კიდევ ერთი გზა იმისათვის, რომ გახდეთ პროგრამისტი

კომპანია Wolfram გამოუშვა უნივერსალური პრგრამული კომპლექსი Wolfram Programming Lab გამოთვლითი აზროვნება განვითარებასა და Wolfram ენაზე პროგრამირების გამოყენების სწავლებისთვის. ახლა უკვე ახალბედებსაც შეუძლიათ პროგრამების დაწერა, სამეცნიერო და საზოგადო ამოცანების ამოხსნისთვის.

სტეფან ვოლფრამის (Stephen Wolfram) კომპანიის პროდუქცია, ცნობილია მისი მათემატიკური მოდელირებით Mathematica, კომპანიამ დაანონსა ახალი სერვერი, რომელიც ყველასათვის საინტერესო იქნება.

Wolfram Programming Lab არის ინტერაქტიული cloud სისტემა, რომელიც მუშაობს, როგორც ბრაუზერში, ასევე Mac os, Windows და Linux-შიც. ფაქტიურედ, ეს არის ენასთან მუშაობის სახელმძღვანელო კომპლექტი.

მომხმარებელს ეძლება საშალება იხილოს  ვიდეო პროექტისა და ენის შესახებ, შემდეგ თავად დაიწყოს რამდენიმე საბაზისო პრინციპების ათვისება, მარტივი, მაგრამ საინტერესო ამოხსნის გამოყენებით. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მთავარ გვერდზე და დაკლიკოთ (Try It Yourself).

ამის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ სისტემატური სწავლება, რომელიც დაფუძნებულია სტეფან ვოლფრამის წიგნზე „An Elementary Introduction to the Wolfram Language“

პირველ რიგში, თქვენ უნდა წაიკითხოთ წიგნი, „Wolfram Programming Lab“, რათა წარმოდგენა შეგექმნათ მაგალითებსა და დავალებებზე ან გამოიყენოთ საკუთარი გამოთვლის მეთოდები.

მეორე გზა არის უფრო პროდუქტიული. თქვენ ირჩევთ ერთ-ერთ მზა კვლევას (Explorations) ხოლო სერვერი აგიღწერთ დასახულ ამოცანას და გთავაზობთ, ამოხსნებს,რომლებიც დაყოფილია რამოდენიმე ნაწილად. მიმაგრებული კომენტარები გაძლევთ საშუალებას, გაუმკლავდეთ თითოეულ სტროფს და აითვისოთ მასალა.

გამოთვლისათვის თქვენ უნდა დააჭირეთ Shift + Enter ან მარცხენა ნარინჯისფერ ისრიან ღილაკს. კოდი შესრულდება, და თქვენ შეგეძლებათ ნახოთ თუ რას წარმოადგენს თითოეული ელემენტი, ხოლო თუ კოდს ცოტათი გადაასწორებთ თქვენ შეგეძლებათ გამოთვალოთ საკუთარი დავალება.

როგორც კი გაუმკლავდებით ამოცანას, პროგრამა შემოგთავაზებთ გაგრძელებას "Go Further" და გაგაცნობთ შემდეგ კვლევებს. მარჯვენა ნარინჯისფერ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში იქმნება ვებ-გვერდი სადაც შეგიძლიათ გააზიაროთ ნებისმიერი რეზულტატი, სოციალურ ქსელსა და საიტებზე.

Wolfram Programming Lab არის Wolfram ენის სწავლების შემდეგი საფეხური, Wolfram|Alpha-ს შემდეგ. უპირველეს ყოვლისა სისტემა განკუთვნილია თვითსწავლებისათვის. გარდა ამისა მას გააჩნია უკვე მზა რეალიზებული ამოცანები. თქვენ გეძლევათ საშუალება ისინი გამოიყენოთ ლექციებზე ან თუნდაც პრეზენტაციებზე და არც თუ ისე დიდ გამოკვლევაში.

 

loading...

მსგავსი სტატიები

  • Raspberry Pi: ყველაზე პოპულარული მიკროკომპიუტერი

    მოვიდა დრო, რომ გაეცნო ყველაზე სენსაციურ კომპიუტერს ბოლო წლების განმავლობაში. არა, ეს არ არისMac, მაგრამ ის არის ბევრად უფრო სასარგებლო და საინტერესო, მისი სახელია«Raspberry Pi». მოდი გავიგოთ რით არის იგი  გამორჩეული!

  • 17 ილუსტრაცია, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების არსს ასახავენ

    მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ილუსტრაციები, რომლებსაც ქმნის იტალიელი დიზაინერი, სახელად მარკო მელგრატი(Marco Melgrati), ზუსტად ამ პრობლემის შესახებ მოგვითხრობენ: ისინი გვაძლევენ ჩვენი ქმედებების შედეგებზე დაფიქრების საშუალებას.

  • 10 სასურველი ნივთი მამაკაცისათვის

    ჩვენ შევარჩიეთ ის ნივთები, რომლებიც სასურველია ყველა მამკაცს ჰქონდეს. ეს ნივთები თქვენს თვითშეფასებას ამაღლებენ. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ და მითუმეტეს ნივთებით მამაკაცური ღირსებების შეფასება არ შეიძლება. გთავაზობთ სიას


  • როგორ დავიმახსოვროთ ადვილად და ეფექტურად უცხო სიტყვები

    ენების სწავლის ექსპერტი ლუკა ლამპარიელო, (Luca Lampariello) გვასწავლის სიტყვების მარაგის გაფართოების5 ძირითად მეთოდს. ლუკა ლამპარიელო იტალიელი პოლიგლოტი. იცის11 ენა, მათ შორის, გერმანული, რუსული, პოლონური, ჩინური (მანდარინული დიალექტი). ლამპარიელო გახდა ცნობილი ფიგურა ენის შემსწავლელ საზოგადოებათა შორის. ამჟამად ცხოვრობს რომში.


comments powered by HyperComments