თვითშეფასების ამაღლების 5 საშუალება

ჩვენ მოგიყვებით თუ როგორ უნდა გაზარდოთ თქვენი თვითშეფასება, იმისათვის, რომ ადვილად გადაიტანოთ ცხოვრებისეული სირთულეები და იოლად გამოკეთდეთ ემოციურად მიყენებული ჭრილობებისგან. მაღალი თვითშეფასების ქონა ძალიან კარგია, მაგრამ ამის მიღწევა არც თუ ისე ადვილია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მაჩვენებელი არასტაბილურია: ერთ დღეს შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, ხოლო მეორე დღეს კი პირიქით.



კიდევ უფრო ძნელია ცხოვრების კონკრეტულ სფეროში საკუთარი თავის შეფასება, (ოჯახი, სპორტი, სამსახური). მაგალითად
: თუ სადილი არ აღმოჩნდა გემრიელი, შეფ-პოვარი გაცილებით უკმაყოფილო იქნება, ვიდრე ის ადამიანი ვისთვისაც კერძის კეთება არის მნიშვნელოვანი ასპექტი

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ზომა: დაბალი თვითშეფასება ადამიანს დაუცველს ხდის. დროის უმეტეს ნაწილში ის თავს მშვენივრად იგრძნობს, მაგრამ ნებისმიერი კრიტიკა, გამოიწვევს მწვავე რეაქციას. ეს მნიშვნელოვნად აფერხებს ადამიანის ფსიქოლოგიურ განვითარებას.

თუ ეს პრობლემები თქვენგან ძალიან შორსაა და გინდათ, რომ გაიზარდოთ თქვენი თვითშეფასების უნარი, მაშინ მიყევით ჩვენს რჩევებს.

აფირმაციის სწორად გამოყენება

აფირმაცია ( Affirmations ) — თვითშთაგონების ფორმულა — ძალიან პოპულარულია, მაგრამ მას აქვს მნიშვნელოვანი პრობლემა. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანს იგი თავს კიდევ უფრო ცუდად აგრძნობინებს. რატომ? მაშინ, როდესაც თვითშეფასება დაბალია, განცხადებები, როგორიცაა "მე მივაღწევ დიდ წარმატებას!" კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადამიანის შინაგან რწმენს.

როგორ უნდა ვაიძულოთ მას თქვენზე მუშაობა, თუ თქვენი თვითშეფასება არც თუ ისე დიდია გამოთქვით უფრო დამაჯერებელი ფორმულა. მაგალითად:  "მე მივაღწევ დიდ წარმატებას!" ამ ფრაზის ნაცვლად უთხარით საკუთარ თავს "ვეცდები იქამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებ".

ანსაზღვრეთ თქვენი კომპეტენციის სფერო და იმუშავეთ მათი განვითარებისათვის

თვითშეფასებას ეფუძნება რეალური მიღწევებ ცხოვრების იმ სფეროში, რომელიც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი. თუ თქვენ ამაყობთ იმით, რომ გამოგდით კარგი

კერძების კეთება, მაშინ ხშირად მოიწვიეთ სტუმრები და გაუკეთეთ მათ რაიმე გემრიელი. თუ თქვენ კარგად დარბიხართ, მაშინ ჩაეწერეთ სპორტულ ღონისძიებაზე და მოემზადეთ მისთვის. დაადგინეთ, რომელ სფეროში ხართ კომპეტენტური და ეძებეთ მისი ხაზგასმის შესაძლებლობა.

ისწავლეთ კომპლიმენტების მიღება

დაბალი თვითშეფასების ხალხი ძალიან საჭიროებენ კომპლიმენტებს, მაგრამ ამავე დროს არ იციან მათზე სწორად რეაგირება.

მიიღეთ კომპლიმენტები, მაშინაც კი, როდესაც თავს უხერხულად იგრძნობთ.

ყველა იმ კარგის უარყოფა რასაც თქვენზე ამბობე, რეფლექსური რეაქციის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა. მოამზადეთ მარტივი პასუხების კომპლექტი და ივარჯიშეთ მათი გამოყენებისთვის. როდესაც იღებთ კომპლიმენტს უთხარით მაგალითად: "დიდი მადლობა!" ან "ძალიან სასიამოვნოა თქვენგან ამის მოსმენა". დროთა განმავლობაში, კომპლიმენტის უარყოფის სურვილი გაგიქრებათ, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თქვენი თვითშეფასების უნარი იზრდება.

