7 საინტერესო ფაქტი მობილური ტელეფონების შესახებ

მობილური ტელეფონის გამოჩენა, კაცობრიობის ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა. დღეს ჩვენ გაგაცნობთ, რამოდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც უკავშირდება ამ არაჩვეულებრივ საინჟინრო შედევრს.

ტერმინი "სმარტფონი" პირველად ეწოდა კომპანია Ericsson-ის მიერ გამოშვებულ ტელეფონს Ericsson R380s-ს, რომელიც 2000 წელს მოევლინა სამყაროს. მოწყობილობა მუშაობდა Symbian OS v5.1-ის ვერსიაზე და ჰქონდა მონოქრომული სენსორული ეკრანი, რომელიც მდებარეობდა გასახსნელის (flip) -ის ქვეშ.

 

                                                              

ნებისმიერი თანამედროვე სმარტფონის, მათ შორის თქვენი ტელეფონის პროდუქტიულობა აღემატება, ყველა კომპიუტერს, რომელსაც  NASA გამოიყენებდა პროგრამა "აპოლო"- ში, რაც მოიცავს  ადამიანის მთვარეზე დესანტირების მართვას და გამოთვლებს.

იაპონიაში 90% მობილური ტელეფონებისა მზადდება, კორპუსში, რომელიც მას იცავს ტენიანობისგან, რადგან იაპონელი ახალგაზრდობა არ შორდება ტელეფონს სააბაზანოსა თუ აუზში.

ტელეფონის დაკარგვის და მასგან შორს ყოფნის შიშს ნომოფობია ეწოდება. ეს ტერმინი გამოჩნდა 2010 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, რისი მიზანიც იყო იმ ადამიანების ჩვევების დადგენა რომლებიც მოიხმარდნენ მობილურ ტელეფონებს. გამოკითხულთა  დაახლოებით ნახევარმა აღიარა, რომ ისინი ცუდად გრძნობენ თავს როედსაც ვერ პოულობენ მობილურ ტელეფონს, უჯდებათ ელემენტი, ეწურებათ თანხა ანგარიშზე ან როდესაც არიან ისეთ ადგილას სადაც არ არის ფიჭური კავშირი.

მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ტელეფონად Nokia 1101 ითვლება. 2003 წელს გაიყიდა 250 მილიონზე მეტი მოწყობილობა. რაც რეკორდად ითვლება არა მხოლოდ ტელეფონებში, არამედ ზოგადად ელექტრონულ მოწყობილობებში. ამჟამად მოდელის წარმოება შეწყვეტილია.

2013 წელს გაერო-ს მიერ მოხდა ნაშრომის პუბლიკაცია სადაც ნათქვამია რომ, მსოფლიოში ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მობილური ტელეფონი უფრო მეტნი არიან ვიდრე ის ადამიანები, ვისაც სახლში აქვთ საპირფარეშო. შვიდი მილიარდიდან ექვს მილიარდს აქვს მობილური ტელეფონი, მაგრამ მხოლოდ 4,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ისეთ დაწესებულებაში, სადაც სათანადოდ არის დაცული ჰიგიენური და სანიტარული პირობები.

ფინეთში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში პოპულარულ სპორტად ითვლება მობილური ტელეფონის სროლა შორ მანძილზე. 2014 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონტში დამყარდა ახალი მსოფლიო რეკორდი, მობილური ტელეფონი ისროლეს 110,42 მეტრზე.

 

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • კიდევ ერთი გზა იმისათვის, რომ გახდეთ პროგრამისტი

    კომპანიაWolfram გამოუშვა უნივერსალური პრგრამული კომპლექსიWolfram Programming Lab გამოთვლითი აზროვნება განვითარებასა დაWolfram ენაზე პროგრამირების გამოყენების სწავლებისათვის. ახლა უკვე ახალბედებსაც შეუძლიათ პროგრამების დაწერა, სამეცნიერო და საზოგადო ამოცანების ამოხსნისათვის.

  • 17 ილუსტრაცია, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების არსს ასახავენ

    მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ილუსტრაციები, რომლებსაც ქმნის იტალიელი დიზაინერი, სახელად მარკო მელგრატი(Marco Melgrati), ზუსტად ამ პრობლემის შესახებ მოგვითხრობენ: ისინი გვაძლევენ ჩვენი ქმედებების შედეგებზე დაფიქრების საშუალებას.

  • 10 სასურველი ნივთი მამაკაცისათვის

    ჩვენ შევარჩიეთ ის ნივთები, რომლებიც სასურველია ყველა მამკაცს ჰქონდეს. ეს ნივთები თქვენს თვითშეფასებას ამაღლებენ. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ და მითუმეტეს ნივთებით მამაკაცური ღირსებების შეფასება არ შეიძლება. გთავაზობთ სიას


  • როგორ დავიმახსოვროთ ადვილად და ეფექტურად უცხო სიტყვები

    ენების სწავლის ექსპერტი ლუკა ლამპარიელო, (Luca Lampariello) გვასწავლის სიტყვების მარაგის გაფართოების5 ძირითად მეთოდს. ლუკა ლამპარიელო იტალიელი პოლიგლოტი. იცის11 ენა, მათ შორის, გერმანული, რუსული, პოლონური, ჩინური (მანდარინული დიალექტი). ლამპარიელო გახდა ცნობილი ფიგურა ენის შემსწავლელ საზოგადოებათა შორის. ამჟამად ცხოვრობს რომში.


comments powered by HyperComments