როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს უმოკლეს დროში

ბევრ ჩვენგანს რწმენა და ეჭვი ხელს უშლის სასურველი შედეგის მიღწევაში. უბრალოდ რაღაცის სურვილი ძალიან ადვილია, ხოლო ამ რაღაცის მიღება ან გაკეთება ბევრად ძნელია. ყველა მიზნის მიღწევის ერთი საშუალება არ არსებობს, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ რამოდენიმე ძირითადი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ იმის მისაღწევად, რაც თქვენ გსურთ.


ნუ მოგერიდებათ თხოვნა

ეს რჩევა შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბევრს ძალიან უჭირს რამის თხოვნა. ხელფასის მომატება გინდათ? გაინტერესებთ თქვენი პარტნიორი მზად არის თუ არა სერიოზული ურთიერთობისათვის? უბრალოდ ჰკითხეთ. ეს არის საუკეთესო გზა იმისა, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ.

ნუ დაელოდებით შესაბამის მომენტს

ხდება ისე, რომ ზოგჯერ ადამიანი არ ცდილობს სასურველი შედეგის მიღწევას, იგი მხოლოდ ზის და ელოდება შესაფერის მომენტს. ზოგჯერ საჭიროა უბრალოდ დაიწყოთ საქმის კეთება. ასე რომ, თუ თქვენ არ გაქვთ დამაჯერებელი მიზეზი იმისა, რომ უნდა დაელოდოთ, უმჯობესია საქმის კეთება დაიწყოთ ახლავე.

შეადგინეთ გეგმა

სასურველი შედეგის მიღწევის ერთ - ერთი საუკეთესო საშუალებაა გეგმის შედგენა. განსაზღვრეთ რამოდენიმე მიზანი და ჩაიწერეთ. მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი გადაიტანოთ ფურცელზე. შემდეგ ყოველი მიზნისათვის შეადგინეთ ძირითადი ნაბიჯერბი, რომელთა შესრულებაც მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.

ფოკუსირება

ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე რაც გსურთ. დაიყვანეთ ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი მინიმუმამდე, შეწყვიტეთ დროის ფუჭად ფლანგვა, მიმართულება მიეცით თქვენს ენერგიას იმ ნაბიჯების შესრულებისაკენ, რომლებიც დაგეხმარებიან სასურველი შედეგის მიღწევაში. ნუ შეადარებთ სხვას საკუთარ თავს - ეს არის ზედმეტი განცდა.

გჯეროდეთ

ბოლო დეტალამდე გაიაზრეთ ის თუ რა გინდათ. წარმოიდგინეთ, რომ უკვე მიაღწიეთ შედეგს. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა და გჯეროდეთ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდება. რა თქმა უნდა არ არის საკმარისი მხოლოდ გჯეროდეთ და არაფერი არ აკეთოთ მიზნის მისაღწევად.

წარმოიდგინეთ

ყოველდღე წარმოიდგინეთ თუ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, როდესაც თქვენი ოცნება ახდება. წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც თვენ გინდათ. ასე უფრო ადვილი გახდება თქვენი ოცნების რეალურად შესრულება. გარდა ამისა, ეს უფრო დარწმუნებულს გაგხდით საკუთარ თავში და უფრო დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.

დაამყარეთ ურთიერთობა

გაიცანით წარმატებული და პოზიტიური ადამიანები. თანამშრომლობა იმასთან, ვინც უკვე მიაღწია სასურველ შედეგს თქვენთვის ძალიან სასარგებლოა. ურთიერთობები და მეგობრობა ყოველთვის მნიშვნელოვანია მიზნების მისაღწევად, განსაკუთრებით სამსახურში.

იმოქმედეთ ახლავე

დიახ, მომავალი ხშირად გვაშინებს. რა მოხდება, თუ თქვენ ვერ მიაღწევთ სასურველ მიზანს? რა მოხდება, თუ განიცდით წარუმატებლობას? არ მისცეთ შიშს თქვენთვის ხელის შეშლის უფლება. იქნებ მიაღწიოთ სასურველ შედეგს? იქნებ ყველაფერი გამოგივათ?

დათანხმდით კომპრომისებს

ზოგჯერ საჭიროა კომპრომისზე წასვლა, კმაყოფილი იყავით იმით რაც გაქვთ. თუ თქვენ შრომობდით, მაგრამ მაინც ვერ მიაღწიეთ სასურველ შედეგს, ამას უბრალოდ უნდა შეეგუოთ. განაგრძეთ გზა, დაისახეთ ახალი მიზნები და არასოდეს არ დანებდეთ.

loading...

მსგავსი სტატიები

  • მომზადება დიადი ცხოვრებისათვის

    გაითავისუფლეთ თავი, მოიშორეთ მავნე ჩვევები: დროის ფუჭად ფლანგვა, სტრესი, ნებისმიერი სხვა უსარგებლო ჩვევა და პრობლემები. უბრალოდ დაივიწყეთ ისინი. ახალი მიღწევებისა და წარმატებებისთვის საჭიროა ნათელი გონება და„სუფთა“ თავი.


  • ბედნიერი ადამიანის 16 წესი

    ცხოვრებაში იმდენი მოვალეობა და საზრუნავია, რომ ყველა ადამიანს ავიწყდება მთელი დღეების განმავლობაში ყველაფერი და სადღაც დაფრინავს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანს გადაავიწყდეს, ყველანაირი ემოციური გრძნობა, დაივიწყოს მისი სულიერი მდგომარეობა, მაგრამ მუდმივი ზრდა და ცვლილებები აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს მოტივირებული და ბედნიერი. ამიტომ სცადეთ დაიცვათ  16 წესი  და შეეცადეთ იფიქროთ ბედნიერ და ნათელ მომავალზე.

  • დღიურის წარმოება — ერთ-ერთი იმ სამი საგანძურიდან რომელსაც სიკვდილის შემდეგ დატოვებთ

    წარმატება ესაა — რამდენიმე მარტივი მოქმედება, რომელიც ყოველდღიურად უნდა   გაიმეოროთ, ამ დროს წარუმატებლობა — არის რამდენიმე შეცდომა, რომელიც ყოველდღე მეორდება. ეს ჩვენი ქმედებები და განსჯებია, რასაც წარმატებასთან ან წარუმატებლობასთან მივყავართ.

  • 17 ილუსტრაცია, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების არსს ასახავენ

    მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ილუსტრაციები, რომლებსაც ქმნის იტალიელი დიზაინერი, სახელად მარკო მელგრატი(Marco Melgrati), ზუსტად ამ პრობლემის შესახებ მოგვითხრობენ: ისინი გვაძლევენ ჩვენი ქმედებების შედეგებზე დაფიქრების საშუალებას.

comments powered by HyperComments