოყოფილი ფული, რომელიც გადაეცემა კვირაში ან თვეში, ეს ნებისმიერ ლექციაზე მეტად ასწავლის ბავშვს ფინანსურ დისციპლინას, აჩვევს ფულის დაგროვებასა და მის ეკონომიის წესს.

 

გადაწყვეტილების მიღება

თუ მშობლები ძალიან ეგუებიან მწყემსისა და ცხვრის როლს, არ არის გასაკვირი, რომ ბავშვები თანდათან ცხვრებად გადაიქცევიან. დიახ, რეზულტატის შედეგად მათი მართვა ძალიან ადვილია, მაგრამ ცხვარი სრულიად უსუსურია, მაშინ, როდესაც ის მარტოა. ამიტომ ყოველთვის ცდილობენ ფარაში დარჩენას. ნამდვილად გინდათ, რომ ესე მოხდეს?

პრობლემის გადაჭრა: ასწავლეთ ადამიანს იყოს ადამიანი, რათ თავად მიიღოს გადაწყვეტილება. თავად აირჩიოს: საკვები, ტანისამოსი, მეგობრები, მუსიკა და ათობით სხვა რამ. როდესაც ადამიანი მიეჩვევა მცირე გადაწყვეტილების მიღებას, ის გახდება დამოუკიდებელი დიდ გადაწყვეტილებებშიც.

loading...

მსგავსი სტატიები

  • კიდევ ერთი გზა იმისათვის, რომ გახდეთ პროგრამისტი

    კომპანიაWolfram გამოუშვა უნივერსალური პრგრამული კომპლექსიWolfram Programming Lab გამოთვლითი აზროვნება განვითარებასა დაWolfram ენაზე პროგრამირების გამოყენების სწავლებისათვის. ახლა უკვე ახალბედებსაც შეუძლიათ პროგრამების დაწერა, სამეცნიერო და საზოგადო ამოცანების ამოხსნისათვის.

  • 17 ილუსტრაცია, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების არსს ასახავენ

    მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ილუსტრაციები, რომლებსაც ქმნის იტალიელი დიზაინერი, სახელად მარკო მელგრატი(Marco Melgrati), ზუსტად ამ პრობლემის შესახებ მოგვითხრობენ: ისინი გვაძლევენ ჩვენი ქმედებების შედეგებზე დაფიქრების საშუალებას.

  • 10 სასურველი ნივთი მამაკაცისათვის

    ჩვენ შევარჩიეთ ის ნივთები, რომლებიც სასურველია ყველა მამკაცს ჰქონდეს. ეს ნივთები თქვენს თვითშეფასებას ამაღლებენ. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ და მითუმეტეს ნივთებით მამაკაცური ღირსებების შეფასება არ შეიძლება. გთავაზობთ სიას


  • როგორ დავიმახსოვროთ ადვილად და ეფექტურად უცხო სიტყვები

    ენების სწავლის ექსპერტი ლუკა ლამპარიელო, (Luca Lampariello) გვასწავლის სიტყვების მარაგის გაფართოების5 ძირითად მეთოდს. ლუკა ლამპარიელო იტალიელი პოლიგლოტი. იცის11 ენა, მათ შორის, გერმანული, რუსული, პოლონური, ჩინური (მანდარინული დიალექტი). ლამპარიელო გახდა ცნობილი ფიგურა ენის შემსწავლელ საზოგადოებათა შორის. ამჟამად ცხოვრობს რომში.


comments powered by HyperComments