შეწყვიტეთ თვითკრიტიკა, იყავით ლმობიერნი

თუ თქვენ ხშირად აკრიტიკებთ საკუთარ თავს, მაშინ თვითშეფასების უნარი უფრ ეცემა. საკუთარი თავის პატივისცემის დასაბრუნებლად, თქვენ კრიტიკა, საკუთარი თავის თანაგრძნობით უნდა შეცვალოთ.

მაშინ, როდესაც უკმაყოფილო ხართ საკუთარი თავით, დაფიქრდით იმაზე, თუ რას ეტყოდით ასეთ სიტუაციაში თქვენს საუკეთესო მეგობარს. როგორც წესი, მეგობრებს უფრო თანავუგრძნობთ ვიდრე საკუთარ თავს. მაგრამ ცხოვრების რთულ ასპექტში თუ თქვენ ხელს შეუწყობთ საკუთარ თავს , მაშინ თავიდან აიცილებთ, კრიტიკისგან გამოწვეულ თვითშეფასების შემცირებას.

დარწმუნდით საკუთარი თავის მნიშვნელობაში

შემდეგი ვარჯიში დაგეხმარებათ, მძიმე დარტყმის შემდეგ დაცემული თვითშეფასები აღდგენაში.

შეადგინეთ საკუთარი თვისეების სია, რომლებიც მნიშვნელოვანია სიტუაციის კონტექსტში. მაგალითად: უარი გითხრეს პაემანზე, შექმენით თვისებების სია, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ შექმნათ კარგი ურთიერთობა (ტოლერანტობა, ზრუნვა, ემოციურობა). თუ თქვენ არ დაგაწინაურეს სამსახურში, მიუთითეთ ის თვისებები, რომლებიც ღირებულ თანამშრომლად ჩამოგაყალიბებთ (პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, კრეატიულობა). აირჩიეთ ერთ-ერთი პუნქტი სიიდან და მოკლედ ახსენით, თუ რატომ ამაყობთ ამ თვისებით და რატომ შეფასდება ის სხვა ადამიანებისაგან მომავალში.

loading...

მსგავსი სტატიები

  • მომზადება დიადი ცხოვრებისათვის

    გაითავისუფლეთ თავი, მოიშორეთ მავნე ჩვევები: დროის ფუჭად ფლანგვა, სტრესი, ნებისმიერი სხვა უსარგებლო ჩვევა და პრობლემები. უბრალოდ დაივიწყეთ ისინი. ახალი მიღწევებისა და წარმატებებისთვის საჭიროა ნათელი გონება და„სუფთა“ თავი.


  • 10 ჩვევა, რომელიც საჭიროა შეგნებული და ბედნიერი ცხოვრებისათვის

    ეს ჩვევები დაგეხმარებათ თქვენი იმედგაცრუების, შფოთვის, ბრაზის ნელნელა მოშორებაში. ხელს შეგიწყობთ თქვენს ცხოვრებაზე კონტროლის მოპოვებასა და სიამოვნების ხშირად განცდაში.

  • ბედნიერი ადამიანის 16 წესი

    ცხოვრებაში იმდენი მოვალეობა და საზრუნავია, რომ ყველა ადამიანს ავიწყდება მთელი დღეების განმავლობაში ყველაფერი და სადღაც დაფრინავს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანს გადაავიწყდეს, ყველანაირი ემოციური გრძნობა, დაივიწყოს მისი სულიერი მდგომარეობა, მაგრამ მუდმივი ზრდა და ცვლილებები აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს მოტივირებული და ბედნიერი. ამიტომ სცადეთ დაიცვათ  16 წესი  და შეეცადეთ იფიქროთ ბედნიერ და ნათელ მომავალზე.

  • დღიურის წარმოება — ერთ-ერთი იმ სამი საგანძურიდან რომელსაც სიკვდილის შემდეგ დატოვებთ

    წარმატება ესაა — რამდენიმე მარტივი მოქმედება, რომელიც ყოველდღიურად უნდა   გაიმეოროთ, ამ დროს წარუმატებლობა — არის რამდენიმე შეცდომა, რომელიც ყოველდღე მეორდება. ეს ჩვენი ქმედებები და განსჯებია, რასაც წარმატებასთან ან წარუმატებლობასთან მივყავართ.

comments powered by HyperComments