რაში ღირს დროის ხარჯვა 20 წლის ასაკში

დროს ტყუილად არ უწოდებენ ყველაზე ღირებულს ცხოვრებაში, თუ როგორ და რაში დახარჯავთ დროს ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენი მომავალი. ჩვენს სტატიაში წაიკითხვათ, თუ რაში ღირს დროის ხარჯვა და მისი სწორად გადანაწილება 20 წლის ასაკიდან. სოციალური სერვისის Quora  მომხმარებლებმა უპასუხეს კითხას, თუ რაში უნდა დახარჯოს დრო 20 წლის ახალგაზრდებმა, ქვემოთ ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო პასუხს.

როცა თქვენ ხართ 20 წლის, თქვენ არ ხართ იმ ასაკში რომ რამეში იყოთ შეზღუდულნი, ეს ის დროა როცა თქვენ ახალი დამთავრებული გაქვთ სწავლა და უნდა შეიძინოთ ახალი გამოცდილებები, ხარჯოთ და გადაანაწილოთ თქვენი დრო ზუსტად. უნდა გააკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ ეს ყველაფერი დაგამახსოვრდეთ მთელი ცხოვრება.

იმოგზაურეთ. თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გამოძებნეთ დრო მოგზაურობისათვის, შეისწავლეთ ახალი ადგილები, შეხვდით ადამიანებს, შეისწავლეთ მათი კულტურა და ტრადიციები.

დღეში 30-60 წუთი დაუთმეთ იზიკურ ვარჯიშს. ამისათვის სულაც არაა სავალდებულო სპორტული დარბაზის აბონემენტი გქონდეთ, სრულიად საკმარისი იქნება თუ სახლში ივარჯიშებთ, ან უბრალოდ გაისეირნებთ ბუნებაში. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სხეულის ფორმაზე, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან.

ისწავლეთ რაღაც ახალი ყოველ წელს. დაისახეთ მიზანი, რომ ყოველ წელს აუცილებლად უნდა შეისწავლოთ რაღაც ახალი, იქნება ეს: თამაში, გიტარაზე დაკვრა, სერფინგი თუ სხვა რამ. ყოველ წელს თქვენ უნდა გახდეთ უკეთესები.

გახდით ქველმოქმედი. დაეხმარეთ იმას, ვისაც ნაკლებად გაუმართლა ცხოვრებაში და დააკვირდით მათ ცხოვრებას, ამან შესაძლოა შეცვალოს თქვენი ცხოვრებაც და სხვანაირად დაიწყოთ ღირებულებების შეფასება, საზოგადოება მიეჩვია მხოლოდ წინ ყურებას, მაგრამ თუ თქვენ გაიხედავთ უკან, დაინახავთ ადაიანებს, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება.

გახდით დამოუკიდებელნი. თუ თქვენ მუშაობთ კორპორაციაში ან დიდ კომპანიაში ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ მისი ზეგავლენა თქვენს ცხოვრებაზე. გადადგით ნაბიჯები მეწარმეობისკენ: შექმენით რაიმე ახალი, დაწერეთ წიგნი ან დაიწყეთ მცირე ბიზნესი სამსახურისგან დამოუკიდებლად, შეიგრძენით თქვენში ბიზნესმენი. მაშინაც კი თუ თქვენ დამარცხდებით, თქვენ ისწავლით რაიმე ახალს.

ისწავლეთ ინვესტირებაეს დაგეხმარებათ გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელნი და არ იღელვოთ ფულზე ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. 

გაატარეთ დრო ოჯახთან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად თქვენთან იქნებიან, მარტო არასოდეს და არცერთი მარცხის შემთხვევაში არ დაგტოვებენ. არ მოიშოროთ ისინი თქვენი ცხოვრებიდან.

შეიძინეთ ახალი მეგობრები. ისეთი მეგობრები, რომლებიც ირწმუნებენ თქვენს შესაძლებლობებს და დაგეხმარებიან ყველა საკითხში. თუ თქვენ ხედავთ, რომ თქვენი მეგობრები ნეგატიურ გავლენას ახდენენ თქვენზე, მაშინ დროა დაფიქრდეთ რომ ისინი ის ადამიანიები არ არიან, რომლებიც უნდა იყვნენ თქვენს ცხოვრებაში.

გახდით ექსპერტი რომელიმე ერთ სფეროში. აუცილებლად უნდა მოძებნოთ ის, რაც მოგწონთ და კარგად გამოგდით, დაკავდით ამ საქმით და გახდით ამ საქმის პროფესიონალი. ქვეყანას სჭირდება ექსპერტი ყველა სფეროში.

წერეთ. ერთადერთი გამოსავალი აქციოთ თქვენი ოცნებები რეალობად არის ის რომ ჩაიწეროთ ისინი, ჩაიწერეთ ყველა იდეა, აზრები, თქვენი შეხედულებები ცხოვრებაზე, აწარმოეთ დღიური. რაც უფრო მეტს ჩაიწერთ და იფიქრებთ ამაზე, მით უფრო მალე შეძლებთ ოცნებების განხორციელებას. 

loading...

მსგავსი სტატიები

  • სწავლის ძირი მწარე არის

    სწავლა ის საქმეა, რომელიც ყველა ადამიანს ერთნაირად უნდა აინტერესებდეს, კარგი განათლება შეგაძლებინებთ ყველა დახურული კარგის ადვილად გაღებას. თუმცა მიუხედავად ამისა ახალგაზრდების ნაწილი, მაინც ვერ აცნობიერებს სწავლის აუცილებლობას და ცდილობენ თავი აარიდონ, უმაღლეს სასწავლებელს.

  • 37 საიტი, რომელიც გასწავლით, რაღაც ახალს

    დღევანდელ სტატიაში გვინდა შემოგთავაზოთ 37- საუკეთესო საიტი, მათი დახმარებით შეძლებთ, ონლაინ შეისწავლოთ ბევრი საინტერესო რამ, დაწყებული პროგრამირებიდან და დამთავრებული მუსიკით.


  • კიდევ ერთი გზა იმისათვის, რომ გახდეთ პროგრამისტი

    კომპანიაWolfram გამოუშვა უნივერსალური პრგრამული კომპლექსიWolfram Programming Lab გამოთვლითი აზროვნება განვითარებასა დაWolfram ენაზე პროგრამირების გამოყენების სწავლებისათვის. ახლა უკვე ახალბედებსაც შეუძლიათ პროგრამების დაწერა, სამეცნიერო და საზოგადო ამოცანების ამოხსნისათვის.

  • 17 ილუსტრაცია, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების არსს ასახავენ

    მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ილუსტრაციები, რომლებსაც ქმნის იტალიელი დიზაინერი, სახელად მარკო მელგრატი(Marco Melgrati), ზუსტად ამ პრობლემის შესახებ მოგვითხრობენ: ისინი გვაძლევენ ჩვენი ქმედებების შედეგებზე დაფიქრების საშუალებას.

comments powered by HyperComments